დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 24, 2015

„რეზვანი ბისტ X-ს“ 700 ცხენი მოემსახურება

700 HP for the Rezvani Beast X, Because It Really Needed More Power
24 ნოემბერი
„ბისტ“, მხეცი - ასე დაარქვა ამერიკულმა (კალიფორნიულმა) კომპანია „რეზვანიმ“ თავის ღია სუპერ ავტომობილს, რომელიც „არიელ ატომის“ ბაზაზე დაამზადა და 500-ცხენისძალიანი ძრავით აღჭურვა. ამ არსენალით, „მხეცს“ ტრეკზე ისეთი ბრენდების სუპერ ავტომობილებთან ტოლსწორად პაექრობა შეუძლია, როგორებიცაა „ფერარი“, „ლამბორგინი“ და „მაკლარენი“. მაგრამ კომპანიას და მისი კლიენტების ნაწილს ესეც არ აკმაყოფილებდა.
სწორედ ამიტომ, „რეზვანიმ“ თავისი „მხეცის“ ახალი ვერსია, „ბისტ X“ შეიმუშავა, რომლის სამსახურშიც უკვე 700 ცხენის ძალაა. და ის მხოლოდ 840 კილოგრამს იწონის. ანუ, კონკურენტებთან შედარებით, ბუმბულივით მსუბუქია! ასეთ სიმძლავრეს, ბენზინის 2.4-ლიტრიანი ძრავი გამოიმუშავებს, რომელსაც ამაში „ბორგ უორნერის“ ორი ტურბო კომპრესორი ეხმარება. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, ან უსაფეხურო ვარიატორი მუშაობს.

სხვათა შორის, „მხეცი“ ფოლადის მილებისგან შეკრულ მზიდ სტრუქტურაზეა ბაზირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ კარბონის კომპოზიტის (რითაც მისი ძარაა დამზადებული) გამოყენების შემთხვევაში, წონის დაკლების სოლიდური რესურსი გააჩნია. ასეა თუ ისე, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 2.5 წამში შეუძლია, მის მაქსიმალურ სიჩქარეზე კი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„რეზვან“ მხოლოდ ხუთი ცალი „ბისტ X-ის“ გამოშვებას აპირებს, რომელთაგან თითოეული 325 000 დოლარი ეღირება.

No comments:

Post a Comment