More Details About 2016-Bound All-New Land Rover
Defender
31 ოქტომბერი
დიდი დრო აღარ დარჩა სრულიად ახალი „ლენდ როვერ დიფენდერის“
დებიუტამდე. უახლესი, „დისქავერის“ ოჯახის პირველი წევრის, „დსქავერი სპორტის“ პრემიერის
შემდეგ, მომავალ წელს სწორედ ახალი „დიფენდერის“ ჯერი დადგება. მაგრამ მისი დებიუტის
მოახლოების მიუხედავად, ბრიტანული კომპანია მის შესახებ ინფორმაციას კვლავაც საიდუმლოდ
ინახავს. თუმცა, ზოგი რამ უკვე ცნობილია.
მაგალითად ის, რომ ავტომობილი ალუმინისგან დამზადებულ
სივრცულ სტრუქტურაზე აიგება - „იაგუარ ლენდ როვერი“ ამ მეტალს ინტენსიურად
ითვისებს და ამიერიდან აღარ გამოვა ახალი მოდელი, რომელიც ფოლადის გამოყენებით
დამზადდება. სრულიად ახალი იქნება დიზაინი, ოღონდ არა ისეთი, როგორიც
კონცეპტუალური DC100-ის სახით ვიხილეთ. კომპანიას ახალი „დიფენდერის“ სტილის
შემუშავება უკვე დიდი ხნის დამტკიცებული აქვს.
ასევე ცნობილია, რომ ეს იქნება ყველაზე საიმედო და
ხელმისაწვდომი ავტომობილი „ლენდ როვერის“ გამაში. უფრო მეტიც, როგორც „იაგუარ ლენდ
როვერის“ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორ ფილ პოპჰემს აქვს ნათქვამი, ეს იქნება
ყველაზე ეფექტური „ლენდ როვერი“. ეს არცაა გასაკვირი - ბრიტანული კომპანია ცვლის
თავის იკონურ ავტომობილს, რომელიც 65 წლის განმავლობაში ქმნიდა მის ისტორიას.
ახალი „დიფენდერის“ წარმოება 2016 წელს დაიწყება, მომავალ
წელს კი მის კონცეპციებს კომპანია ჟენევის, ნიუ იორკისა და ფრანკფურტის მოტორ
შოუებზე გვიჩვენებს. ამასთან, თუ ჟენევაში ავტომობილის გარეგნობას პირველად
ვიხილავთ სუფთა კონცეპტის სახით, ფრანკფურტში უკვე წინასერიულ ვერსიას გვიჩვენებენ.
რაც შეეხება ძრავებს, გამაში შევა უახლესი, სერია
ინჯენიუმის ოთხცილინდრიანი აგრეგატები, რომლებიც მაღალი სიმძლავრით და მაბრუნი
მომენტით, ასევე საწვავის მცირე ხარჯით და სუფთა გამონაბოლქვით იქნება გამორჩეული.
სხვათა შორის, ამ სერიის ძრავების მწარმოებელი ქარხან ახლახანს ამუშავდა და მისი
ძრავებით, „ლენდ როვერის“ გარდა, „იაგუარის“ ავტომობილებიც აღიჭურვება. ახალი „დიფენდერის“
ძრავების გამაში ასევე V6 არქიტექტურის აგრეგატებიც შევა. სტანდარტულ ეკიპირებაში,
ძრავებთან წყვილში 8 და 9-საფეხურიანი ავტომტური ტრანსმისიები იმუშავებს.
კომპანია
გვპირდება, რომ ახალი „დიფენდერი“ მსოფლიოს ყველაზე რთულად გასავლელ გზებსაც კი ადვილად
დალაშქრავს. ამასთან, მისი სალონი გაზრდილი კომფორტითაც გამორჩეული იქნება - ცუდ
გზებზე მოძრაობა, სალონში მყოფთათვის ნაკლებად დამღლელი უნდა იყოს.
No comments:
Post a Comment