დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, February 8, 2013

„დაიმლერი“ 13 ახალ მოდელს გამოუშვებს

Daimler CEO Zetsche vows comeback with 13 new models
8 თებერვალი
„დაიმლერს“ ლუქს კლასის ავტომობილების სეგმენტში, ლიდერის პოზიციის დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი, რისთვისაც, კომპანიის მთავარ აღმასრულებელ დიტერ ცეტშეს თქმით, ბაზარზე 13 სრულიად ახალ ავტომობილს გამოუშვებს. და ეს გეგმა 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს.

„ბენტლი“ უგზოობის ავტომობილს გამოუშვებს

Bentley SUV Receives Production Approval
8 თებერვალი

გადაწყდა! „ბენტლი“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გამოუშვებს უგზოობის ავტომობილს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭომ. ეს ინფორმაცია კი გერმანულმა ბიზნეს გამოცემა „ჰანდელსბლატმა“ გაავრცელა, რომელიც დასძენს, რომ ახალი ავტომობილი ბაზარზე სამ წელიწადში გამოვა.

კონცეპტუალური „სუბარუ ვიზივ“ მსოფლიო პრემიერა ჟენევაში

New Subaru Viziv Concept to Make World Premiere in Geneva
8 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „სუბარუ“ კონცეპტუალურ ქროსოვერ „ვიზივის“ მსოფლიო პრემიერას ჩაატარებს. იაპონური კომპანიის განცხადებით, ამ ავტომობილის სახით, საზოგადოება მის მომავალ, სრულიად ახალ, შემდეგი თაობის ქროსოვერს იხილავს, რომელიც იქნება „სიამოვნების და სიმშვიდის განსახიერება“. „ვიზივის“ პირველი ფოტო ტიზერი „სუბარუმ“ ინტერნეტით გაავრცელა.

„ნისანმა“ პროექტი „დელტაუინგი“ დატოვა

Nissan Quits DeltaWing Project
8 თებერვალი

„ნისანმა“ გამოაცხადა, რომ მონაწილეობას აღარ მიიღებს პროექტ „დელტაუინგში“, რომელმაც გასულ სეზონში, მონაწილეობა მიიღო ლე მანის 24-სათიან რბოლაში. ამგვარად, პროექტს დამოუკიდებლად გააგრძელებს კომპანია „პეინოსი“, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი სარბოლი ავტომობილით, ლე მანის რბოლაში საკუთარ ეკიპაჟს გამოიყვანს.

„ბეემვე“ 42 ბორბლით

BMW designs a car to a four year-old's specifications
8 თებერვალი

ვინ თქვა, რომ ავტომწარმოებლები თავიანთ მომხმარებლებს არ უსმენენ და მათს სურვილებს ნაკლებად ითვალისწინებენ? ყოველ შემთხვევაში, „ბეემვესთან“ მიმართებაში, ეს საყვედური უადგილოა. და აი, რატომ: ვებგვერდ „იალოპნიკის“ მკითხველმა ითხოვა, რომ შექმნილიყო კონცეპტუალური სურათი ავტომობილისა, როგორის შექმნაც მის ოთხი წლის დისშვილ ელის სურდა.

Thursday, February 7, 2013

„ფორდმა“ რალიქროსისთვის სარბოლი „ფიესტა ST“ შექმნა

Ford reveals Fiesta ST race car, points at road ahead for bigger things in Global RallyCross
7 თებერვალი

„ფიესტა ST-ს“ გაყიდვებს „ფორდი“ ზაფხულში დაიწყებს, მაგრამ ამ ავტომობილს საქმეში მანამდე ვიხილავთ - ამერიკულმა კომპანიამ ჩიკაგოს ავტო შოუს გახსნამდე გამოაცხადა, რომ ეს ავტომობილი რალიქროსის რბოლებში მიიღებს მონაწილეობას. სარბოლი ვერსია (ფოტოზე) შვედურმა სატუნინგო კომპანია „ოლსბერგს MSE-მ“ მოამზადა. ამ „ფიესტა ST-თი“ რბოლებში მონაწილეობას ამერიკელი კენ ბლოკი და მისი გუნდი „ჰუნიგენ რეისინგი“ მიიღებენ.

„ჰიუნდაი“ i30-ის ტემპერამენტიან კონცეპტს ჟენევაში წარადგენს

Hyundai is preparing a performance halo model in the shape of a hot i30 hatchback
7 თებერვალი
„ჰიუნდაი“ თავის პოპულარულ ჰეჩბეკ i30-ის ტემპერამენტიან ვერსიას წარმოებისთვის ამზადებს. მის კონცეპტუალურ ვერსიას კორეული კომპანია ალბათ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს, მის წარმოებას კი 2015 წელს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა ჟურნალმა „ავტოქარმა“ გაავრცელა.

„აუდი“ პატარა ქროსოვერ Q2-ს გამოუშვებს

Audi Q2 Rendering Released, Debut Expected in 2015
7 თებერვალი
„აუდის“ საკუთარი ქროსოვერების გამის გაფართოება აქვს გადაწყვეტილი. ამ ტიპის პირველი ახალი ავტომობილი, გამაში Q3-ზე ერთი საფეხურით დაბლა დაიკავებს ადგილს. გერმანული კომპანია ასეთი ავტომობილის გამოშვებას 2009 წლიდან აპირებს. მაშინ ავტომობილს სახელად Q1 შეურჩიეს. მაგრამ მას შემდეგ, მანქანას სახელი Q2-ით შეუცვალეს, მის წინამორბედად კი პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე, კონცეპტუალური „ქროსლეინ კუპე“ (ფოტოზე) წარადგინეს.

„ფორდ ფოკუს ელექტრიკმა“ NHTSAს ხუთი ვარსკვლავი მიიღო

Ford Focus Electric Gets Five-Star Safety Rating From NHTSA
7 თებერვალი
„ფორდის“ კიდევ ერთმა ავტომობილმა მიიღო უსაფრთხოების ხუთი ვარსკვლავი. აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმაღლესი შეფასება დაუწერა ელექტრულ „ფოკუსს“. ამ ავტომობილის ასეთი წარმატება გასაკვირი სულაც არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის სტანდარტულ, ასევე ხუთვარსკვლავიან „ფოკუსზეა“ ბაზირებული.

Wednesday, February 6, 2013

„სუზუკი“ ჟენევაში C-სეგმენტის სერიულ ქროსოვერს წარადგენს

New Suzuki C-Segment Crossover Teased in Production Form
6 თებერვალი
„სუზუკიმ“ გამოაქვეყნა სერიული კომპაქტური ქროსოვერის ფოტო ტიზერი, ავტომობილისა, რომელიც პარიზის მოტორ შოუზე კონცეპტუალური „C-ქროსის“ სახელით გაგვაცნო. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერას იაპონური კომპანია ჟენევის მოტორ შოუზე ჩაატარებს, რომელიც 5-17 მარტს ჩატარდება.

„ლამბორგინი“ ჟენევისთვის სუპერ ავტომობილს ამზადებს

Lamborghini Preparing a Geneva-Bound Supercar that will “Shock and Reward”
6 თებერვალი

წელს „ლამბორგინის“ დაარსებიდან 50 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით, იტალიურ კომპანიას შემუშავებული აქვს სუპერ ავტომობილი, რომლის წარმოებასაც აპირებს. კომპანიის შეფ შტეფან ვინკელმანის თქმით, „ლამბორგინი“ ამ ავტომობილს ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს, ოღონდ, მას არ დაუზუსტებია, რა ტიპის მანქანაზეა ლაპარაკი.

პერესი პირველი ტესტებით კმაყოფილია

 Perez settles into a different seat at McLaren
6 თებერვალი
მართალია, პირველ ტესტებზე სერხიო პერესმა ახალ „მაკლარენში“ თავი კომფორტულად ვერ იგრძნო, მაგრამ საბოლოოდ მაინც კმაყოფილი დარჩა, რადგან ვარჯიშის შემდეგ აღიარა, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, ახალ პირობებს სწრაფად ეგუება.

„ბეემვეს“ M-დივიზიონი 600-ცხენისძალიან სუპერქარ M8-ს გამოუშვებს

BMW’s M Division Pitches a 600HP M8 Supercar Based on the i8 Plug-In Hybrid’s Platform
6 თებერვალი
M1
პრემიუმ კლასის ავტომობილების სეგმენტში, სამი გერმანული კომპანია დომინირებს. მაგრამ ამათგან რატომღაც „ბეემვე“ ის ერთადერთი კომპანიაა, რომელიც სუპერ ავტომობილს არ აწარმოებს. არადა, მისი იმიჯი და პრესტიჟი ამას მოითხოვს. სხვა თუ არაფერი, კონკურენტი „მერსედეს-ბენცი“ და „აუდი“ ამ ტიპის ავტომობილების (შესაბამისად, SLS AMG და R8) წარმოებაში უკვე საკმაოდ დახელოვნებულები არიან. რა თქმა უნდა, ამაში მათ სარბოლ ტრასებზე აქტიურობაც უწყობს ხელს.

ახალი „მუსტანგი“ ახალი პლატფორმით 2015 წელს გამოვა

2015 Ford Mustang, Different Enough to Get New Platform Designation
6 თებერვალი
დადასტურებულად ცნობილია, რომ ახალი „მუსტანგის“ წარმოებას „ფორდი“ 2015 წელს დაიწყებს, ისიც უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ახალი, მეექვსე თაობის „მუსტანგი“, არცერთი წინამორბედის მსგავსი არ იქნება. ახალი ამბავი კი ისაა, რომ ამ ავტომობილს პლატფორმაც სრულიად ახალი ექნება.

ჰამილტონმა ახალი „მერსედესი“ პირველივე ტესტზე დაამტვრია

Hamilton crashes in first test for Mercedes
6 თებერვალი
თავის ახალ გუნდში პირველი სატესტო გამოსვლა, ლუის ჰამილტონმა ავარიით დაასრულა. თუმცა, ეს მისი შეცოდმის ბრალი არ იყო  ბრიტანელ პილოტს მანქანა უკანა მუხრუჭების დაზიანების გამო არ დაემორჩილა. უკონტროლო „ვერცხლისფერი ისარი“ ტრასის მიღმა გავარდა და კედელთან ჩამწკრივებულ საბურავების რიგს, უკვე საკმაოდ შენელებული, დაეჯახა.