დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 22, 2015

„სიტროენი“ ერთწლიან შვებულებას იღებს

Citroën to miss 2016 WRC season to build new car for 2017 campaign
22 ნოემბერი
„სიტროენი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ სეზონს გამოტოვებს, რათა უკეთ მოემზადოს შემდგომი სეზონისთვის, რომელზეც სრულიად ახალ მანქანას გამოიყვანს. ამასთან, მომავალი სეზონის ბოლოს, ფრანგული კომპანია ტურინგის კლასში მსოფლიო ჩემპიონატსაც (WTCC) დატოვებს, რათა რალის დაუკავშიროს თავისი მოტორსპორტული მომავალი. ამის გამო, რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები, ვინც ამჟამად ძრითადად WTCC-ში ასპარეზობს, ნათესავი „პეჟოს“ ბანაკში გადაინაცვლებს, რომელიც რალი-მარათონ დაკარის პროგრამაზე აკეთებს აქცენტს.

„ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი რეგლამენტით, რომელიც 2017 წელს ამოქმედდება, დაინტერესებული ვართ. ამ ახალი გამოწვევით, ჩვენი გუნდი ძალიან მონდომებულია. იმისათვის, რომ ჩვენი რესურსები უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ, გადავწყვიტეთ, მომავალი სეზონი გამოვტოვოთ, და მთელი ყურადღება, ახალი სარბოლო ავტომობილის მომზადებას მოვახმაროთ“, - ამბობს „სიტროენ რეისინგის“ გუნდის შეფი ივ მატონი.
„სიტროენის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ლინდა ჯეკსონი დასძენს: „რალი ძალიან მიმზიდველი სპორტია, რომელიც ავტომობილების და მრბოლების შესაძლებლობებს, გამძლეობას და სიმტკიცეს ცდის. ჩემპიონატი სულ უფრო პოპულარული ხდება. მოიმატა პირდაპირმა სატელევიზიო ჩვენებებმა, მომავალ სეზონში კალენდარში ჩინური ეტაპი შევა. 2017 წელს კი ახალი თაობის მანქანები გამოჩნდება, რომლებიც რბოლებს უფრო მიმზიდველს გახდის. სწორედ ამას დაემთხვევა ჩვენი დაბრუნება“.
ის დასძენს, რომ თავიდანვე არ ეცდებიან უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას. მიზნებს თანდათან მოუმატებენ, საბოლოოდ კი ისევ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებენ. „სიტროენში“ დარჩება ნორვეგიელი მადს ოსტბერგი, ბრიტანელი კრის მიკის მომავალი კი გაურკვეველია.

No comments:

Post a Comment