Motor racing-F1 team founder Frank Williams in hospital
1 ნოემბერი
აშშ-ის დიდ პრიზს ვერ ესწრება ფორმულა ერთის
ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ „უილიამსის“ დამაარსებელი და თანამფლობელი, სერ
ფრენკ უილიამსი. ამის მიზეზი ისაა, რომ ის ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც ზურგზე
გაჩენილ ნაწოლებს მკურნალობს. ოსტინის რბოლას ვერც მისი შვილი, გუნდის შეფის
მოვალეობის შემსრულებელი კლერ უილიამსი ესწრება, ვინც მამას ჰოსპიტალში ახლავს.
72 წლის უილიამსი 1986 წლიდან ინვალიდის სავარძლით გადაადგილდება,
რაც საავტომობილო კატასტროფაში მიღებული ხერხემლის ტრავმის შედეგია. როგორც გუნდის
პრესმდივანმა ოსტინში განაცხადა, სერ ფრენკი ამჟამად კარგად იმყოფება, ნაწოლები კი
მუდმივად სავარძელში ჯდომამ გამოიწვია და მას რამდენიმეკვირიანი მკურნალობა
ესაჭიროება. სერ ფრენკმა რამდენიმე რბოლა გააცდინა და როგორც ჩანს, სეზონის ბოლომდე
პადოკში არც გამოჩნდება. კლერ უილიამსი კი შემდგ ეტაპზე, ბრაზილიაში თავის გუნდთან
ერთად იქნება.
1980-1997 წლებში „უილიამსს“ კოსნტრუქტორთა
9 და პილოტთა 7 ტიტული აქვს მოგებული, თუმცა 1997 წლის შემდეგ,
ცალკეული რბოლების გარდა, აღარაფერი მოუგია. ამ სეზონში კი, მეტწილად „მერსედესის“
ძრავების დახმარებით, გუნდი ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა და მართალია, რბოლა არ
მოუგია, მაგრამ მისი პილოტები ხშირად ახერხებენ კვარცხლბეკზე ასვლას.
No comments:
Post a Comment