Range Rover Evoque Convertible To Be Built In
Limited Numbers
19 ოქტომბერი
ლოს ანჯელესის ავტო შოუზე, რომელიც ნოემბერში
გაიმართება, „ლენდ როვერი“ პირველად წარადგენს პოპულარულ „რეინჯ როვერ ევოუკის“ ღია
ვერსიას, „ევოუკ კონვერტაიბლს“. პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ
ეს ავტომობილი შეზღუდული რაოდენობით დამზადდება. ეს ინფორმაცია გამოცემა „ავტონიუს
იუროპს“ ბრიტანული მარკის პრესმდივანმა მიაწოდა.
მისი თქმით, კაბრიოლეტ „ევოუკს“ „იაგუარ ლენდ როვერის“ ჰელივუდის ქარხანა გამოუშვებს. ოღონდ კონკრეტულად რამდენს, ეს არ დაუკონკრეტებია. ამ ავტომობილის გაყიდვები გაზაფხულზე დაიწყება. ის ყველა იმ ძრიტად ბაზარზე შევა, სადაც „ევოუკი“ იყიდება. ესაა ევროპის ქვეყნები, შეერთებული შტატები და ჩინეთი.

„ევოუკის“ ღია ვერსია, სტანდარტულზე ძვირი ეღირება.
რამდენით, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. საორიენტაციოდ, დახურული „ევოუკის“
საბაზო ფასი გერმანიაში 34 500 ევროა. „რეინჯ როვერ ევოუკი“ ბრიტანული კომპანიის
ორივე ბრენდის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. გასული ფინანსური წლის
განმავლობაში, ის 124 000 ცალი გაიყიდა.
„ევოუკ კონვერტაიბლს“ რბილი დასაკეცი სახურავი აქვს.
„ლენდ როვერის“ დიზაინის შეფ ჯერი მაკგოვერნის თქმით, ეს ავტომობილი იმ
მომხმარებლისთვისაა განკუთვნლი, რომელიც „დახვეწილსა და მდიდრულ ცხოვრების წესსაა
მიჩვეული“. „ევოუკ კონვერტაიბლი“ პირველად კონცეპტუალური სახით, 2012 წელს
გამოჩნდა, მისი წარმოება კი „ლენდ როვერმა“ წელს დაადასტურა. ეს იქნება მსოფლიოში
პირველი კომპაქტური ლუქს კლასის ღია ავტომობილი.
No comments:
Post a Comment