Ford To Develop Affordable, High-Volume Carbon
Fiber Production
19 თებერვალი
ას წელზე მეტი ხნის წინათ, „ფორდმა“ საავტომობილო სამყარო,
„მოდელ T-ს“ დახმარებით გარდაქმნა. ახლა კი დგება დრო, როცა დირბორნელები ავტო
ინდუსტრიას კიდევ ერთ რევოლუციას უმზადებენ და მას კარბონის კომპოზიტის ფერი ექნება.
ცისფერ ოვალს სწორედ ამ მასალის მასობრივად წარმოება და ავტომობილებში დანერგვა სურს.
დეტროიტის მოტორ შოუზე, სუპერ ავტომობილ GT-ს (რომელშიც
კარბონის კომპოზიტი უხვადაა გამოყენებული) პრეზენტაციის შემდეგ, „ფორდმა“
გამოაცხადა, რომ თანამშრომლობას იწყებს კომპანია „დოუ ქემიკალზთან“, რომელთან
ერთადაც, კარბონის კომპოზიტის მასობრივად წარმოებას გეგმავს. ამერიკული კომპანიის
მიზანი ერთია - შეიმუშაოს ტექნოლოგია, რომელიც ავტომობილების წარმოებაში, კარბონის
კომპოზიტს გააიაფებს და მისი მასობრივად გამოყენებისთვის საშუალებას მისცემს.
კარბონის დანერგვის მთავარი მიზანი ერთია - ავტომობილების
წონის შემცირება. ეს მასალა ფოლადსა და ალუმინზე მტკიცე და დიდი დატვირთვებისადმი
შეუდარებლად მედეგ სტრუქტურებს ქმნის და რაც მთავარია, ორივეზე მსუბუქია. თუმცა,
მისი ფორმირებისთვის გარკვეული ქიმიური რეაქციები და ფიზიკური ზემოქმედებაა
საჭირო, რაც დროს მოითხოვს. თანაც, კარბონის ბოჭკო მეტისმეტად ძვირია, რადგან მას
მასობრივად არსად იყენბენ (პირველ რიგში, სწორედ სიძვირის გამო).
და
თუ „ფორდი“ შეძლებს ამ შესანიშნავი მასალის ინდუსტრიულ „მოთვინიერებას“, მაშინ
კონკურენტებთან სოლიდურ ფორას მიიღებს...
No comments:
Post a Comment