Citroen DS Wild Rubis will be Built, But Won't be
Sold in Europe, CEO Says
26 სექტემბერი
„სიტროენმა“ შანჰაის წლევანდელ მოტორ შოუზე კონცეპტუალური
ქროსოვერი „DS უაილდ რუბისი“ წარადგინა, რომელზეც იმთავითვე
ითქვა, რომ მომავალი სერიული ავტომობილია. და აი, ფრანგულმა კომპანიამ გამოაცხადა,
რომ მომავალ წელს ამ ავტომობილის სერიულ წარმოებას ჩინეთში დაიწყებს. დიდი ზომის
ქროსოვერი ცისქვეშეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში გაიყიდება. ამასთან, როგორც „სიტროენის“
მთავარი აღმასრულებელი ფრედრიკ ბანზე ამბობს, ამ ავტომობილის ევროპის ბაზარზე
შეტანა არ იგეგმება.
„კონცეპტუალური „DS უაილდ რუბისის“ სერიული ვერსია
ნაკლებად რადიკალური იქნება. მაგალითად, ის 21-დუიმიანი ბორბლებით არ აღიჭურვება“,
- გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას ამბობს ბანზე და დასძენს, რომ ეს იქნება
„სიტროენის“ გამაში ყველაზე დიდი ზომის უგზოობის ავტომობილი. ცნობისათვის, კონცეპტუალური
„DS უაილდ რუბისის“ გაბარიტებია: სიგრძე 4 700 მილიმეტრი, სიგანე 1 950 მილიმეტრი
და სიმაღლე 1 590 მილიმეტრი. ამგვარად, ის უშუალო კონკურენტ „ფოლკსვაგენ ტუარეგზე“
ოდნავ მოკლე, განიერი და საგრძნობლად დაბალია.
„DS უაილდ რუბისი“ ორმაგი შევრონის იმ ორ უგზოობის
ავტომობილზე დიდია, რომლებიც ევროპაში იყიდება. ესენია „C4 ეარქროსი“ და „C-ქროსერი“.
პირველი რებრენდირებული „მიცუბიში ASX-ია“, მეორე კი წინა თაობის „მიცუბიში
აუტლანდერი“. ბანზეს არ დაუზუსტებია „DS უაილდ რუბისის“ წარმოების მოცულობა და
ფასები. უფრო მეტიც, ჯერ ისიც არაა დაზუსტებული, თუ რა სახელით გაიყიდება ეს
ავტომობილი. არსებობს ვარაუდი, რომ მას DS7-ს ან DSX7-ს დაარქმევენ.
ქროსოვერ „DS უაილდ რუბისს“ ქალაქ შენჟენში არსებული
ახალი ქარხანა გამოუშვებს, რომელიც „PSA პეჟო-სიტროენის“ და ჩინურ ჯგუფ „ჩანგან
ავტომობილის“ ერთობლივი საწარმოა. ეს ქარხანა მალე დაიწყებს DS5-ის წარმოებას, რომელსაც
კომპაქტური სედანი და დიდი ქროსოვერი (DS უაილდ რუბისი) მოჰყვება. „სიტროენის“
ექსპანსია ჩინეთის ბაზარზე, კომპანიის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის
მიზანიც ისაა, რომ ის ნაკლებად იყოს დამოკიდებული ევროპის ბაზარზე. ამ გეგმის
მიხედვით, 2015 წელს გაყიდული ავტომობილების ნახევარზე მეტი, ევროპის გარეთ უნდა
გავიდეს. შედარებისთვის, ხუთი წლის წინ, ევროპაზე „სიტროენის“ გაყიდვების თითქმის 80
პროცენტი მოდიოდა, შარშან კი ეს მაჩვენებელი 60 პროცენტამდე შემცირდა.
No comments:
Post a Comment