New Suzuki Vitara Priced from £13,999 in the UK,
Goes on Sale in April
19 თებერვალი
„სუზუკის“ სრულიად ახალი უგზოობის ავტომობილი „ვიტარა“,
რომელიც ბაზარს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება, ევროპის ბაზარს აპრილში,
ბრიტანეთიდან დაუბრუნდება. ალბიონზე ავტომობილის საბაზო ფასი 13 999 გირგვანქა
სტერლინგი იქნება. ამ ფასად, მყიდველს მოდიფიკაცია SZ4-ს შესთავაზებენ, რომელიც ბენზინის
1.6-ლიტრიანი ძრავითა და წინა ამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი.
სულ სამი მოდიფიკაციაა ხელმისაწვდომი - SZ4, SZ-T და
SZ5, რომლებისთვისაც ორი ძრავია განკუთვნილი. ზემოთ ნახსენების გარდა, მეორეა
იმავე ლიტრაჟის დიზელის აგრეგატი. ორივე 120 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. SZ4-ის
სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა შვიდი აირბალიში, 16-დუიმიანი ბორბლები, DAB რადიო,
USB
და ბლუთუთ პორტებით, კრუიზ კონტროლი, სიჩქარის შემზღუდველით, ავტომატური კონდიციონერი,
წინა და უკანა შუშების ელექტროამწევები და წინა ფარები პროექტირებადი ნათურებით.
მოდიფიკაცია SZ-T-ის შემთხვევაში, „ვიტარას“ ეკიპირებაში,
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა შედის: 17-დუიმიანი ვერცხლისფრად შეღებილი ბორბლები, სმარტფონთან
დაკავშირებული აუდიო და სანავიგაციო სისტემები. რაც შეეხება SZ5-ს, მის
ეკიპირებას, პირველი ორი მოდიფიკაციის ეკიპირების გარდა, შუქდიოდური ფარები, ალუმინის
17-დუიმიანი გაპრიალებული ბორბლები, ზამშით გაწყობილი სავარძლები, უგასაღებო
საკეტი, მასთან დაკავშირებული დასაქოქი ღილაკით, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი,
პანრამული ჭერი და მუხრუჭების რადარული დამხმარე სისტემა.
გარდა ამისა, იაპონური კომპანია მათ, ვისაც სურს,
რომ თავისი „ვიტარა“ გარეგნულადაც გამორჩეული იყოს, ოპციის სახით, დამტებითი
ეკიპირების ორ პაკეტს შესთავაზებენ. პირველი პაკეტი ქალაქისაა და მასში სანისლე
ფარების მოქრომილ ფოსოები, გვერდითა ქრომირებულ მოლდინგები, სახურავის უკანა კიდეში
სპოილერის განლაგება შედის. მეორე პაკეტი უგზბისაა და მასში მანქანის ძირზე, წინა
და უკანა ნაწილში დამცავი ფირფიტები, სანისლე ფარების არშიები, გვარდითა ზღურბლები
და უკანა კარის დამცავი შედის. ორივე დამატებითი ეკიპირების საფასური 500-500
გირვანქა სტერლინგია.
გარდა ამისა, SZ5 მოდიფიკაციის მყიდველისთვის
ხელმისაწვდომი არულ ამძრავიანი სისტემა „ოლგრიპი“ შევა. ბენზინის 1.6-ლიტრიან ძრავთან
წყვილში 5-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისია შევა, თუმცა მალე მყიდველის სურვილის
შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 6-საფეხურიანი ავტომატურის დაყენება. 1.6-ლიტრიან
დიზელთან კი მხოლოდ 6-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისია იმუშავებს.
რა
თქმა უნდა, ამ ორი ძრავიდან, მძიმე საწვავზე მომუშავე უფრო ეკონომიურიცაა და მას
ასევე უფრო სუფთა გამონაბოლქვიც აქვს. ასი კილომეტრის გასავლელად მისით და წინა
ამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილ „ვიტარას“ 4.0 ლიტრი საწვავი ეყოფა, ყოველ
კილომეტრზე კი გამონაბოლქვში ნახშირროჟანგის შემცველობა 106 გრამი იქნება.
No comments:
Post a Comment