დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 21, 2015

„მაკლარენი“ „ჰონდას“ განახლებული ძრავით კმაყოფილია

New Honda engine a 'good' step for McLaren
21 ოქტომბერი
„ჰონდას“ ფორმულა 1-ის პროგრამის შეფი იასუჰისა არაი ამბობს, რომ „მაკლარენი“ კმაყოფილია ძრავის სრულყოფის პროცესით. იაპონურმა კომპანიამ თავის პარტნიორს სოჭის რბოლაში განახლებული აგრეგატი მიაწოდა, რომელმაც უოკინგელთა კმაყოფილება გამოიწვია. თუმცა აგრეგატის მთავარ პრობლემად კვლავაც რჩება აღდგენილი ენერგიის გამოყენება.

„ვოლვო“ WTCC-ს უბრუნდება

Volvo To Enter WTCC In 2016 With 400HP S60 Polestar TC1 Race Car
21 ოქტომბერი
„ვოლვო“ ტურიზმის კლასში ევროპის 1985 წლის ჩემპიონატში თავისი „240 ტურბოს“ გამარჯვებას აღნიშნავს და სწორედ ამ ტრიუმფის იუბილეს დაამთხვია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურიზმის კლასში მსოფლიო ჩემპიონატს (FIA WTCC) უბრუნდება. შვედური კომპანია ამისათვის ორ „S60 პოლსტარს“ ამზადებს, მისი სარბოლო პროგრამა კი მრავალწლიანია და მასში მონაწილეობას, სარბოლო გუნდი „საიან რეისინგი“ მიიღებს.

„პორშემ“ მონტოიას ტესტები დაუნიშნა

Porsche confirms date for Montoya LMP1 test
21 ოქტომბერი
„პორშემ“ გამოაცხადა, რომ გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპის შემდეგ, რომელიც ბაჰრეინში გაიმართება, იქვე მის სარბოლო პროტოტიპზე (919 ჰაიბრიდზე) ტესტებს გაივლის ხუან პაბლო მონტოია. ინდი 500-ის გამარჯვებულს და ფ1-ის ყოფილ პილოტს, მის კარიერაში პირველად მიეცემა LMP1 ტიპის მანქანის პილოტირების საშუალება. ეს 22 ნოემბერს მოხდება.

„ფორდი“ ახალ პროტოტიპებზე 3D ნაბეჭდ დეტალებს იყენებს

Ford Shows How It 3D Prints Prototype Parts For Its New Models
21 ოქტომბერი
სამგანზომილებიანი ბეჭდვის ტექნოლოგია თანდათან მკვიდრდება ავტო ინდუსტრიაში და ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მოწინავე კომპანია „ფორდია“. ამერიკული კომპანია 3D ბეჭდვას სულ უფრო ხშირად და ინტენსიურად იყენებს, როცა ახალი ავტომობილის შექმნაზე მუშაობს. სხვათა შორის, ასე იყო სუპერ ავტომობილ GT-ს შემუშავების დროსაც.

Tuesday, October 20, 2015

კევინ მაგნუსენი „მაკლარენს“ დატოვებს

Kevin Magnussen to leave McLaren at the end of 2015 F1 season
20 ოქტომბერი
ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტის“ ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „მაკლარენი“ თავის სარეზერვო პილოტ კევინ მაგნუსენთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. მის ნაცვლად, GP2-ის ჩემპიონ სტოფელ ფანდოორნის მიწვევა იგეგმება. 23 წლის მაგნუსენის გაშვება მას შემდეგ გადაწყდა, რაც „მაკლარენმა“ ჯენსონ ბატონთან კონტრაქტი გააგრძელა და აშკარა გახდა, რომ დანიელ პილოტს მარქაფაში კიდევ ერთი სეზონის გატარება მოუწევდა. ეს კი მის გეგმებში არ შედიოდა.

უიშვიათესი „ფერარი“ იბეიზე 9.0 მილიონ დოლარად იყიდება

$9 Million One-Of-Three Ferrari Thomassima Customs For Sale On eBay
20 ოქტომბერი
ასეთი იშვიათი ეგზემპლარები ღია ბაზარზე იშვიათად ჩნდება ხოლმე. მათ მეტწილად აუქციონებზე ჰყიდიან და ავტოკოლექციონერები მათში არაერთ მილიონს იხდიან. ასეთ ავტომობილებს შორისაც, ერთ-ერთი გამორჩეული, „ფერარი ტომასიმაა“, რომელიც იტალიური კომპანიის კალიფორნიელი თაყვანსმცემლის შეკვეთით, 1967 წელს დამზადდა და რომელიც საზოგადოების წინაშე, პირველად პებლ ბიჩის 1968 წლის ელეგანტურობის კონკურსზე წარდგა.

ღია „რეინჯ როვერ ევოუკი“ შეზღუდული ტირაჟით დამზადდება

Range Rover Evoque Convertible To Be Built In Limited Numbers
19 ოქტომბერი
ლოს ანჯელესის ავტო შოუზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება, „ლენდ როვერი“ პირველად წარადგენს პოპულარულ „რეინჯ როვერ ევოუკის“ ღია ვერსიას, „ევოუკ კონვერტაიბლს“. პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ ეს ავტომობილი შეზღუდული რაოდენობით დამზადდება. ეს ინფორმაცია გამოცემა „ავტონიუს იუროპს“ ბრიტანული მარკის პრესმდივანმა მიაწოდა.

Monday, October 19, 2015

„რენო“ ოსტინის რბოლისთვის გაუმჯობესებულ ძრავს ამზადებს

Renault makes upgraded F1 engine available for United States GP
19 ოქტომბერი
ფორმულა 1-ის აშშ-ის დიდი პრიზისთვის, „რენო“ თავისი აგრეგატის გაუმჯობესებულ ვარიანტს ამზადებს და არაა გამორიცხული, რომ ეს აგრეგატები „რედ ბულმა“ ოსტინშივე გამოიყენოს. მაგრამ ავსტრიულ გუნდს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, გამოიყენოს თუ არა ეს ძრავი. ამის მიზეზი ისაა, რომ ხარებს ძრავების ლიმიტი ორივე ბოლიდზე ამოწურული აქვთ. „რენო“ და „რედ ბული“ ერთობლივად გადაწყვეტენ, გამოიყენონ თუ არა ახალი სპეციფიკაციის ძრავები ამერიკაში.

Sunday, October 18, 2015

სეზონის საუკეთესო რბოლა

18 ოქტომბერი
ამიტომ, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მე-6 ეტაპის მეორე დღის რეპორტაჟსაც ამ კლასის რბოლით დავიწყებთ. მართალია, აქ სტარტზე ისევ ყველაზე ნაკლები ავტომობილი დადგა, მაგრამ ექვსიც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ასფალტი აედუღებინათ. საერთოდ, ლეგენდების ყველა რბოლას თუ სეზონის საუკეთესოლ ვუწოდებთ, დიდ ცოდვას არ ჩავიდენთ, მაგრამ ეს მართლაც განსაკუთრებული იყო!

Saturday, October 17, 2015

ტურინგ ლაითმა მე-6 ეტაპი გამოტოვა

17 ოქტომბერი
... და ეს სულაც არ იყო გასაკვირი. ეს კლასი ყველაზე მეჩხერია და მართალია, დღეს შეიძლებოდა სასტარტო რიგის მინიმალურად შევსება, პილოტებმა მანქანების მოფრთხილება და ბოლო, მე-7 ეტაპისთვის შემონახვა ამჯობინეს. ჯერ ერთი, ეს იქნება სეზონის დახურვა და იმავდროულად, საერთაშორისო ეტაპი - „რუსთავი ინტერნეიშნლ ჩელენჯი“. მეორეც, სეზონის ბოლო ეტაპზე, ტურნიგ ლაითის და „ბეემვე“ კომპაქტ კლასს შეიძლება ერთად მოუწიოთ რბოლამ და იქ თავის გამოჩენა ყველას სურს.

Friday, October 16, 2015

ახალი „სუზუკი ვიტარა“ უნგრეთიდან იაპონიაში

All-New Suzuki Escudo Launched in Japan, It's Actually the Hungarian-Made Vitara
16 ოქტომბერი
„ესკუდო“ - ამ სახელით „სუზუკი“ იაპონიაში უგზოობის ავტომობილებს ჰყიდს, რომლებიც 2.4-ლიტრიანი ძრავებით არის აღჭურვილი და უხეში, კუთხოვანი ფორმებით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად მოძველდა, ეს ავტომობილი კვლავაც ბაზარზეა და „ესკუდო 2.4“ ჰქვია. მაგრამ მალე ასე აღარ იქნება. უფრო სწორედ, იაპონური კომპანია მყიდველს სახელ „ესკუდოთი“, სრულიად ახალ ავტომობილს შესთავაზებს, რომელიც ახალი იმიჯით და უახლესი, ეკონომიური აგრეგატებით იქნება გამორჩეული.

„დოუმ ქარზი“ LMP3 პროტოტიპებს გამოუშვებს

Dome selected as LMP3 constructor
16 ოქტომბერი
სარბოლო ავტომობილების იაპონური კომპანია „დოუმ ქარზი“, გამძლეობაზე რბოლებისა და ლე მანისთვის, LMP3 კლასის სარბოლო პროტოტიპებს გამოუშვებს. ამგვარად, ეს არის მეხუთე კომპანია, რომელსაც აზიისა და ევროპული ლე მანის ჩემპიონატებისთვის, ამ ტიპის ავტომობილების წარმოების უფლება მიეცა. ის კონკურენციას ბრიტანულ „ჯინეტას“, ფრანგულ „ონროკ ავტომოტივს“, ამერიკულ „რილი ტექნოლოჯიზს“ და გერმანულ „ადესს“ გაუწევს.

Thursday, October 15, 2015

„ფოლკსვაგენი“ ყოველწლიურ ინვესტიციებს მილიარდი ევროთი ამცირებს

VW Will Cut Spending By €1 Billion A Year, Next Phaeton Will Be All-Electric
15 ოქტომბერი
„ფოლკსვაგენმა“ თავისი ახალი სტრატეგიული გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც დიზელგეიტის გამო გამოწვეული უზარმაზარი მოსალოდნელი ხარჯების გათვალისწინებით არის შედგენილი. ამ გეგმის მიხედვით, ეგრეთ წოდებული დიზელის სტრატეგია იცვლება და აქცენტი ელექტრომობილებზე გადავა. ამავე გეგმის შესაბამისად, დაიწყება მოდულური ელექტრული პლატფორმის შემუშავება, რომლის ბაზაზეც, „ფოლკსვაგენი“ სრულიად ელექტრულ „ფაეტონს“ (ფოტოზე შიდაწვისძრავიანი ფაეტონი) გამოუშვებს.

Wednesday, October 14, 2015

„ფორდ ფოკუს RS“ ძრავის ჩაქრობის საწინააღმდეგო სისტემით აღიჭურვება

Sizzling-Hot Ford Focus RS To Feature Innovative 'Stall Recovery' System
14 ოქტომბერი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ თავის უახლეს „ფოკუს RS-ს“ ძრავის ჩაქრობის საწინააღმდეგო სისტემითაც აღჭურვავს. ეს სისტემა გადაბმულობას თიშავს, რისი წყალობითაც, აღარაა საჭირო ტრანსმისიის ნეიტრალზე გადაყვანა და ძრავის ჩაქრობის შემთხვევაში, მისი დაქოქვა. სისტემა ამას თავისით გააკეთებს.

ფ1-ის გუნდებმა სამი გამოსაბოლქვის გამოყენების უფლება მიიღეს

F1 teams given triple exhaust option
14 ოქტომბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო მოტორსპორტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მომავალ სეზონში ფორმულა ერთის გუნდებს, სამი გამოსაბოლქვი მილის გამოყენების უფლება მიეცემათ. მთავარი მიზანი, ბოლიდების ხმის გაძლიერებაა, რისთვისაც აუცილებელი ხდება ჭარბი გამონაბოლქვი აირის ცალკე მილით გამოშვება. ძრავს ასეთი მინიმუმ ორი მილი უნდა ჰქონდეს, გუნდის და ძრავების მიმწოდებლის სურვილის შემთხვევაში კი, ჭარბი აირის გამომშვები ორი მილის გამოყენებაც ნაბადართულია.