დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, February 8, 2013

„ბენტლი“ უგზოობის ავტომობილს გამოუშვებს

Bentley SUV Receives Production Approval
8 თებერვალი

გადაწყდა! „ბენტლი“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გამოუშვებს უგზოობის ავტომობილს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭომ. ეს ინფორმაცია კი გერმანულმა ბიზნეს გამოცემა „ჰანდელსბლატმა“ გაავრცელა, რომელიც დასძენს, რომ ახალი ავტომობილი ბაზარზე სამ წელიწადში გამოვა.

უგზოობის კონცეპტუალურმა EXP 9 F-მა (ფოტოზე), რომელიც „ბენტლიმ“ ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე წარადგინა, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მიიღო. თავიდან, ბრიტანულმა კომპანიამ მისი დიზაინის დახვეწა გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა. ჯერჯერობით უცნობია ახალი ავტომობილის სახელი, თუმცა ამ ეტაპზე, მას „ფალკონად“ მოიხსენიებენ.
სავარაუდოდ, „ბენტლის“ პირველი უგზოობის ავტომობილი იმავე V8 და V12 ძრავებით აღიჭურვება, რომლებიც მამოძრავებელი ძალით „კონტინენტალ GTს“ და მის ვარიანტებს ამარაგებს. გარდა ამისა, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმაც, რომ ეს ავტომობილი V6 ძრავის ბაზაზე შექმნილი პლაგინ ჰიბრიდული სისტემითაც აღიჭურვება.
იმავე „ჰანდელსბლატის“ ვარაუდით, ახალ ავტომობილს ალბათ „ფოლკსვაგენის“ სლოვაკურ ქარხანაში გამოუშვებენ. ავტომობილი 200 000 ევროს ფარგლებში ეღირება. ამ მოდელით, „ბენტლი“ კონკურენციას გაუწევს ისეთ პოპულარულ ავტომობილებს, როგორებიცაა „პორშე კაიენი“ და „ლენდ როვერ რეინჯ როვერი“, ასევე „მაზერატი ლევანტეს“, რომელიც მალე გამოვა ბაზარზე და „შინაურ“ „ლამბირგინი ურუსს“.

No comments:

Post a Comment