დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 25, 2015

„აუდი RS7“ ბურჟ ხალიფას ლიფტის წინააღმდეგ

Audi RS7 Vs The Burj Khalifa In Elevation Challenge
25 ნოემბერი
რა თქმა უნდა, ავტომობილის და ლიფტის დაპირისპირება შეუძლებელია - მათ განასხვავებულია გზა და ტრაექტორია აქვთ. მაგრამ „აუდიმ“ ორიგინალურ ხერხს მიმართა - შეჯიბრის ერთ-ერთ მონაწილეს, მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენ ბურჟ ხალიფას (დუბაი, 828 მეტრი) უმაღლეს პლატფორმამდე ლიფტებით უნდა მიეღწია. „აუდი RS7“ კი პარალელურ რეჟიმში, იმავე ამპლიტუდის მქონე გზას გაივლიდა დუბაის შემოგარენში.

„კლდე“ თავის „ლაფერარიში“ ვერ ჩაეტია

Ballers Star Dwayne Johnson Can't Fit Inside LaFerrari
25 ნოემბერი
ჰოლივუდის ვარსკვლავმა დუეინ ჯონსონმა, თავისი გიგანტური და მკვრივი აგებულების გამო, „კლდედ“ წოდებულმა, „ფერარი ლაფერარი“ შეიძინა და როცა თავისი ავტომობილი ჩააბარეს, აღმოაჩინა, რომ მასში ვერ ეტევა... თავისი უიღბლობის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა - მამიკო ამაში ვერ ეტევაო და თან ფოტოც დაურთო, რომელზეც თავის თეთრ „ლაფერარისთან“ დგას.

აფხაზავა და „არტლაინ ტიმ ჯორჯია“ „ლამბორგინის“ სუპერ ტროფეოს ჩემპიონები არიან

25 ნოემბერი
ამერიკის ქალაქ სებრინგში (შტატი ფლორიდა) დასრულდა „ლამბორგინის“ „ბლანპენ სუპერ ტროფეოს“ ევროპული სერიის სეზონი, სადაც ქართულმა გუნდმა „არტლაინ ტიმ ჯორჯიამ“ და მისმა მფლობელმა შოთა აფხაზავამ ორმაგი გამარჯვება მოიპოვეს. ჯერ ერთი, აფხაზავა მოყვარულთა კატეგორიაში გახდა სერიის ჩემპიონი. მეორეც, მისი გუნდის ეკიპაჟმა, რომელიც პროფესიონალ-მოყვარულთა კატეგორიაში გამოდის და რომელშიც ლატვიელი ჰარალდ შლეგელმილხი და რუსი მიხაილ სტეპანოვი ასპარეზობდნენ, მეორე რბოლა აბსოლუტურ ჩათვლაში მოიგო.

Tuesday, November 24, 2015

მონტოია ლე მანზე გამოსვლას არ აპირებს

Montoya plays down Le Mans rumours after Porsche WEC test
24 ნოემბერი
ხუან პაბლო მონტოია ამბობს, რომ არ აპირებს ლე მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს, ბაჰრეინის ტრეკზე, „პორშეს“ სარბოლო პროტოტიპ „919 ჰაიბრიდით“ წარმატებული ტესტები ჰქონდა. როგორც კოლუმბიელი პილოტი ამბობს, ტესტებში მონაწილეობა, ფორმულა 1-ის ორი ყოფილი ინჟინრის მიწვევით მიიღო.

„მეკაქრომი“ ფ1-ის ძრავების ტენდერში ჩაერთო

Mecachrome applies for Formula 1 engine tender
24 ნოემბერი
როგორც მოსალოდნელი იყო, ფორმულა ერთის ძრავების ტენდერში მონაწილეობაზე განაცხადი ფრანგულმა კომპანია „მეკაქრომმაც“ შეიტანა. ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტ.კომ-მა“ კი გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, თუ როგორი შეიძლება იყოს ამ კომპანიის მომავალი ძრავი. ამგვარად, ეს მესამე კომპანიაა, რომელმაც ფ1-ის ალტერნატიული ძრავის წარმოების სურვილი გამოთქვა. დანარჩენი ორი - „ილმორი“ და AER-ი ბრიტანეთიდანაა.

„რეზვანი ბისტ X-ს“ 700 ცხენი მოემსახურება

700 HP for the Rezvani Beast X, Because It Really Needed More Power
24 ნოემბერი
„ბისტ“, მხეცი - ასე დაარქვა ამერიკულმა (კალიფორნიულმა) კომპანია „რეზვანიმ“ თავის ღია სუპერ ავტომობილს, რომელიც „არიელ ატომის“ ბაზაზე დაამზადა და 500-ცხენისძალიანი ძრავით აღჭურვა. ამ არსენალით, „მხეცს“ ტრეკზე ისეთი ბრენდების სუპერ ავტომობილებთან ტოლსწორად პაექრობა შეუძლია, როგორებიცაა „ფერარი“, „ლამბორგინი“ და „მაკლარენი“. მაგრამ კომპანიას და მისი კლიენტების ნაწილს ესეც არ აკმაყოფილებდა.

განახლებული „ფორდ ისკეიპის“ პრემიერა ლოს ანჯელესში

Refreshed 2017 Ford Escape Is Just What The Customer Ordered
24 ნოემბერი
„ფორდ ისკეიპი“ უგზოობის პოპულარული ავტომობილია. თუმცა უსაფრთხოების და კავშირის თანამედროვე სისტემებით ნაკლებად იყო ეკიპირებული. და სწორედ ამ ფაქტორის გამოსწორებაზე გაამახვილა ყურადღება ცისფერმა ოვალმა, რომელმაც განახლებული და გარეგნულად უფრო დახვეწილი „ისკეიპი“ ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე გამოფინა.

Monday, November 23, 2015

ფერსტაპენი ჰამილტონს ამართლებს

Toro Rosso's Verstappen gets Hamilton's Formula 1 passing angst
23 ნოემბერი
ბრაზილიის რბოლაში მაქს ფერსტაპენის მიერ შესრულებულმა მანევრებმა ყველა აღაფრთოვანა. ის იმ ადგილებშიც კი ასწრებდა მეტოქეებს, სადაც ეს ერთი შეხედვით შეუძლებლად ჩანდა. იმავდროულად, ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ ნიკო როსბერგის გასწრება შეუძლებელი იყო. უფრო მეტიც, მან აღიარა, რომ თანაგუნდელთან მიახლოებასაც კი ვერ ახერხებდა. არადა, მისივე თქმით, მოსაგებად საჭირო სიჩქარე ჰქონდა.

„ბენტლიმ“ შეიძლება 500-ცხენიანი ელექტრო სპორტქარიც გამოუშვას

Bentley may develop 500-hp, all-electric sports car
23 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე მოდელ „ბენტაიგას“ წარდგენისას, „ბენტლის“ მთავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დურჰაიმერმა თავისი კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კონცეპტუალური „EXP 10 სპიდ 6-ის“ ელექტრული ვერსიის წარმოება არ გამორიცხა. ბრიტანულმა კომპანიამ ეს ავტომობილი პირველად ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე წარადგინა და მასზე საუკეთესო გამოხმაურებები მიიღო. ამ გამოხმაურებებს დურჰაიმერმა ასეთი საერთო ფორმულირება მოუძებნა: „მორჩით ლაპარაკს და გამოუშვით ეს ავტომობილი“.

„ევოუკ კონვერტაიბლის“ პრემიერა შესაფერის ადგილზე

Range Rover Evoque Convertible Debuts At The Right Place
23 ნოემბერი
შტატი კალიფორნია და მისი უდიდესი ქალაქი ლოს ანჯელესი არის ამ ავტომობილისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი, რადგან აქ არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პლიაჟები, აქ არის ჰოლივუდი და აქვე ახლოსაა აზარტული თამაშების მსოფლიო ცენტრი. აქ ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ გართობაზე, აქ ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ ფუფუნებასა და გამორჩეულ ავტომობილებზე. და სწორედ ასეთი ავტომობილია „ლენდ როვერის“ უახლესი უგზოობის ავტომობილი, თანაც ღია - „ევოუკ კონვერტაიბლი“.

„მაკლარენი“ აბუ დაბიში ბევრ სიახლეს გამოსცდის

McLaren to test more 2016 parts in Abu Dhabi
23 ნოემბერი
ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. დარჩა ერთადრთი ეტაპი, რომელსაც აბუ დაბი ამ უქმეებზე უმასპინძლებს. მნიშვნელოვანი ადგილები უკვე დანაწილებულია და გასაკეთებელი ბევრი აღარაფერი დარჩა. ამიტომ, გუნდების უმეტესობა უკვე ატარებს ექსპერიმენტებს, რომლებიც მომავალი სეზონისთვის მზადების პროგრამითაა გათვალისწინებული.

Sunday, November 22, 2015

„ფორს ინდია“ მომავალ სეზონში „უილიამსს“ უმიზნებს

Force India targets beating Williams in 2016
22 ნოემბერი
„ფორს ინდიას“ შეფის მოადგილე ბობ ფერნლი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მომავალ სეზონში თვით :“უილიამსთან“ ტოლსწორ პაექრობას შეძლებს. ამ სეზონს ინდური საჯინიბო, კონსტრუქტორთა თასზე მეხუთე ადგილზე დაასრულებს, რაც მის შვიდწლიან ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აქამდე „ფორს ინდიასთვის“ საუკეთესო შედეგი მეექვსე ადგილი იყო, რომელიც სამჯერ აქვს დაკავებული. თუმცა, სანამ სახელს გამოიცვლიდა და „ჯორდანი“ ერქვა, გუნდმა უფრო მეტიც შესძლო - 1999 წელს მესამე ადგილი დაიკავა, ერთი სეზონით ადრე კი მეოთხე იყო.

„ვოლვო კონცეპტ 26“ - ასეთია ავტონომიური მომავალი

Volvo Presents Luxurious 'Concept 26', Previews Autonomous Future
22 ნოემბერი
ავტონომიურ ტექნოლოგიებზე მუშაობის პარალელურად, საავტომობილო კომპანიები, ავტონომიური ავტომობილების ინტერიერის ოპტიმალურად მოწყობის კონცეპციებსაც ამუშავებენ. ასეთმა ინტერიერმა, მგზავრები მაქსიმალური კომფორტით და ექსპლუატაციის მოსახერხებლობითაც უნდა უზრუნველყოს.

„სიტროენი“ ერთწლიან შვებულებას იღებს

Citroën to miss 2016 WRC season to build new car for 2017 campaign
22 ნოემბერი
„სიტროენი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ სეზონს გამოტოვებს, რათა უკეთ მოემზადოს შემდგომი სეზონისთვის, რომელზეც სრულიად ახალ მანქანას გამოიყვანს. ამასთან, მომავალი სეზონის ბოლოს, ფრანგული კომპანია ტურინგის კლასში მსოფლიო ჩემპიონატსაც (WTCC) დატოვებს, რათა რალის დაუკავშიროს თავისი მოტორსპორტული მომავალი. ამის გამო, რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები, ვინც ამჟამად ძრითადად WTCC-ში ასპარეზობს, ნათესავი „პეჟოს“ ბანაკში გადაინაცვლებს, რომელიც რალი-მარათონ დაკარის პროგრამაზე აკეთებს აქცენტს.

მონტოია „პორშეს“ LMP1 პროტოტიპით აღფრთოვანებულია

Montoya: Porsche LMP1 is so good “it’s shocking”
22 ნოემბერი
ინდი 500-ის ორგზის გამარჯვებულმა, ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ, ბაჰრეინში პირველად „გაუსინჯა გემო“ „პორშეს“ სარბოლო პროტოტიპ „919 ჰაიბრიდს“ და მისით აღფრთოვანებული დარჩა. ტესტებზე მის განკარგულებაში ის მანქანა (N17) იყო, რომლითაც წინა დღით, მარკ ვებერმა, ბრენდონ ჰარტლიმ და ტიმო ბერნჰარდმა, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.