დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, October 30, 2014

ჟიულ ბიანკი ისევ „კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ“ მდგომარეობაშია

Jules Bianchi’s family say the driver remains in a 'critical but stable' condition
30 ოქტომბერი
ჟიულ ბიანკის ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში ნათქვამია, რომ ფრანგი მრბოლი კვლავაც „კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ“ მდგომარეობაში იმყოფება. იაპონიის დიდი პრიზის რბოლის დროს მომხდარი კატასტროფის შემდეგ, „მარუსიას“ პილოტის მდგომარეობა არ შეცვლილა. ის აქამდ იაპონიაში, იოკაიჩის „მიე ჯენერალის“ სამედიცინო ცენტრში გადის მკურნალობას.
ავარია 5 ოქტომბერს მოხდა მას შემდეგ, რაც გერმანელმა ადრიან სუტილმა თავის „ზაუბერზე“ კონტროლი დაკარგა და მოსახვევში ჩარჩა. რბოლის სტიუარდებმა ტრასაზე საევაკუაციო ტრაქტორი გამოიყვანეს და მოსახვევის წინ, ხიფათის ნიშნად ყვითელი დროშები ააფრიალეს. მაგრამ ერთი წრის შემდეგ, სველ ტრასაზე ზუსტად იმავე ადგილას, მსგავსი ინციდენტი ბიანკისაც შეემთხვა, რომელიც საევაკუაციო ტრაქტორს დაეჯახა.

No comments:

Post a Comment