Cost of Russia GP almost doubled - report
26 სექტემბერი
რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სოჭის
სარბოლო ტრასის მშენებლობა, პროექტის გათვალისწინებული 142 მილიონი ევროს ნაცვლად,
260 მილიონი ევრო დაჯდა. ტრასა პრაქტიკულად დამთავრებულია და მასზე პირველი საცდლი
რბოლები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სოჭის წყალდიდობამ ახალი პრობლემები წარმოქმნა
და როგორც ჩანს, ეს ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის.
„საპროექტო გაანგარიშება ძალიან ზოგადად იყო შედგენილი
და ბევრ ისეთ ფაქტორს არ ითვალისწინებდა, რომლებსაც პროექტის ავტორი ჰერმან ტილკე
მოითხოვდა და რომლებსაც მშენებლობის პროცესში წავაწყდით“, - ამბობს რუსეთის დიდი პრიზის
პრომოუტერი კომპანია „ომეგა სენტერის“ წარმომადგენელი გენადი საიენკო.
აღსანიშნავია, რომ რუსული რბოლის ორგანიზატორებმა FIA-ში
ოფიციალური განაცხადის წარდგენა ვერ მოასწრეს, თუმცა ამის მიუხედავად, სოჭის რბოლა
მაინც შეტანილია მომავალი სეზონის კალენდრის პირვანდელ ვერსიაში. განაცხადის
წარდგენის დაგვიანებას რბოლის ორგანიზატორები რუსეთის ავტოსპორტის ფედერაციას
აბრალებენ, რომელმაც მათი თქმით, აუცილებელი ბიუროკრატიული სამუშაო არ შეასრულა.
და მაინც, „ომეგას“ წარმომადგენელი დმიტრი ეროფეევი
ირწმუნება, რომ ეს გაუგებრობა სოჭში რბოლის მომავალ სეზონში გამართვას ხელს ვერ
შეუძლის: „კალენდარი მალე გამოქვეყნდება და ნახავთ, რომ იქ ჩვენი დიდი პრიზიც იქნება
და ამისთვის ჩვენ ასტერიქსი არ დაგვჭირდება“.
No comments:
Post a Comment