Motor racing-Hamilton fastest as Mercedes
dominate U.S. practice
31 ოქტომბერი
0.003 წამი - ესაა განსხვავება „მერსედესის“ ორ
პილოტს შორის. ვინ იცის, იქნებ ლუის ჰამილტონს მისი გაზრდა შეეძლო, მეორე
პრაქტიკის შუაწელში მის მანქანაზე ჰიდრავლიკა რომ არ დაზიანებულიყო. მთავარი კი
ისაა, რომ სამქიმიან ლიდერებს ამჯერად ყველაზე მეტად ფერნანდო ალონსო მიუახლოვდა. „ფერარის“
პილოტი, ვისი მომავალიც ახლა პადოკში ყველაზე მეტად აინტერესებთ, „დანარჩენ“
პელოტონს ჩაუდგა სათავეში.
„მანქანა კარგად მუშაობდა და ორ სესიას შორისაც
შევძელით დროის გაუმჯობესება. ხანგრძლიც გამოსვლაზე მხოლოდ რამდენიმე წრის გავლა
შევძელი, რაც სამწუხაროა. თუმცა, რბოლისთვის ნიკომ საკმარისი მონაცემები დააგროვა.
ასე რომ, ყველაფერი რიგზეა. იმედი მაქვს, რომ ჩემს მანქანაზე პრობლემები ამოიწურა
და რბოლაში თავს ისევ არ იჩენს“, - განაცხადა ჰამილტონმა.
ბრიტანელ მრბოლს შანსი აქვს, ზედიზედ მე-5, ამ სეზონში
კი მე-10 გამარჯვება მოიპოვოს. ამჟამად ის 17 ქულას უგებს ნიკო როსბერგს, დარჩენილ
სამ რბოლაში კი მაქსიმუმ 100 ქულის აღებაა შესაძლებელი, მათ შორის, 50 ქულა აბუ
დაბიში გამარჯვებულს (ბოლო ეტაპის ორმაგი ქულების წესი) ერგება.
საინტერესოა, რომ მეორე პრაქტიკაზე, ჰამილტონმა მესამეზე
გასულ ალონსოს დაახლოებით 1.1 წამით აჯობა, თავის მხრივ, ალონსომ მე-16 ადგილზე
გასულ ადრიან სუტილსაც ამდენივეთი აჯობა... მეორე პრაქტიკაზე ყველაზე ცუდი დრო
სებასტიან ფეტელს ჰქონდა, რომელიც რბოლას პიტლეინიდან დაიწყებს, რადგან ძრავების
ლიმიტს არღვევს - ოსტინში მეექვსე აგრეგატს გამოიყენებს. ამის მიუხედავად, „რედ
ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ფეტელი კვალიფიკაციაზე მაინც
იასპარეზებს.
ამერიკულ რბოლაში პელოტონს ორი გუნდი დააკლდება - „კატერჰემი“
და „მარუსია“. ორივე შემთხვევაში მიზეზი ფინანსების უკმარისობაა. „კატერჰემის“ ინტერესები,
ძველ და ახალ მფლობელებს შორის დავას ეწირება, რასაც ნებისმიერ შემთხვევაში, საფუძვლად
ფინანსები უდევს. „მარუსია“ კი უბრალოდ გაკოტრდა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ აბუ
დაბის ეტაპზე ის ახალმა მფლობელმა გამოიყვანოს.
პირველ პრაქტიკაზე იასპარეზა ორმა სარეზერვო
პილოტმა - ბრაზილიელმა ფელიპე ნასრმა და ჰოლანდიელმ მაქს ფერსტაპენმა. პირველმა
სესია მე-8 შედეგით დაასრულა, მეორემ კი - მე-10 დრო აჩვენა. როგორც ცნობილია,
ფერსტაპენი მომავალ სეზნში „ტორო როსოს“ საპრიზო პილოტი იქნება.
დაბოლოს,
პილოტებმა პირველად გამოსცადეს ეგრეთ წოდებული ვირტუალური უსაფრთხოების მანქანა. ის
მთელ ტრეკზე ავტომობილების სიჩქარეს ავტომატურად ამცირებს, როცა სტიუარდები ყვითელ
ალმებს აფრიალებენ.
აშშ-ის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:39.941
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:40.233
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:40.319
4. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:40.887
5. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:40.987
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:41.065
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:41.463
8. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, უილიამსი) 1:41.545
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:41.722
10. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:41.785
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:41.907
12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:41.965
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:42.329
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 1:42.333
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:42.359
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:42.516
17. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:42.598
18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:43.229
მეორე პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:39.085
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:39.088
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:40.189
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:40.390
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:40.457
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:40.543
7. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:40.631
8. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:40.641
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:40.698
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:40.800
11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:40.828
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:41.054
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:41.110
14. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:41.123
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:41.158
16. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 1:41.332
17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:41.420
18.
სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:43.980
No comments:
Post a Comment