Rolls-Royce Pondering Carbon Fiber Limited
Editions
26 სექტემბერი
ლუქს კლასის ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული
კომპანია „როლს-როისი“, კარბონის კომპოზიტის ტექნოლოგიის ათვისებას და ამ მასალით,
შეზღუდული რაოდენობით ავტომობილების გამოშვების შესაძლებლობას განიხილავს. გამოცემა
„ედმუნდსის“ ინფორმაციით, „როლს-როისის“ კარბონის კომპოზიტით ძარების წარმოება
სურს. ოღონდ ამ მასალით, არსებული მოდელების სპეც ვერსიების ძარებს დაამზადებს,
რომლებსაც ძალიან მცირე რაოდენობით გამოუშვებს. ავტომობილების დანარჩენი აგებულება
სტანდარტული დარჩება.
მართალია, კომპოზიციური მასალები ფოლადთან და
ალუმინთან შედარებით ძვირია, მაგრამ ერთეული ავტომობილების წარმოებისას, ისინი
უფრო მოსახერხებელია, რადგან ამ შემთხვევაში, საჭირო აღარაა ძალიან ძვირადღირებული
მოწყობილობები, რომელთა გარეშეც ფოლადის და ალუმინის ფურცლებისგან ძარის პანელების
შემუშავება წარმოუდგენელია. აღსანიშნავია ისიც, რომ „ბეემვემ“, რომლის ჯგუფშიცაა
გაერთიანებული „როლსი“, უკვე აითვისა კარბონის კომპოზიტით ავტომობილების სერიული
წარმოების ტექნოლოგია, რომელსაც ქვებრენდ i-ს ავტომობილების (i8 და i3) წარმოებაში
იყენებს.
პარალელურად, „როლს-როისი“ ასევე უგზოობის
ავტომობილის გამოშვების მიზანშეწონილებას განიხილავს. კომპანიის დიზაინერებს ესკიზებზე
მუშაობა უკვე დაწყებულიც აქვთ, თუმცა როგორც უფროსი ინჟინერი ნილს გრიფელი ამბობს,
ჯერ საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბებული არ აქვთ.
No comments:
Post a Comment