დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 25, 2013

ჩინურმა ავტომობილმა ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა (ვიდეო)

Qoros 3 Sedan Scores Impressive 5-Star Euro NCAP Rating
25 სექტემბერი
როგორც ჩანს, ჩინურ-ებრაულ კომპანია „ქოროსის“ ავტომობილები მალე მოიკიდებენ ფეხს ევროპულ ბაზარზე. ამის წინაპირობა კი ევრო NCAP-ის მიერ ჩატარებულმა ქრეშ ტესტებმა შექმნა, რომლებზეც სედანმა „ქოროს 3-მა“ უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა. ამგვარად, ეს არის პირველი ჩინური ავტომობილი, რომელმაც ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა. უფრო მეტიც, ევრო NCAP-ის წლევანდელ ტესტებში ამ ავტომობილმა ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო.

„ქოროს 3-ს“ საერთო ჯამში 88-პროცენტიანი შეფასება დაუწერეს. ამასთან, ზრდასრულ მგზავრთა დაცულობის ასპექტში, სედანმა 95 პროცენტი მიიღო, არასრულწლოვან მგზავრთა დაცულობის მხრივ კი შეფასება 87 პროცენტი იყო. ფეხმავალთა უსაფრთხოებაში 77 პროცენტი, უსაფრთხოების დამხმარე სისტემებში კი - 81 პროცენტი. ამგვარად, ჩინურმა ავტომობილმა, ევრო NCAP-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
„ჩვენი ავტომობილების უსაფრთხოება, მათი შემუშავების ადრეული ეტაპებიდანვე ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა. ამ ტესტებმა აჩვენა, რომ ჩვენთვის მთავარი საზრუნავს, ჩვენი ავტომობილების მყიდველი, მათი უსაფრთხოება წარმოადგენს. იმავდროულად, გამოჩნდა ჩვენი ინჟინრების შესაძლებლობები. ჩვენ ტესტებზე კარგ შედეგებს ველოდით, მაგრამ ასეთი შედეგებით აღფრთოვანებულები ვართ“, - ნათქვამია „ქოროსის“ განცხადებაში.

ვიდეო

No comments:

Post a Comment