დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 4, 2015

„რენო“ ფორმულა 1-ში თავისი გუნდით დაბრუნდა

Renault confirms works Formula 1 return with Lotus takeover
4 დეკემბერი
„რენოს“ მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა დაადასტურა, რომ მისი კომპანია, მომავალი სეზონიდან საკუთარი გუნდით დაუბრუნდება ფორმულა ერთს. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, ფრანგულმა კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა „ლოტუსთან“, რომელსაც სახელი გამოეცვლება. გამოცემა „ავტოსპორტის“ ინფორმაციით, „რენოს“ ეს გარიგება 100 მილიონი ევრო დაუჯდება.

დათა ქაჯაიას ETCC-ს ჩემპიონის თასი გადაეცა

Tarquini crowns Kajaia ETCC TC2T champion
4 დეკემბერი
ევროპის ტურინგის სერიის ქართველი ჩემპიონი, ტურინგის იტალიელმა ვარსკვლავმა გაბრიელე ტარკვინიმ დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია - „მოტორსპორტ ევარდსი“, რომლის მასპინძელი სპორტული ტელეკომპანია „ევროსპორტია“, პარიზში გაიმართა. მასზე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის და მოტორსპორტის საერთაშრისო ფედერაციის მიერ ორგანიზებული სარბოლო სერიების გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

Thursday, December 3, 2015

„ლამბორგინი ურაკანი“ 2200 ცხენის ძალით

Underground Racing Reveals 2,200 HP Twin Turbo Huracan
3 დეკემბერი
კომპანია „ანდერგრაუნდ რეისინგმა“ შეიმუშავა ძალური დანადგარი „DCT ურაკან ტვინ ტურბო“, რომელიც შეკუმშულ აირზე მუშაობისას, 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბენზინზე კი მისი სიმძლავრე 2200 ცხენის ძალას აღწევს. კომპანია აცხადებს, რომ ამ აგრეგატით აღჭურვილი „ურაკანი“ (ასეთი სულ ორია) არის ავტომობილი, „რომლისგან მიღებულ შეგრძნებასაც ვერ გადმოსცემ, ის მხოლოდ უნდა გამოსცადო“.

„მაკლარენის“ ფორმულს 1-ის მომავლის მანქანა

McLaren reveals F1 concept car
3 დეკემბერი
„მაკლარენმა“ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც მისი კონცეპტუალური სარბოლო ავტომობილია გამოსახული. ავტომობილის სახელია „მაკლარენ MP4-X“ და ის გამოხატავს უოკინგელი ინჟინრების ხედვას, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალში ფ1-ის ბოლიდი. კონცეპცია ბრიტანული კომპანიის გამოყენებითი ტექნოლოგიების ცენტრმა შეიმუშავა, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობამ, მომავლის ფ1-ის ავტომობილის შექმნა, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაავალა.

FIA-მ ფორმულა 1-ის 2016 წლის სეზონის კალენდარი დაამტკიცა

FIA Finalises 2016 Formula One Calendar
3 დეკემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), ფორმულა 1-ის 2016 წლის სეზონის კალენდარი დაამტკიცა, რომელშიც 21 რბოლა შევიდა და წინასწარი ვარიანტისგან ოდნავ განსხვავებულია. რაც მთავარია, ეს იქნება ფ1-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი სეზონი, რომელიც 8 თვესა და 7 დღეს გაგრძელდება.

Wednesday, December 2, 2015

„კადილაკი“ ჯერ პლაგ-ინ ჰიბრიდებზე იმუშავებს

Cadillac Initially Focusing On Plug-In Hybrids Before Evs
2 დეკემბერი
„კადილაკმა“ დაადასტურა, რომ სანამ მთლიანად ელექტრული ავტომობილების წარმოებაზე გადაერთვებოდეს, აქცენტს პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილებზე გააკეთებს. ამერიკულმა კომპანიამ თავისი პირველი პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი, რომელიც ლუქსის კლასის სედან CT6-ის ბაზაზე დაამზადა, უკვე გაგვაცნო. ეს ავტომობილი ბაზარზე მომავალი წლის ბოლოს გამოვა. მისი აგრეგატის შემადგენლობაში შედის ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი და ორი ელექტრო ძრავი, რომლებსაც ენერგიით ლითიუმ იონური ელემენტების ბლოკი კვებავს.

„იაგუარ ლენდ როვერი“ ძრავების ქარხნის სიმძლავრეს გააორმაგებს

Jaguar Land Rover will double size of UK engine plant
2 დეკემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ 450 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოახმარს თავის ვულვერჰემპტონის ქარხანას, რომელიც ძრავებს აწარემოებს. ახალი საინვესტიციო გეგმა ნიშნავს, რომ ბრიტანული კომპანიის მიერ ამ ქარხანაზე გაწეული ჯამური დანახარჯები 1.0 მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიაღწევს. ვულვერჰემპტონის ქარხანა შარშან ამუშავდა და ის სერია ინჯენიუმის ოთხცილინდრიან დიზელის ძრავებს აწარმოებს.

„ფორდ ფოკუს სპორტი“ ესენის მოტორ შოუზე

Ford Focus Sport Shown At Essen With Visual Tweaks
2 დეკემბერი
ახალი „ფოკუს RS-ის“ გარდა, „ფორდმა“ ესენის მოტორ შოუზე, თავისი პოპულარული ჰეჩბეკის კიდევ ერთი ვერსია - „ფოკუს სპორტი“ წარადგინა, რომელმაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ავტომობილი პირველ რიგში, თავის ფერთა მკვეთრი შეხამებით (როგორიც სულ ორია) იქცევს ყურადღებას. ეს ფერებია წითელი (რეის რედ) და შავი (პანტერ ბლექ). და ორივე ფერის შემთხვევაში, მეორეთი ცალკეული დეტალები და ნაწილებია შეღებილი.

„მერსედესმა“ ჰამილტონი და როსბერგი გააფრთხილა

Lewis Hamilton and Nico Rosberg warned they could be dropped
2 დეკემბერი
„მერსედესის“ გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა გააფრთხილა თავისი პილოტები, ლუის ჰამილტონი და ნიკო როსბერგი, რომ მათ შორის დაძაბული ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში, რომელიმე მათგანს გუნდის დატოვება მოუწევს. ყოფილ მეგობრებს შორის ურთიერთობა ბოლო ორ სეზონში დაიძაბა, როცა ისინი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოდნენ. მათი ურთიერთობის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო ოსტინის რბოლის დასაწყისი, რომლის დროსაც, ჰამილტონმა თანაგუნდელი მოსახვევში ტრასის მიღმა გარიყა.

Tuesday, December 1, 2015

„ლამბორგინიმ“ სახელ „ეგოისტაზე“ პატენტი აიღო

Lamborghini Trademarks 'Egoista
1 დეკემბერი
„სტელსის“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის სტილში შესრულებული კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „ეგოისტა“, „ლამბორგინიმ“ 2013 წელს შექმნა და ის თავისი დაარსებიდან 50 წლის იუბილეს მიუძღვნა. ეს არის ყველაზე გიჟური ავტომობილი მათ შორის, რაც კი ადამიანს ოდესმე შეუქმნია. და ალბათ ბევრისთვის სასურველი. მაგრამ აქამდე, სანტ’აგატა ბოლონეზელები მის წარმოებას არ აპირებდნენ და რამდენიმე გამოფენაზე მისი წარდგენის შემდეგ, საკუთარ მუზეუმში დააბინავეს.

„კორვეტ C7 სტინგრეი“ პოლიციისთვის

Tikt Corvette C7 Stingray Police Vehicle For Essen
1 დეკემბერი
ესენის (გერმანია) მოტორ შოუზე, რომელიც ტუნინგის სფეროს მოიცავს, გერმანული კომპანია „ტიკტ პერფორმენსი“ და ორგანიზაცია „ტიუნ ით! სეიფ!“, საპოლიციოდ მომზადებულ „კორვეტ C7 სტინგრეის“ წარადგენენ. „ტიუნ ით! სეიფ!“ ტუნინგისთვის საჭირო კომპონენტების წარმოებითაა ცნობილი და თავისი პროდუქციის რეკლამირებისთვის, ესენის ყოველ გამოფენზე, პოლიციის ფორმაში გამოწყობილ სუპერ ავტომობილებს ამზადებს ხოლმე. ამ საქმეში პარტნიორად კი ტუნინგზე მომუშავე ფირმებს ირჩევს.

„ლამბორგინი ურუსი“ V8 წყვილ ტურბოიანი ძრავით აღიჭურვება

New Lamborghini Urus: V8 twin-turbo engine confirmed
1 დეკემბერი
მაშ ასე, გადაწყდა, ტურბო ეპოქა „ლამბორგინისთვისაც“ იწყება. და მას უგზოობის მოდელი „ურუსი“ გახსნის. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, „ლამბორგინის“ მთავარმა აღმასრულებელმა სტეფან ვინკელმანმა და ამავე კომპანიის კვლევისა და განვითარების ცენტრის შეფმა მაურიციო რეჯანიმ დაადასტურეს, რომ „ურუსს“ მამოძრავებელ ძალას, 4.0-ლიტრიანი V8 წყვილ ტურბოიანი ძრავი მიანიჭებს.

მე-2-მილიონე „ლენდ როვერ დიფენდერი“ აუქციონზე გაიყიდება

2,000,000th Land Rover Defender Heads To Auction
1 დეკემბერი
იმ „დიფენდერს“, რომელსაც რიგითი ნომრის გრაფაში რიცხვი 2 000 000 უწერია, „ლენდ როვერი“ საქველმოქმედო აუქციონზე გაჰყიდის, რომელიც 15-16 დეკემბერს გაიმართება. ბრიტანული კომპანია ამგვარად, ამ ლეგენდარული მოდელის წარმოების 67 წლის იუბილეს აღნიშნავს. გამორჩეული ნომრის მქონე ავტომობილი, სოლიჰალის ქარხანაში დამზადდა და მის აწყობაში, ბრენდის 33-მა ელჩმა და ენთუზიასტმა მიიღო მონაწილეობა.

ალონსოს აბუ დაბიში ერთ-ერთი საუკეთესო დრო ჰქონდა...

Alonso close to fastest lap with “full deployment”
1 დეკემბერი
„მაკლარენმა“ მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა, თუმცა სეზონის მიწურულს, თავის გამოჩენის შანსი ჰქონდა. ოღონდ, არა აბუ დაბის რბოლაში გამარჯვების მხრივ. რბოლის მიწურულს, ფერნანდო ალონსოს უსწრაფესი წრის დაფიქსირების რეალური შანსი ჰქონდა. მისი თხოვნით, „ჰონდამ“ აგრეგატი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ამუშავა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, მეორე უსწრაფესი წრის დაფიქსირება შეძლო!

„ფოლკსვაგენის“ ჯგუფი რბოლებზე უარს არ იტყვის

VW won't let emissions scandal keep it from racing
1 დეკემბერი
დიზელგეიტის სკანდალის მიუხედავად, რომელიც მილიარდობით დოლარი დაუჯდება, რაც ბევრი პროექტის გაჩერებას გამოიწვევს, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი თავისი სარბოლო აქტივობების შეკვეცას არ აპირებს. ამის შესახებ, გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას, თვით ჯგუფის ახალმა მთავარმა აღმასრულებელმა, მათიას მიულერმა განაცხადა, ვინც ამ პოსტზე დანიშვნამდე, „პორშეს“ უძღვებოდა. მიულერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისი ჯგუფისთვის ავტოსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია.