დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 7, 2013

„ჰიუნდაი“ i30-ის ტემპერამენტიან კონცეპტს ჟენევაში წარადგენს

Hyundai is preparing a performance halo model in the shape of a hot i30 hatchback
7 თებერვალი
„ჰიუნდაი“ თავის პოპულარულ ჰეჩბეკ i30-ის ტემპერამენტიან ვერსიას წარმოებისთვის ამზადებს. მის კონცეპტუალურ ვერსიას კორეული კომპანია ალბათ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს, მის წარმოებას კი 2015 წელს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა ჟურნალმა „ავტოქარმა“ გაავრცელა.
ახალი ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. რომელი ძრავით აღიჭურვება ის, ესეც უცნობია. სამაგიეროდ ვიცით, რომ i30-ის 1.6-ლიტრიანი ძრავი კორეული კომპანიის ინჟინრებმა 184 ცხენის ძალამდე გააძლიერეს და ის „ველოსტერ ტურბოზე“ დააყენეს. უფრო მეტიც, ამ აგრეგატის სიმძლავრე 300 ცხენის ძალამდეც კი გაზარდეს და ის i20-ის სარბოლ ვერსიაზე დააყენეს, რომლითაც „ჰიუნდაი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
მაგრამ თუ „ჰიუნდაი“ ამ ავტომობილით ისეთ პოპულარულ ავტომობილებთან კონკურენციას გეგმავს, როგორებიცაა „ფორდ ფოკუს ST“, „ოპელ/ვოქსოლ ასტრა VXR“ და „ფოლკსვაგენის“ ახალი „გოლფ GTi“, მაშინ საჭირო იქნება 2.0-ლიტრიანი ტურბო აგრეგატი. როგორც „ავტოქარს“ კორეული კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, „ჰიუნდაის“ სურს, რომ i30-ის ტემპერამენტიანი ვერსია, ევროპის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, სრულიად კონკურენტუნარიანი იყოს. ეს ნიშნავს, რომ მისი მაქსიმალური სიჩქარე 240 კმ/სთ უნდა იყოს, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო კი - 6 წამის ფარგლებში.
„ჰიუნდაის“ ევროპული შტოს უფროს ოპერატიულ მოხელე ალან რუშფორტის თქმით, მის კომპანიას სჭირდება, რომ ბრენდს მეტი ემოცია შესძინოს. ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი, „ველოსტერის“ წარმოების დაწყება იყო, რომელსაც მალე „ველოსტერ ტურბო“ მოჰყვა. შემდეგ კი „ჰიუნდაიმ“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი დაბრუნების შესახებ გამოაცხადა. ეს უკვე საკმარისი პლაცდარმია იმისათვის, რომ კორეულმა კომპანიამ თავის მყიდველს მორიგი კომპაქტური სპორტსმენი შესთავაზოს.

No comments:

Post a Comment