Ecclestone 'working' to help Massa stay in F1
24 სექტემბერი
ბერნი ეკლსტოუნმა აღიარა, რომ ყველაფერს აკეთებს
იმისათვის, რათა ფორმულა ერთმა ბოლო ბრაზილიელი მრბოლი არ დაკარგოს. ეს ბოლო
ბრაზილიელი ფელიპე მასაა, რომელიც ახლახანს „ფერარიდან“ გაუშვეს. მისი მენეჯერი ნიკოლას
ტოდტი (ფია-ს პრეზიდენტ ჟან ტოდტის შვილი) ინტენსიურად მუშაობს, რათა მასას
ბრაზილიელი სპონსორი მოუძიოს, რომელიც „ლოტუსთან“, „უილიამსთან“, „ფორს ინდიასთან“
და „ზაუბერთან“ მოლაპარაკებისას პოზიციებს გაუმყარებს.
მასას „ფერარის“ შემდგომი კარიერის მოწყობაში, მნიშვნელოვანი
როლის შესრულება მაუწყებელ „გლობოსაც“ შეუძლია. და საერთოდ,სამხრეთ ამერიკის და
კერძოდ ბრაზილიის ბაზარი, ძალიან მნიშვნელოვანია ფორმულა ერთის კომერციული
ინტერესებისთვის. ამ ბაზრის ხელიდან გაშვება კი ბერნის არ სურს, რომელმაც ბრაზილიურ
გაზეთ „უ ესტადუ დე სან პაულუსთან“ საუბრისას აღიარა, რომ მასას დახმარებას ცდილობს.
ბერნი აღიარებს, რომ ახლა მასას კარიერა იმაზეა
დამოკიდებული, ეყოლება თუ არა პირადი სპონსორი: თუ ფელიპეს სპონსორი ეყოლება,
ყველაფერი შეიძება შეიცვალოს და ბრაზილიას პელოტონში პილოტი ისევ ეყოლება. ძლიერი
ეკონომიკა, როგორიც აქვს ბრაზილიას, კარგი ფაქტორია იმისათვის, რომ ასეთ მრბოლში
ფული დააბანდონ“, - ამბობს ეკლსტოუნი.
სხვათა
შორის, ფ1-ში ბრაზილიას შეიძლება მომავალ სეზონში ორი მრბოლიც კი ჰყავდეს. ეს იმ
შემთხვევაში მოხდება, თუ „ტორო როსო“ „რედ ბულში“ გადასული დანიელ რიკიარდოს
ადგილზე, ფელიპე ნასრს მიიწვევს, რომელსაც სერია გრანპრი2-ში მესამე ადგილი
უკავია. თუმცა „ტორო როსო“ ჯერჯერობით მის მიწვევას არ აპირებს. სხვათა შორის,
ნასრის მენეჯერია სტივ რობერტსონი, ვინც ფორმულა ერთში თვით კიმი რაიკონენი
მოიყვანა და ცოტა ხნის წინ, ქართველი მრბოლის, ნიკა სურგულაძის კარიერის
განვითარება დაგეგმა.
No comments:
Post a Comment