დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 19, 2015

საპოლიციო გზაგადამჭრელი „ფორდ ექსპლორერის“ ბაზაზე

Ford Unveils Explorer-Based 2016 Police Interceptor Utility
19 თებერვალი
მოდელ „ექსპლორერის“ განახლების შემდეგ, „ფორდმა“ მის ბაზაზე დამზადებული უგზოობის საპოლიციო მოდელი „პოლის ინტერსეპტორიც“ გადაახალისა. ავტომობილს, რომლის პრემიერაც ჩიკაგოს ავტო შოუზე გაიმართა, განახლებული დიზაინი და მაჩვენებლების დაფა აქვს. გაუმჯობესდა ელექტრონული სისტემა, მუხრუჭები. საკიდარი მძიმე დატვირთვებზეა გათვლილი. რაც მთავარია, ავტომობილის ძირითადი ცვლილებები პოლიციისთვის საჭირო სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა.

„მაკლარენ P1 GTR“ საბრძოლო ფორმაში და 1000 ცხენის ძალით

McLaren Unveils New 1000PS P1 GT-R in its Final Form
19 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „მაკლარენი“ თავის სუპერ ავტომობილ P1 GTR-ის საბოლოო ვერსიას გვიჩვენებს. მანამდე კი მისი ფოტოები და მონაცემები გამოაქვეყნა. უოკინგელები ამბობენ, რომ ეს ავტომობილი, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სატრეკო „სათამაშოა“, რაც კი ოდესმე შექმნილა.

„რედ ბული“ ფორმულა ერთს დაეპატრონება?

19 თებერვალი
ასეთ სენსაციურ ვარაუდს აქვეყნებს გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ პოპულარული რეპორტიორი მიხაელ შმიდტი, რომელიც წერს, რომ შესაძლოა, „რედ ბულმა“ საკუთარი ფ1-ის გუნდი „აუდის“ მიჰყიდოს და თავად ბერნი ეკლსტოუნისგან ფ1-ის სერია შეიძინოს. ამასთან, შმიდტი თავადვე აღიარებს, რომ ეს მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორმაციაა, რომელსაც კულუარებში მაინც ინტენსიურად განიხილავენ.

„ფორდი“ კარბონის ბოჭკოს კომპოზიტებს მასობრივად გამოუშვებს

Ford To Develop Affordable, High-Volume Carbon Fiber Production
19 თებერვალი
ას წელზე მეტი ხნის წინათ, „ფორდმა“ საავტომობილო სამყარო, „მოდელ T-ს“ დახმარებით გარდაქმნა. ახლა კი დგება დრო, როცა დირბორნელები ავტო ინდუსტრიას კიდევ ერთ რევოლუციას უმზადებენ და მას კარბონის კომპოზიტის ფერი ექნება. ცისფერ ოვალს სწორედ ამ მასალის მასობრივად წარმოება და ავტომობილებში დანერგვა სურს.

„სუზუკი ვიტარა“ ევროპას უბრუნდება

New Suzuki Vitara Priced from £13,999 in the UK, Goes on Sale in April
19 თებერვალი
„სუზუკის“ სრულიად ახალი უგზოობის ავტომობილი „ვიტარა“, რომელიც ბაზარს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება, ევროპის ბაზარს აპრილში, ბრიტანეთიდან დაუბრუნდება. ალბიონზე ავტომობილის საბაზო ფასი 13 999 გირგვანქა სტერლინგი იქნება. ამ ფასად, მყიდველს მოდიფიკაცია SZ4-ს შესთავაზებენ, რომელიც ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავითა და წინა ამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი.

Wednesday, February 18, 2015

„ლოტუს ევორა 400“ - სახეშეცვლილი, მძლავრი და მსუბუქი

New Lotus Evora 400 Has Fresh Looks, More Power and Less Weight
18 თებერვალი
„ლოტუსმა“ მოდელი „ევორა“ განაახლა და მას პირველად ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენებს. განხლებული ავტომობილის სრული სახელია „ევორა 400“ და როგორც ბრიტანული კომპანია ამბობს, ეს მის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ავტომობილია. სახელში რიცხვი, ძრავის ცხენის ძალებს აღნიშნავს.

„კვანტ F“ - კვანტური ქიმია და ავტომობილი

Quant F all-electric concept set for Geneva motor show
18 თებერვალი
ეს ლიხტენშტაინურ კომპანია „ნანოფლოუსელის“ პირველი „კვანტური“ ელექტრომობილი არაა. უფრო სწორედ პირველის, კონცეპტუალური „კვანტ e-სპორტლიმუზინის“ (რომელიც ასევე ჟენევაში, ოღონდ შარშან გვიჩვენეს) მოდერნიზებული ვარიანტია. ოთხადგილიანი „კვანტ F-ის“ პირველი ჩვენება ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. მისი მთავარი თვისება ისაა, რომ ერთი სრული გაწყობით/დამუხტვით, 800 კილომეტრის გავლა შეუძლია.

კონცეპტი „ბუდიი“ – „რინსპიდის“ ახლო მომავლის ავტომობილი

Budii Concept is Rinspeed's Redesigned BMW i3
18 თებერვალი
„რინსპიდი“ ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალური კონცეპტუალური ავტომობილებით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შვეიცარიული დიზაინ და საინჟინრო ატელიე, თანამედროვე ტენდენციებზე რამდენიმე ნაბიჯით წინ არის ხოლმე. რა თქმა უნდა, მისი ქმნილებების უმეტესობა კონვეიერს ვერ აღწევს, მაგრამ ბევრ კომპანიას და ინჟინერს შთაგონების წყაროს აძლევს იმისათვის, რომ მათ მომხმარებლებს მაქსიმალური სიამოვნება მიანიჭონ და კომფორტი შეუქმნან.

Tuesday, February 17, 2015

„ფერარის“ ხედვა ფ1-ის მომავლის ბოლიდზე

Ferrari reveals its concept for the future of Formula 1 cars
17 თებერვალი
„ფერარიმ“ ფორმულა ერთის უჩვეულო ავტომობილის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც იმ ხედვას ასახავს, თუ როგორი იქნებოდა ფ1-ის ავტომობილები, ტექნიკური აკრძალვების მნიშვნელოვნად შემცირების შემთხვევაში. ეს თემა ამჟამად აქტუალურია - დღეს ჟენევაში ფ1-ის კომისიის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მომავლის რეგლამენტს განიხილავენ. საყოველთაო აღიარებით, დროა, ფ1-ში ტექნიკური რეგლამენტი „გაათავისუფლონ“, რაც ავტომობილების სიჩქარეს გაზრდის და რბოლებს უფრო სანახაობრივს გახდის.

Monday, February 16, 2015

„ალფა რომეოს“ უგზოობის მოდელი „ჯულიას“ პლატფორმაზე აიგება

Alfa Romeo SUV to be Based on Giulia Saloon Platform, Launch in 2016
16 თებერვალი

უკვე ათი წელი გავიდა, რაც „ალფა რომეომ“ უგზოობის კონცეპტუალური ავტომობილი, „კამალი“ გვიჩვენა. მაგრამ მას შემდეგ, იტალიური კომპანიისგან ამ სიახლეს მუდმივად ელიან. აქამდე ეს ლოდინი ამაო იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ბაზრის ტენდენციებმა და „ალფა რომეოს“ რესტრუქტურიზაციის გეგმამ, უგზოობის „ალფა“ დღის წესრიგში დააბრუნა.

„რეინჯ როვერ ევოუკი“ შუქდიოდური ფარებით და ახალი ძრავებით

2016 Range Rover Evoque Coming with Full LED Adaptive Headlights and New Engines
16 თებერვალი
ამ ეფექტური ფოტო ტიზერით, „ლენდ როვერმა“ თავის პოპულარულ უგზოობის კომპაქტურ მოდელ „რეინჯ როვერ ევოუკის“ განახლებული ვერსიის მოახლოებული პრემიერის შესახებ გვამცნო. პრემიერა კი მალე, ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. ტიზერზე ავტომობილის წინა ფარებია ხაზგასმული და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ავტომობილის მთავარი სიახლე სწორედ ფარებია.

„ფორდ მუსტანგმა“ NHTSA-ს ხუთი ვარსკვლავი მიიღო

2015 Ford Mustang Earns Top Safety Rating from NHTSA
16 თებერვალი
აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA), „ფორდის“ უახლეს „მუსტანგს“ უმაღლესი სარეიტინგო შეფასება - ხუთი ვარსკვლავი მიანიჭა. ავტომობილმა საუკეთესო შედეგები აჩვენა როგორც წინიდან, ასევე გვერდიდან შეჯახებისა და ამოყირავების ქრეშ ტესტებისას. ქრეშ ტესტების გარდა, ავტომობილმა მაღალი სარეიტინგო შეფასება, უსაფრთხოების პასიური და აქტიური სისტემების წყალობითაც დაიმსახურა, რომლებითაც უხვადაა აღჭურვილი.

აფხაზავას „არტლაინი“ ფ3-ში „დალარას“ მეტოქე იქნება

ArtLine to take on Dallara in F3
15 თებერვალი
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მფლობელის, შოთა აფხაზავას გუნდმა „არტლაინმა“ ფორმულა 3-ის კატეგორიის ახალი სარბოლო ავტომობილი „არტტექ P315“ შეიმუშავა, რომელიც ახალი სეზონიდან, ფ3-ის ევროპის და გერმანიის ჩემპიონატებში მიიღებს მონაწილეობას.

Sunday, February 15, 2015

ოჟიემ შვედეთის რალიზეც გაიმარჯვა

Rallying-Ogier snatches thrilling Rally of Sweden victory
15 თებერვალი
როგორც ჩანს, სებასტიან ოჟიეს და მისი „ფოლკსვაგენის“ დამარცხება ამ სეზონშიც ძნელი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამის თქმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონტის მეორე ეტაპის შემდეგ, რომელსაც ამჯერად შვედეთის თოვლიანმა გზებმა უმასპინძლა. ოჟიემ ის მეორედ მოიგო (პირველად 2013 წელს აქვს მოგებული) და 53 ქულამდე გაზარდა თავისი საჩემპიონატო მონაგარი.

„არიელ ნომადი“ - სატრეკო ავტომობილი უგზოობისთვის

Ariel Nomad Debuts in Production-Ready Clothes, Pricing Starts at £30,000
15 თებერვალი
ბრიტანული კომპანია „არიელ მოტორი“ თავის სატრეკო მოდელ „ატომითაა“ ცნობილი, ამიერიდან კი, უგზოობაში ექსტრემალური მართვის მოყვარულებსაც გაუხარებს გულს. ბირმინგემში ჩატარებულ ჟურნალ „ავტოსპორტის“ საერთაშორისო შოუზე, კომპანიამ თავისი სიახლე, ბაგის ტიპის უგზოობის „ნომადი“ წარადგინა, რომელიც „ატომის“ ბაზაზეა აგებული.