Toro Rosso's Verstappen gets Hamilton's Formula 1
passing angst
23 ნოემბერი
ბრაზილიის რბოლაში მაქს ფერსტაპენის მიერ
შესრულებულმა მანევრებმა ყველა აღაფრთოვანა. ის იმ ადგილებშიც კი ასწრებდა
მეტოქეებს, სადაც ეს ერთი შეხედვით შეუძლებლად ჩანდა. იმავდროულად, ლუის
ჰამილტონმა განაცხადა, რომ ნიკო როსბერგის გასწრება შეუძლებელი იყო. უფრო მეტიც,
მან აღიარა, რომ თანაგუნდელთან მიახლოებასაც კი ვერ ახერხებდა. არადა, მისივე
თქმით, მოსაგებად საჭირო სიჩქარე ჰქონდა.
ეს იმ დროს, როცა ახალბედა ჰოლანდიელმა, სენას
სახელობის S-მოსახვევში ორჯერ შეძლო გასწრება - სერხიო პერესს და ფელიპე ნასრს გაუარა.
და ორივე მანევრი გარე ტრაექტორიით შეასრულა. ბევრმა ჰამილტონი გააკრიტიკა იმის
გამო, რომ ტიტულის განაღდების შემდეგ, ის თავს აღარ იწუხებს. მაგრამ ჩემპიონს ფერსტაპენი
გამოესარჩლა. მისი თქმით, ჰამილტონი მასზე გაცილებით არახელსაყრელ სიტუაციაში
იმყოფებოდა, რადგან ის და როსბერგი ერთნაირი მანქანებით ასპარეზობდნენ.
„შესაძლოა, როცა „მერსედესები“ ერთმანეთთან ახლოს
არიან, უკან მყოფს მეტი პრობლემა ექმნება. ამასთან, მათ უფრო მაღალი სიჩქარე აქვთ.
შესაძლოა, მათ შემთხვევაში გასწრება უფრო ჭირს. ჩემთვის ამის კომენტირება ძნელია,
რადგან ამ მანქანის საჭესთან არ ვმჯდარვარ“, - ამბობს ფერსტაპენი და დასძენს: „ორივეს
მაღალი სიჩქარე აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ როცა ერთი „ტორო როსო“ მეორის უკან
არის, ძალიან ძნელია გასწრება. როცა ორივე მანქანა ერთნაირია, მაშინ გასწრება
ძალიან რთულია“.
ფერსტაპენი ამბობს, რომ მისი მანქანა, მოსახვევის
სწრაფად გავლის საშუალებას აძლევს. და თუ წინ „ლოტუსი“, „ზაუბერი“, ან „ფორს ინდიაა“,
მაშინ მათ სწრაფ მოსახვევებში ვეწევით. „მერსედესებს“ კი განსხვავებული სიტუაცია
აქვთ. ორივე ყველგან ერთნაირია - მოსახვევებშიც, სწორ მონაკვეთებზეც. „ამიტომ,
მესმის ჰამილტონის, როცა ამბობს, რომ გასწრება შეუძლებელი იყო“.
ჰამილტონს სურდა, რომ როსბერგისგან განსხვავებული
სტრატეგიით ეასპარეზა, რაც როსბერგის პიტსტოპის დროს გასწრების შესაძლებლობას
მისცემდა. მაგრამ გუნდმა უარი უთხრა.
No comments:
Post a Comment