Fernando Alonso close to McLaren deal as Jenson
Button may leave
3 ნოემბერი
ფერნანდო ალონსო ახლოსაა „მაკლარენთან“ კონტრაქტის
გაფორმებასთან. ამ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი „ფერარისთან“
კონტრაქტს ორი წლით ადრე დაასრულებს და გადავა გუნდში, რომელიც სკანდალით დატოვა. ალტერნტივის
სახით, მას არჩევანში მხოლოდ ერთწლიანი შესვენება ჰქონდა. მაგრამ როგორც ჩანს,
აქამდე საქმე არ მივა.
როგორც ბიბისი ყვება, ახლა ჯერი „მაკლარენზეა“,
რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, ჯენსონ ბატონი დაიტოვოს, თუ კევინ მაგნუზენი. პირველის
კოზირი გამოცდილება და ერთი საჩემპიონო ტიტულია, რასაც უოკინგელთა პარტნიორი „ჰონდა“
მოითხოვს. მეორე კი ახალგაზრდა, ძალიან პერსპექტიული პილოტია, რომლის დაკარგვასაც
არცერთი ძლიერი გუნდი არ ისურვებდა.
უნდა ითქვას, რომ ბრიტანულ გუნდსა და ალონსოს შორის
მოლაპარაკება დიდხანს გრძელდება. ამჟამად ძირითადი საკითხები შეთანხმებულია და დეტალების
განხილვა მიმდინარეობს. როგორც ბიბისის წყარო იტყობინება, ძალიან უნდა გაგვიკვირდეს,
თუ 33 წლის ესპანელი კონტრაქტს არ გააფორმებს. მას მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი
სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, ორიანზე დაითანხმეს. პლიუს კიდევ ერთი სეზონი ოპციის
სახით.
სხვათა შორის, ოსტინში ყოფნისას ალონსომ მიანიშნა, რომ მისი შემდეგი სვლა, მოულოდნელობა არ იქნება. ამჟამად მისგან ყველაზე მოსალოდნელი კი სწორედ „მაკლარენში“ გადასვლაა. „ძალიან ამბიციური გეგმა მაქვს, რაც ჩემი აზრით, კარგი იქნება ფერარისთვისაც. თუ ასე მოხდა, ბევრს გავახარებ. მე კმაყოფილი ვარ. ბოლო ორი-სამი თვეა, ყველაფერი ჩემი გეგმის შესაბამისად ხდება“, - ამბობს ალონსო.
სხვათა შორის, ოსტინში ყოფნისას ალონსომ მიანიშნა, რომ მისი შემდეგი სვლა, მოულოდნელობა არ იქნება. ამჟამად მისგან ყველაზე მოსალოდნელი კი სწორედ „მაკლარენში“ გადასვლაა. „ძალიან ამბიციური გეგმა მაქვს, რაც ჩემი აზრით, კარგი იქნება ფერარისთვისაც. თუ ასე მოხდა, ბევრს გავახარებ. მე კმაყოფილი ვარ. ბოლო ორი-სამი თვეა, ყველაფერი ჩემი გეგმის შესაბამისად ხდება“, - ამბობს ალონსო.
გავრცელებული ინფორმაციით, ალონსოს „მაკლარენთან“
ერთლიანი კონტრაქტი მხოლოდ იმის გამო სურდა, რომ ამ ერთი სეზონის შემდეგ, „მერსედსს“
შეიძლება ვაკანსია გაუჩნდს. უფრო სწორედ, ამის შესაძლებლობა სწორედ ორი-სამი თვის
წინ არსებობდა, როცა სამქიმიანებმა ნიკო როსბერგთან კონტრაქტი გააგრძელეს, ლუის
ჰამილტონთან კი ამას არ ჩქარობდნენ. თუმცა გერმანულმა გუნდმაც და ჰამილტონმაც
არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი ურთიერთობა, მიმდინარე კონტრაქტის დასრულების შემდეგაც
გაგრძელდება. როგორც ჩანს, ალონსოსა და უოკინგელებს შორის მოლაპარაკებაც ამ
ფაქტორმა დააჩქარა.
რაც შეეხებათ ბატონს და მაგნუსენს, მათ ამ სეზონში დაახლოებით
ერთნაირი შედეგები აქვთ. კვალიფიკაციებში დანიელს მცირე უპირატესობა აქვს - ის გამოცდილ
თანაგუნდელს 9:8-ს უგებს. მაგრამ რბოლებში უპირატესობ ბატონს აქვს, რომელსაც 94
ქულა აქვს მაგნუსენის 53-ის წინააღმდეგ. დიდი შანსია იმისა, რომ გუნდმა არჩევანი 22
წლის პილოტზე შეაჩეროს, რომელიც ძალიან პერსპექტიულია, თუმცა ნაკლიც აქვს - რბოლისას
საბურავებს ვერ უფრთხილდება.
არაა გამორიცხული, რომ უოკინგელებს საქმე 34 წლის
ბატონმა გაუადვილოს - გავრცელებული ინფორმაციით, ის მოლაპარაკებას გამძლეობაზე
რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე „პორშეს“ გუნდთან აწარმოებს. შეგახსენებთ,
რომ ამ გუნდში „რედ ბულის“ ყოფილი პილოტი, მარკ ვებერი ასპარეზობს, ვინც ბატონის
მეგობარია. სხვათა შორის, ადრე ბატონს ნათქვამი აქვს, რომ არ მოსწონს ლე მანის
რბოლა, რომელიც არამხოლოდ გამძლეობაზე რბოლების, არამედ საერთოდ, ავტოსპორტის
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რბოლაა. მაგრამ ოსტინში მან განაცხადა, რომ პროტოტიპებში
გადასვლას არ გამორიცხავს.
No comments:
Post a Comment