Ford Mondeo Celebrates 20th Anniversary
25 სექტემბერი
„ფორდის“ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ევროპულ
ავტომობილს, სახელად „მონდეო“, ოცი წელი შეუსრულდა. ამ ავტომობილს ამერიკული
კომპანიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან ცისფერმა ოვალმა სწორედ
მისი წყალობით გადაარჩინა თავისი ევროპული ბიზნესი, რომელიც „სიერას“ წყალობით, უფსკრულისკენ
მიექანებოდა.
სახელი „მონდეო“ თავიდანვე იმაზე მიგვანიშნებდა,
რომ ის გლობალური ბაზრისთვის შეიქმნა, თუმცა რეალურად, ამ სახელით ძირითადად
ევროპაში იყიდება. მის ამერიკულ ანალოგებს კი „ფორდ კონტური“ და „მერკური მისტიკი“
ერქვათ (ახლახანს სახელად „ფიუჟნი“ შეარქვეს), აზიურს კი „ფორდ ტესლარი“. დაკიდევ,
რაც ალბათ მეტად მნიშვნელოვანია, „მონდეო“ გერმანული პროდუქტია.
თავის დროზე, „სიერაზე“ ამბობდნენ, რომ ის ინჟინრების
კი არა, ბუღალტრების მიერაა შემუშავებული. ყოველივეს მიუხედავად, „სიერა“ თავიდან კარგად
იყიდებოდა, მაგრამ მალე დადგა მომენტი, როცა „ფორდის“ მომხმარებელთა ლოიალობის
მაჩვენებელი კატასტროფულად დაეცა. საჭირო იყო სასწრაფო რეაგირება. წინააღმდეგ
შემთხვევაში, კომპანიის ევროპულ ბიზნესს კარგა ხნით პარალიზებულ მდგომარეობაში ყოფნა
მოუწევდა. ამიტომ გადაწყდა, რომ სახელი „სიერა“, რომელიც უხარისხო ავტომობილებთან
იყო ასოცირებული, შეეცვალათ. და რა თქმა უნდა, შემცვლელის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება
უნდა მიქცეოდა.
„მონდეოს“ შემუშავებაზე და წარმოებისთვის მომზადებაზე,
6 წლის განმავლობაში, სულ 6 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ამგვარად, პირველი „მონდეო“,
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტი გახდა. თუმცა
როგორც მალე გაირკვა, ამან სასურველი შედეგი მოიტანა - „მონდეომ“ ევროპის 1994 წლის
საუკეთესო ავტომობილის წოდება მოიპოვა.
მას შემდეგ, „ფორდმა“ უკვე ოთხი თაობის „მონდეო“
გამოცვალა და უკვე მეხუთეს სთავაზობს მყიდველს. სპეციალისტთა შეფასებით, ეს არის
მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სამუშაო ცხენი. და ამის წყალობით, ერთ-ერთი
წამყვანი ფიგურაა ევროპის საშუალო სეგმენტში. ამერიკული კომპანიის სრულიად ახალ
სტრატეგია „ვან ფორდის“ შესაბამისად კი ის მართლა გლობალური ავტომობილი გახდა.
თუმცა, ამერიკაში ის კვლავაც „ფიუჟნის“ სახელით იყიდება.
მალე
კი, სწორედ „მონდეოს“ ბაზაზე, ცისფერი ოვალი ბაზარზე თავის პირველ პრემიუმ
ქვე-ბრენდს, „ვინიალეს“ (ფოტოზე) გამოუშვებს, რომლის მსოფლიო პრემიერაც ახლახანს ფრანკფურტის
მოტორ შოუზე შედგა...
No comments:
Post a Comment