Twike Promises 500km Range with Their Electric
Trike Pedelecs
26 სექტემბერი
გერმანულმა კომპანია „FINE
მობილმა“, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინა თავის სამბორბლიანი ელექტრული ჰიბრიდის
მეოთხე თაობის კონცეპტუალური მოდელი „პროჯექტ TW4XP“, რომელსაც მწარმოებლის
განცხადებით, ერთი სრული დამუხტვით, 500 კილომეტრის გავლა შეუძლია. ეს არის იმ
კონცეპტუალური სამბორბალას შთამომვალი, რომელმაც კონკურს „ავტომოტივ X-პრაიზზე“,
136 მონაწილეს შორის, მესამე ადგილი აქვს დაკავებული.
ფრანკფურტში წარმოდგენილი ავტომობილი არის სერიული „ტვაიკ
5-ის“ წინამორბედი. ამჯერად მისი დიზაინი ისეა შესრულებული, რომ მაქსიმალურად ახლოსაა
ჩვეულებრივ ავტომობილთან, რადგან ძარა კარგად ფარავს წინა ნაწილს, რომელიც მხოლოდ
ერთ ბორბალზე დგას. ამ ეტაპზე, გერმანული კომპანია „ტვაიკ 3-ს“ უშვებს, რომელიც
1000 ცალი აქვს გაყიდული. ეს პატარა ელექტრო მანქანა ორადგილიანია და მცირე საბარგულიც
აქვს. მისი მთავარი ღირსება, ეკონომიურობაა - 100 კილომეტრის გასავლელად, 5 კილოვატსაათი
ელექტრო ენერგია ჰყოფნის. მისი მაქსიმალური სიჩქარე 85 კმ/სთ-ს აღწევს. სულ კი
ერთი დამუხტვით 500 კილომეტრს გადის.
„FINE მობილს“ ფრანკფურტში
კონცეპტუალური ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები არ გამუქვეყნებია, თუმცა გამოაცხადა,
რომ ის წინამორბედზე გაცილებით დახვეწილი იქნება. „ტვაიკ 5“ ბაზარზე მომავალ წელს
უნდა გამოვიდეს.
No comments:
Post a Comment