18 ოქტომბერი
ამიტომ, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მე-6
ეტაპის მეორე დღის რეპორტაჟსაც ამ კლასის რბოლით დავიწყებთ. მართალია, აქ სტარტზე
ისევ ყველაზე ნაკლები ავტომობილი დადგა, მაგრამ ექვსიც საკმარისი გამოდგა
იმისათვის, რომ ასფალტი აედუღებინათ. საერთოდ, ლეგენდების ყველა რბოლას თუ სეზონის
საუკეთესოლ ვუწოდებთ, დიდ ცოდვას არ ჩავიდენთ, მაგრამ ეს მართლაც განსაკუთრებული იყო!
ამჯერადაც გამარჯვებისთვის სამმა პილოტმა იბრძოლა. ოღონდ, გოგა არჯევანიძე, რომელსაც სხვა მანქანით მოუწია ასპარეზობამ და რომლის მომზადებაც ვერ მოესწრო, დავით კაკაბაძემ ჩაანაცვლა, რომელსაც თავის მხრივ, პირველ რბოლაში არ მისცა ტექნიკამ გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალება. მეორე რბოლაში სანდრო ცხადაძემაც მიიღო მონაწილეობა, რომელმაც კარგა ხანს მე-4 ადგილისთვის არჯევანიძეს გაუწია კონკურენცია, მაგრამ საბოლოოდ ტექნიკამ უმტყუნა და ჩამორჩა.
არადა, დასაწყისში ცხადაძე მესამე ადგილზე იყო. სტარტზე კი ბეჟიტაშვილი დაწინაურდა, რომელსაც კვალში წინა რბოლის გამარჯვებული, არჩილ ბიძინაშვილი, ცხადაძე და კაკაბაძე ჩაუდგნენ, რომელმაც ცხადაძეს პირველივე წრეზე გაასწრო და სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა ზემოთ ნახსენები სამეული, რომელმაც ფინიშამდე დაუვიწყარი სანახაობა მოუწყო მაყურებელს.
შუა რბოლაში, ჯერ ბიძინაშვილმა შეძლო დაწინაურება, მაგრამ ბეჟიტაშვილმა მოწინავე პოზიცია მალევე დაიბრუნა. თუმცა ამით ბრძოლა არ დასრულებულა. მათ კიდევ რამდენჯერმე გაცვალეს პოზიციები და შემდეგ, როცა ბეჟიტაშვილმა კიდევ ერთხელ გადაინაცვლა სათავეში, ბიძინაშვილს კაკაბაძემაც გაასწრო. ერთი წრის შემდეგ, ორივეს ისევ ბიძინაშვილმა გაუარა, თუმცა მცირე ხნით, რადგან კაკაბაძემ რბოლის მიწურულს გადაწყვიტა, რომ მისი ჯერი დადგა და საკმაოდ სწრაფად მიაღწია საწადელს. წინა დღით თავადვე თქვა, რომ ლეგენდების რბოლაში, ბოლო წრეზე ლიდერობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს გამარჯვებას - მდევარს გასწრების მეტი შანსი აქვს, ვიდრე წინ მიმავალს პოზიციის შენარჩუნების. და ასეც მოხდა, ბეჟიტაშვილმა კიდევ ერთხელ, დაძაბულ სამმხრივ ბრძოლაში „ჩაიბარა“ მოწინავე პოზიცია და ფინიშამდე შეძლო მისი შენარჩუნება.
მთავარი კი ისაა, რომ ამ სამეულს თამამად შეუძლია იამაყოს ამ რბოლით!
ფორმულა „ალფას“ რბოლა ამჯერად „მშვიდობიანი“
გამოდგა - უსაფრთხოების მანქანას ის არ შეუფერხებია. სტარტზე ირაკლი ჩხეიძე დაწინაურდა,
რომელსაც კვალში მევლუდ მელაძე, შაკო ციხელაშვილი და პირველი რბოლის გამარჯვებული
რომან ლებედევი ჩაუდგნენ. მელაძე სტარტზე მეოთხე იყო, მაგრამ პირველივე მოსახვევის
შემდეგ ორი პოზიციით წინ წაიწია.
მალე მელაძე დაწინაურდა და ლიდერობა ბოლომდე ხელიდან
არ გაუშვია. მეორე ადგილი ჩხეიძემ დაიკავა, მესამეზე კი ლებედევი გავიდა, რომელმაც
შუა რბოლისას ციხელაშვილს გაასწრო. ისევე როგორც პირველ რბოლაში, ამჯერადაც მე-5
და მე-6 ადგილები დაიკავეს დავით რამიშილმა და დავით ბაგრატიონმა. რამიშვილმა
კვლავ სხვა მანქანით იასპარეზა - თავისი წინა ეტაპზე, პირველ რბოლაში დაამტვრია და
სამწუხაროდ, მისი აღდგენა ვერ მოხერხდა. ახლის მორგება კი ჯერჯერობით ვერ შეძლო.
„ბეემვე“ კომპაქტშიც პირველობისთვის იმავე სამეულმა
იბრძოლა, რომელმაც პირველ რბოლაში. ოღონდ, ამჯერად თავიდანვე დიმიტრი ქობულია
დაწინაურდა და წინ გასვლის საშუალება ბოლომდე არავისთვის მიუცია. თუ პირველ
რბოლაში ის მეორე ადგილს დასჯერდა, ამჯერად მეორეზე პირველის გამარჯვებული ვანო
მძელური დატოვა. მათ თითქმის მთელი დისტანცია მცირე ჰანდიკაპით გაიარეს და მდევარს
დაწინაურების შანსი თითქმის არ მისცემია. ისევე როგორც ირაკლი კუხიანიძეს, რომელიც
ამჯერადაც მესამე ადგილს დასჯერდა.
ლეჯენდსი
მეორე რბოლა, 10 წრე
1. გიორგი ბეჟიტაშვილი 19:53.138
2. არჩილ ბიძინაშვილი 0.011
3. დავით კაკაბაძე 0.319
4. გოგა არჯევანიძე 9.386
5. კსენია ნიკსი 31.618
6. სანდრო ცხადაძე 32.527
BMW კომპაქტი
მეორე რბოლა, 8 წრე
1. დიმიტრი ქობულია 16:43.760
2. ვანო მძელური 0.884
3. ირაკლი კუხიანიძე 16:45.091
4. სანდრო ლომაძე 7.311
5. გიორგი ბაინდურაშილი 8.144
6. ჯანკატ ჰურმოგლუ 9.428
7. ირაკლი კაკაურიძე 12.642
8. მიხა ტამასიძე 28.003
9. უშო ნანავა 29.020
10. დავით მენთეშაშვილი 33.084
11. გიორგი ალავიძე 1:06.902
12. გიორგი ჯადუგიშვილი 1 წრე
ფორმულა ალფა
მეორე რბოლა, 10 წრე
1. მევლუდ მელაძე 18:05.429
2. ირაკლი
ჩხეიძე 0.709
3. რომან
ლებედევი 1.892
4. შაკო ციხელაშვილი 5.150
5. დავით
რამიშილი 16.896
6. დავით
ბაგრატიონი 28.358
7. კოტე
თაყაიშვილი 30.931
No comments:
Post a Comment