დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 19, 2015

„მაკლარენ P1 GTR“ საბრძოლო ფორმაში და 1000 ცხენის ძალით

McLaren Unveils New 1000PS P1 GT-R in its Final Form
19 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „მაკლარენი“ თავის სუპერ ავტომობილ P1 GTR-ის საბოლოო ვერსიას გვიჩვენებს. მანამდე კი მისი ფოტოები და მონაცემები გამოაქვეყნა. უოკინგელები ამბობენ, რომ ეს ავტომობილი, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სატრეკო „სათამაშოა“, რაც კი ოდესმე შექმნილა.
P1 GTR-ის ჰიბრიდული ძალური დანადგარის ჯამური სიმძლავრე 1000 ცხენის ძალაა. აქედან 800 ცხენის ძალა 3.8-ლიტრიან წყვილ ტურბოიან V8 ძრავზე მოდის, დანრჩენ 200 ცხენის ძალა კი ელექტრო ძრავის ავლა-დიდებაა. კლირენსი საგზაო ვერსიასთან შედარებით 50 მილიმეტრით არის დაწეული, წინა ბორბლების კვალის სიგანე 80 მილიმეტრით არის გაზრდილი. და „მაკლარენის“ ინჟინრებმა მოახერხეს და ავტომობილი 50 კილოგრამით შეამსუბუქეს.
წონის შესამცირებლად, გვერდითა შუშები პოლიკარბონატით შეცვალეს, როგორსაც მოტორსპორტში იყენებენ. მძღოლის მხარეს შუშას გასაწევი მცირე ფანჯარა აქვს - ესეც სარბოლო ავტომობილების სტილში. სახურავზე არსებული შუშის პანელები კარბონის ბოჭკოთი შეიცვალა, რითაც ინტერიერში უფრო ჩაკეტილი, სარბოლო ავტომობილისთვის დამახასიათებელი გარემო შექმნა.
„მაკლარენ P1 GTR-ი“ 19-დუიმიან ალუმინის ბორბლებზე დგას, რომლებსაც სარბოლო ავტომობილის სტილში, თითო, ცენტრალური სამაგრი ქანჩი აქვს. ბორბლები „პირელის“ სლიკ რეზინითაა შემოსილი. რადიატორის ცხაურის ქვეშ, დიდი სპლიტერია განლაგებული, ფარების ქვემოთ არსებულ ელემენტებზე კი მცირე აეროდინამიკური ელემენტები განლაგდა, რომლებიც ჰაერის ნაკადის მოწესრიგებას უწყობენ ხელს.
უკანა, დიდი ანტი ფრთის სამაგრების სიმაღლე 400 მილიმეტრია, ანუ საგზაო ვერსიის ანალოგიური ელემენტების სიმაღლეზე 100 მილიმეტრით მეტი. ასე მას უფრო მეტად შეუძლია ავტომობილის უკანა ბორბლების ჩაჭიდების გაზრდა. საერთო ჯამში, ყველა (მათ შორის წინებიც) აეროდინამიკური ელემენტი, 250 კმ/სთ სიჩქარეზე, 660 კილოგრამ ჩაჭიდებას უზრუნველყოფს. ეს კი დაახლოებით 10 პროცენტით მეტია საგზაო ვერსიის აეროდინამიკის შესაძლებლობებზე.
გარდა ამისა, ზორბა ანტი ფრთაში ინტეგრირებულია ფორმულა ერთის ტიპის DRS (წინააღმდეგობის შემცირების სისტემა), რომელიც საჭის რგოლზე არსებული ღილაკით იმართება და ანტი ფრთის დახრის კუთხეს, 0-32 გრადუსის დიაპაზონში არეგულირებს. უკან დიდი დიფუზორი განლაგდა, ფსევდო ბამპერის თავზე, ცენტრალურ ნაწილში კი ორი მსხვილი გამოსაბოლქვი მილი დააყენეს, რომლებიც ინკონელის (ალუმინის, ნიკელის და ქრომის შენადნობი), ტიტანის და ალუმინის გამოყენებითაა დამზადებული. ამ მასალების წყალობით, დამატებით 6.5 კილოგრამის დაზოგვა გახდა შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment