Daimler CEO Zetsche vows comeback with 13 new
models
8 თებერვალი
„დაიმლერს“ ლუქს კლასის ავტომობილების სეგმენტში,
ლიდერის პოზიციის დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი, რისთვისაც, კომპანიის მთავარ
აღმასრულებელ დიტერ ცეტშეს თქმით, ბაზარზე 13 სრულიად ახალ ავტომობილს გამოუშვებს.
და ეს გეგმა 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს.
„სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ლიდერის
პოზიციას დავუბრუნებთ. ჯერ ერთი, რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ ავტომობილების
შემუშავება ძველებური მონდმებით გავაგრძელოთ“, - ბლუმბერგთან სატელევიზიო
ინტერვიუსას განაცხადა ცეტშემ, რომელსაც გერმანულმა კონგლომერატმა ახლახანს
კონტრაქტი ხუთი წლით გაუგრძელა.
ცნობისათვის, დღეისათვის პრემიუმ სეგმენტში სამი
გერმანული კომპანია ლიდერობს. აქ 2005 წლამდე ლიდერი „მერსედეს-ბენცი“ იყო, მაგრამ
ჯერ „ბეემვემ“ ჩამოიტოვა, ორი წლის წინ კი „აუდიმაც“. მაგრამ შტუტგარტელები
დაკარგული პოზიციების დაბრუნებას გეგმავენ, რაშიც მათ დაგეგმილი ინვესტიციები უნდა
დაეხმაროს. თანაც, „დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ბრენდის ავტორიტეტი ყველაზე
ძლიერია. ტექნოლოგიურად ჩვენ მოწინავე პოზიცია გვიკავია“, - ამბობს ცეტშე.
ცეტშე გეგმავს, რომ „მერსედეს-ბენცის“ გაყიდვებიც
და შემოსავალიც ყოველწლიურად გაზარდოს. ამაში კომპანიას ხელი უნდა შეუწყოს გადახალისებული
E-კლასის
სედანის, ასევე ოთხკარიან კუპე CLAს და განახლებულ ფლაგმან სედან S-კლასის
გამოშვებამ. ამ მოდლებთან ერთად, კომპანია განახლებული A
და B-კლასის
კომპაქტური პრემიუმ ავტომობილების იმედზეც არის. კვლევასა და განვითარებაზე,
ქარხნების გადაიარაღებასა და ახალი ეკიპირებით აღჭურვაზე, „მერსედეს-ბენცი“ მომდევნო
ორ წელიწადში 21 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს.
No comments:
Post a Comment