Lamborghini Gallardo's New Replacement Snagged on
the 'Ring
24 სექტემბერი
შესაძლოა არც იცით და ამიტომ თავიდანვე გეტყვით -
ასე ერქმევა იმ ავტომობილს, რომლითაც იტალიური კომპანია მალე თავის ყველა დროის
ყველაზე გაყიდვად მოდელ „გალარდოს“ შეცვლის. მოსალოდნელი იყო, რომ მას ფრანკფურტის
მოტორ შოუზე ვიხილავდით, მაგრამ ასე არ მოხდა და ახლა მას ან დეტროიტში გვიჩვენებენ,
ან კიდევ ჟენევაში, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ პირველად ის ბოლინიას ავტო
შოუს დამთვალიერებელმაც იხილოს.
მაგრამ სანამ ასე მოხდება, მანამ „კაბრერა“
სრულყოფის ეტაპს გადს, რისთვისაც „ლამბორგინიმ“ ის ნურბურგრინგზე გამოიყვანა. რა
თქმა უნდა, ტესტირების პროცესში ავტომობილი საგულდაგულოდაა შენიღბული, თუმცა მისი
პროპორციები მაინც გაირჩევა და ისინი გვეუბნებიან, რომ ავტომობილს „გალარდოზე“ აგრესიული
გამომეტყველება ექნება.
„კაბრერას“ დაახლოებით იგივე სიგანე და სიმაღლე უნდა
ჰქონდეს, რაც მის წინამორბედს აქვს. სიგრძეში კი ოდნავ დიდი იქნება. ახალი ავტომობილის
ბაზისად გამოიყენებენ მოდულურ პლატფორმას, რომელზეც ასევე „აუდის“ მეორე თაობის R8-ც
დაემყნობა. ეს პლატფორმა მეტწილად ალუმინისა და კარბონის ბოჭკოთი გაძიერებული
პლასტიკითაა (CFRP) აგებული და სიმსუბუქით
გამოირჩევა. ამ მასალების წყალობით, „კაბრერა“ „გალარდოზე“ გაცილებით მსუბუქი იქნება.
„ლამბორგინი კაბრერას“ მამოძრავებელ ძალას
ატმოსფერული V10 ძრავი მიანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის
ძალას მიაღწევს და ის გამონაბოლქვზე უახლესი, ევრო6 სტანდარტის შესაბამისი იქნება.
მას ორქუროიანი გადაბმით „აუდი R8-ს“ 7-საფეხურიანი ტრანსმისია შეუწყვილდება.
ამასთან, „ლამბორგინი“ მყიდველს როგორც უკანა, ასევე სრულ ამძრავიანი სისტემებით
აღჭურვილ ვერსიებს შესთავაზებს.
No comments:
Post a Comment