დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, February 8, 2013

„ნისანმა“ პროექტი „დელტაუინგი“ დატოვა

Nissan Quits DeltaWing Project
8 თებერვალი

„ნისანმა“ გამოაცხადა, რომ მონაწილეობას აღარ მიიღებს პროექტ „დელტაუინგში“, რომელმაც გასულ სეზონში, მონაწილეობა მიიღო ლე მანის 24-სათიან რბოლაში. ამგვარად, პროექტს დამოუკიდებლად გააგრძელებს კომპანია „პეინოსი“, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი სარბოლი ავტომობილით, ლე მანის რბოლაში საკუთარ ეკიპაჟს გამოიყვანს.

იაპონური კომპანიის მიერ პროექტის დატოვება ნიშნავს, რომ „დელტაუინგმა“ მხოლოდ ძრავი დაკარგა, რისი შემცვლელის მოძებნაც, ორგანიზატორებს არ გაუჭირდებათ. პროექტის ერთ-ერთი მოთავე დონ პეინოსი ამბობს, რომ სამი ახალი სარბოლი ავტომობილის შექმნას აპირებს.


უფრო მეტიც, სებრინგის 12-საათიან რბოლაში მონაწილეობას მიიღებს „დელტაუინგი“, რომელიც „მაზდას“ წარმოების 1.9-ლიტრიანი წყვილტურბოიანი ძრავით (MZR) არის აღჭურვილი. მაისში კი კომპანია ლაგუნა სეკას ტრეკზე, თავისი სარბოლი ავტომობილის დახურულ ვერსიასაც წარადგენს.
ცნობისათვის, „დელტაუინგი“ სარბოლი ტექნიკის ცნობილმა ინჟინერმა (წარმოშობით ბრიტანელია) ბენ ბოულბიმ შეიმუშავა და ფ1-ის ყოფილი მრბოლისა და ინჟინერის, დენ გარნის გუნდმა „ოლ ამერიკენ რეისერზმა“ დაამზადა. გასულ სეზონში ამ მანქანამ ლე მანის რბოლაზე იასპარეზა, მაგრამ მისი დასრულება ვერ შეძლო - 75-ე წრეზე ავარია მოუვიდა.

No comments:

Post a Comment