New Subaru Viziv Concept to Make World Premiere
in Geneva
8 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „სუბარუ“ კონცეპტუალურ
ქროსოვერ „ვიზივის“ მსოფლიო პრემიერას ჩაატარებს. იაპონური კომპანიის განცხადებით,
ამ ავტომობილის სახით, საზოგადოება მის მომავალ, სრულიად ახალ, შემდეგი თაობის
ქროსოვერს იხილავს, რომელიც იქნება „სიამოვნების და სიმშვიდის განსახიერება“. „ვიზივის“
პირველი ფოტო ტიზერი „სუბარუმ“ ინტერნეტით გაავრცელა.
რაც ნიშნავს სიტყვა „ვიზივ“? ფოტო ტიზერს
განმარტებაც ახლავს და მასში ნათქვამია, რომ ეს არის ორი სიტყვის - „ვიჟნ ფორ ინოვეიშნ-ის“
(სიახლის ხედვა) კრებითი აღნიშვნა. ამ კონცეპციით, იაპონური კომპანია თავისი
განვითარების მიმართულებას გვიჩვენებს. თუმცა, კომპანია ჯერ არაფერს ამბობს ამ
ავტომობილის მახასიათებლებზე.
ვარაუდი კი, როგორც ყოველთვის, არსებობს. კერძოდ,
გამოქვეყნებულ ტიზერზე გამოსახული ავტომობილი, 2009 წლის ტოკიოს მოტორ შოუზე
ნაჩვენებ კონცეპტუალურ „ჰაიბრიდ ტურერს“ ჰგავს, რომელიც 2.0-ლიტრიანი ტურბო
ძრავითაა აღჭურვილი. არაა გამორიცხული, რომ „ვიზივ-ი“ სწორედ ამ კონცეპციის
გაგრძელება და განვითარება იყოს.
კონცეპტუალური „ვიზივ-ის“ გარდა, ჟენევის ექსპო
სენტერში, „სუბარუს“ სტენდზე ასევე შესაძლებელი იქნება „ფოტესტერის“ ახალი,
ევროპული ვერსიის და განახლებული „აუტბეკის“ ხილვა. სხვათა შორის, „აუტბეკი“
პირველია, რომელზეც 2.0-ლიტრიანი ბოქსერის ტიპის ოპოზიტური დიზელი(!) უსაფეხურო
ვარიატორთანაა (ლაინეატრონიკ) შეწყვილებული.
No comments:
Post a Comment