Porsche Pajun to Go Full-Electric as Tesla Model
S Rival
29 ოქტომბერი
ელექტრომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „ტესლას“
მიერ სედან „მოდელ S-ის“ გამოშვებამ, ლუქს კლასის ავტომობილების
ბაზარზე, ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ კომპანიას არც „პორშესავით“ სპორტული
იმიჯი აქვს და არც „მერსედესივით“ მდიდარი წარსული, მაგრამ როგორც ამბობენ, მისი
სედანი გაცილებით უკეთ იყიდება, ვიდრე „აუდი A8“, ან „მერსედეს-ბენცის“
S-კლასი.
და ბუნებრივია, გერმანელები კომპანიები კალიფორნიული კომპანიის მიერ გაკვალული
გზის გაყოლაზე ფიქრობენ.
მათ შორისაა „პორშე“ - როგორც ბრიტანული
საავტომობილო გამოცემა „ავტოქარი“ წერს, ცუფენჰაუზენელები „ტესლასთვის“
კონკურენციის გაწევას, უახლესი სედანით აპირებენ, რომელიც ამ ეტაპზე, „პაიუნის“ სახელითაა
ცნობილი. ეს ავტომობილი უკვე რამდენიმე წელია, შემუშავების პროცესშია და როგორც „ავტოქარი“
წერს, „პორშე“ მის სრულიად ელექტრული ვერსიის გამოშვებასაც გეგმავს.
გერმანულმა კომპანიამ თავის ინჟინრებს წაუყენა
მოთხოვნა, რომ ელექტრული „პაიუნის“ სვლის სიშორე 400 კილომეტრზე ნაკლები არ უნდა
იყოს. ამასთან, „ტესლას“ სედანთან საკონკურენციოდ, მისი ძრავ(ებ)ის სიმძლავრე 420 ცხენის
ძალას უნდა აღწევდეს. ასე მას არამხოლოდ კალიფორნიული სედანის მსგავსი აჩქარება
ექნება, არამედ მძლავრი ავტომობილის „პორშესეულ“ კრიტერიუმსაც დააკმაყოფილებს.
ოღონდ, ეს ყველაფერი ჯერ მაინც შედარებით შორეული
პერსპექტივაა, რადგან ფულადი სახსრების სიმწირის გამო, „პორშეს“ პირველ რიგში,
პრიორიტეტული მოდელების განხლება მოუწევს. „პაიუნი“ კი სავარაუდოდ, 2019 წლამდე
მოიცდის. იმ დროისთვის კი ელემენტების და ელექტრული ძრავების შესაძლებლობები იმდენად
შორს წავა, რომ ზემოთ ნახსენები მახასიათებლების მიღწევა „პორშეს“ ინჟინრებს არ
გაუჭირდებათ.
No comments:
Post a Comment