დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 3, 2014

„იაგუარ ლენდ როვერმა“ ძრავების ახალი ქარხანა აამუშავა

Jaguar Land Rover opens new £500m engine manufacturing plant
3 ნოემბერი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ ძრავების უახლესი ქარხანა აამუშავა, სადაც სერია ინჯენიუმის ძღავებს გამოუშვებს. ამ ძრავებით პირველად „იაგუარის“ უახლესი სედანი XE აღიჭურვება, რომელმაც კონკურენცია „ბეემვეს“ მე-3 სერიას უნდა გაუწიოს. შემდგომში კი ამავე სერიის ძრავებს „ლენდ როვერის“ უახლესი „დისქავერი სპორტი“ და „იაგუარ ლენდ როვერის“ სხვა მოდელებიც მიიღებენ.

ალონსო ცალი ფეხით „მაკლარენშია“

Fernando Alonso close to McLaren deal as Jenson Button may leave
3 ნოემბერი
ფერნანდო ალონსო ახლოსაა „მაკლარენთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან. ამ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი „ფერარისთან“ კონტრაქტს ორი წლით ადრე დაასრულებს და გადავა გუნდში, რომელიც სკანდალით დატოვა. ალტერნტივის სახით, მას არჩევანში მხოლოდ ერთწლიანი შესვენება ჰქონდა. მაგრამ როგორც ჩანს, აქამდე საქმე არ მივა.

როსბერგმა ერთი შეცდომის გამო წააგო

ERS error cost Nico Rosberg in battle with Lewis Hamilton
3 ნოემბერი
ნიკო როსბერგმა განაცხადა, რომ ERS-ის გამოყენებისას დაშვებული შეცდომის გამო ვერ გაუწია ლუის ჰამილტონს წინააღმდეგობა, რომელმაც პირველივე შეტევით გაასწრო და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ამ მოგებით ბრიტანელმა მეორე ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

Sunday, November 2, 2014

ჰამილტონის ზედიზედ მეხუთე გამარჯვება

Motor racing-Ten in Texas for Hamilton as Mercedes equal record
2 ნოემბერი
ლუის ჰამილტონმა მსოფლიო ჩემპიონის მეორე ტიტულისკენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა - აშშ-ის დიდი პრიზი მოიგო და უახლოეს მდევარსა და თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან უპირატესობა 24 ქულამდე გაზარდა. ეს მიმდინარე სეზონში მისი მეათე, კარიერაში კი 32-ე გამარჯვებაა, რითაც ის გამარჯვებათა მხრივ, ყველაზე წარმატებული ბრიტანელი პილოტი გახდა.

Saturday, November 1, 2014

ფრენკ უილიამსი ჰოსპიტალიზებულია

Motor racing-F1 team founder Frank Williams in hospital
1 ნოემბერი
აშშ-ის დიდ პრიზს ვერ ესწრება ფორმულა ერთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ „უილიამსის“ დამაარსებელი და თანამფლობელი, სერ ფრენკ უილიამსი. ამის მიზეზი ისაა, რომ ის ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც ზურგზე გაჩენილ ნაწოლებს მკურნალობს. ოსტინის რბოლას ვერც მისი შვილი, გუნდის შეფის მოვალეობის შემსრულებელი კლერ უილიამსი ესწრება, ვინც მამას ჰოსპიტალში ახლავს.

ამჯერად პოულზე როსბერგი დადგება

Motor racing-Rosberg on pole for U.S. Grand Prix
1 ნოემბერი
ამერიკის დიდი პრიზის სამივე თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი ლუის ჰამილტონი იყო, მაგრამ კვალიფიკაცია მასზე გაცილებით უკეთ ნიკო როსბერგმა ჩაატარა და პოულიც მისი ნადავლი გახდა. მთავარია, რომ აწ უკვე ჩემპიონის რანგში მოასპარეზე „მერსედესმა“ მოწინავე რიგი დაიპყრო და მეორე რიგიც მისი კლიენტი „უილიამსის“ პილოტების, ვალტერი ბოტასის და ფელიპე მასას საკუთრება გახდა.

Friday, October 31, 2014

პრობლემების მიუხედავად, ჰამილტონი ოსტინშიც უსწრაფესია

Motor racing-Hamilton fastest as Mercedes dominate U.S. practice
31 ოქტომბერი
0.003 წამი - ესაა განსხვავება „მერსედესის“ ორ პილოტს შორის. ვინ იცის, იქნებ ლუის ჰამილტონს მისი გაზრდა შეეძლო, მეორე პრაქტიკის შუაწელში მის მანქანაზე ჰიდრავლიკა რომ არ დაზიანებულიყო. მთავარი კი ისაა, რომ სამქიმიან ლიდერებს ამჯერად ყველაზე მეტად ფერნანდო ალონსო მიუახლოვდა. „ფერარის“ პილოტი, ვისი მომავალიც ახლა პადოკში ყველაზე მეტად აინტერესებთ, „დანარჩენ“ პელოტონს ჩაუდგა სათავეში.

ახალი „ლენდ როვერ დიფენდერი“ დებიუტისთვის ემზადება

More Details About 2016-Bound All-New Land Rover Defender
31 ოქტომბერი
დიდი დრო აღარ დარჩა სრულიად ახალი „ლენდ როვერ დიფენდერის“ დებიუტამდე. უახლესი, „დისქავერის“ ოჯახის პირველი წევრის, „დსქავერი სპორტის“ პრემიერის შემდეგ, მომავალ წელს სწორედ ახალი „დიფენდერის“ ჯერი დადგება. მაგრამ მისი დებიუტის მოახლოების მიუხედავად, ბრიტანული კომპანია მის შესახებ ინფორმაციას კვლავაც საიდუმლოდ ინახავს. თუმცა, ზოგი რამ უკვე ცნობილია.

Thursday, October 30, 2014

„ფორდი“ განახლებულ „ექსპლორერს“ ლოს ანჯელესში გაგვაცნობს

Freshened 2016 Ford Explorer to debut in L.A.
30 ოქტომბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, „ფორდის“ ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი, განახლებული „ექსპლორერი“ იქნება. ცისფერი ოვალი ჯერჯერობით ამ ავტომობილის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას არ ავრცელებს. ღუმცა გვპირდება, რომ შეიცვლება „ექსპლორერის“ გარეგნობა, გაუმჯობესებულია მისი შესაძლებლობები და ეკიპირებაში მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიები შევიდა.

ჟიულ ბიანკი ისევ „კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ“ მდგომარეობაშია

Jules Bianchi’s family say the driver remains in a 'critical but stable' condition
30 ოქტომბერი
ჟიულ ბიანკის ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში ნათქვამია, რომ ფრანგი მრბოლი კვლავაც „კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ“ მდგომარეობაში იმყოფება. იაპონიის დიდი პრიზის რბოლის დროს მომხდარი კატასტროფის შემდეგ, „მარუსიას“ პილოტის მდგომარეობა არ შეცვლილა. ის აქამდ იაპონიაში, იოკაიჩის „მიე ჯენერალის“ სამედიცინო ცენტრში გადის მკურნალობას.

„R8 კომპეტიშნ“ – „აუდის“ უსწრაფესი სერიული ავტომობილი

New R8 Competition is Audi's Fastest Production Car
30 ოქტომბერი
„აუდი“ მალე მეორე თაობის R8-ს გამოუშვებს, პირველს კი წარმოებიდან მოხსნემდე, კიდევ ერთი ვერსია მოუმზადა, რომელიც გერმანული კომპანიის განცხადებით, მის ისტორიაში უსწრაფესი სერიული ავტომობილი გახდება. ავტომობილის სრული სახელწოდებაა „R8 კომპეტიშნ“ და მისი პრემიერა მალე ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე გაიმართება.

Wednesday, October 29, 2014

„პორშე პაიუნი“ „ტესლა მოდელ S-ის“ კონკურენტი იქნება

Porsche Pajun to Go Full-Electric as Tesla Model S Rival
29 ოქტომბერი
ელექტრომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „ტესლას“ მიერ სედან „მოდელ S-ის“ გამოშვებამ, ლუქს კლასის ავტომობილების ბაზარზე, ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ კომპანიას არც „პორშესავით“ სპორტული იმიჯი აქვს და არც „მერსედესივით“ მდიდარი წარსული, მაგრამ როგორც ამბობენ, მისი სედანი გაცილებით უკეთ იყიდება, ვიდრე „აუდი A8“, ან „მერსედეს-ბენცის“ S-კლასი. და ბუნებრივია, გერმანელები კომპანიები კალიფორნიული კომპანიის მიერ გაკვალული გზის გაყოლაზე ფიქრობენ.

კოლექცია 36 „კორვეტით“ აუქციონზე გაიყიდება

Peter Max’ 36-Corvette Collection Finally Saved, Heading to Auction
29 ოქტომბერი
არსებობს კოლექცია, რომელშიც 36 ცალი „შევროლე კორვეტია“ გაერთიანებული. კოლექცია, ამ ავტომობილის წაროების დაწყებიდან, 1989 წლამდე პერიოდში გამოშვებულ, ყოველი სამოდელო წლის ავტომობილს აერთიანებს. ის ნებისმიერი კოლექციონერისთვის სასურველი შენაძენი გახდებოდა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში, მტვერი ჭამს. თუმცა, მალე ამ მტვერს მოაცილებენ!

კონცეპტუალური „ტროლერ T4“ - თანამედროვე „ფორდ ბრონკო“

Troller T4 Concept Breaks Cover, Looks Like a Modern-Day Ford Bronco
29 ოქტომბერი
ერთ დროს პოპულარული უგზოობის ავტომობილი, სახელად „ბრონკო“, „ფორდმა“ 1996 წელს ქალაქზე ორიენტირებული „ექსპედიშნით“ შეცვალა. თუმცა „ბრონკოს“ კვლავაც ჰყავს თაყვანისმცემლები და არაა გამორიცხული, რომ მათი სურვილის დასაკმაყოფილებლად, ცისფერმა ოვალმა ბრაზილიიდან ამერიკაში „ბრონკოს“ სტილის „ტროლერ T4“ შეიტანოს.

Tuesday, October 28, 2014

„ფერარი“ მხოლოდ ექვს ცალ „პინინფარინა სერჯოს“ გამოუშვებს

Ferrari Will Build Six Pininfarina Sergio Roadsters, But They're All Spoken For
28 ოქტომბერი
„ფერარიმ“ დაადასტურა, რომ კონცეპტუალური „პინინფარინა სერჯოს“ სერიულ ვერსიას, ძალიან შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ ექვს ცალს დაამზადებს. ამასთან, იტალიური კომპანიის განცხადებით, ექვსივეზე შევეთა უკვე მიღებული აქვს იმ ერთგული კლიენტებისგან, რომლებიც თავადვე შეარჩია. „CNN მანისთან“ მარანელოელებმა ისიც განაცხადეს, რომ მყიდველები ამერიკიდან, ევროპიდან და აზიიდან არიან.