New Lotus Evora 400 Has Fresh Looks, More Power
and Less Weight
18 თებერვალი
„ლოტუსმა“ მოდელი „ევორა“ განაახლა და მას პირველად
ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენებს. განხლებული ავტომობილის სრული სახელია „ევორა 400“
და როგორც ბრიტანული კომპანია ამბობს, ეს მის ისტორიაში ყველაზე მძლავრი
ავტომობილია. სახელში რიცხვი, ძრავის ცხენის ძალებს აღნიშნავს.
ავტომობილი ისევ 3.5-ლიტრიანი V6 ძრავითაა
აღჭურვილი, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. ძრავი ბაზაშია განლაგებული.
ის 400 ცხენის ძალას და 410 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამგვარად, ეს ძრავი „ევორა
S-ის“ ძრავზე 45 ცხენის ძალით და 10 ნიუტონმეტრით მეტს იძლევა. ძრავთან 6-საფეხურიანი
მექანიკური, ან ამდენივე საფეხურის მქონე ავტომატური კოლოფი წყვილდება.
ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ
სიჩქარის ასაკრეფად 4.1 წამი ჰყოფნის (ევორა S-ს 4.2 წამი სჭირდება), მისი
მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ზე მეტია. „ევორა 400-ს“ კომპანიის სატესტო
ტრეკის (ჰეთელი, ნორფოლკი) გასავლელად, „ევორა S-ზე“ 6.0 წამით ნაკლები სჭირდება.
როგორც „ლოტუსი“ ამბობს, „ევორა 400-ის“ დაახლოებით
ორი მესამედი სრულიად ახალია. გარდა ამისა, ავტომობილი გარეგნულადაც შეიცვალა. განახლდა
კაბინა. მზიდი სტრუქტურა კი ექსტრუდირებული ალუმინით დამზადდა. დიფერენციალი გაზრდილი
ხახუნისაა, ახალია მუხრუჭებიც და ბორბლებიც. საერთო ჯამში, ავტომობილმა, „ევორა S-სთან“
შედარებით, 22 კილოგრამი დაიკლო.
როგორც „ლოტუს ქარზის“ შეფი ჟან-მარკ გალი ამბობს, „ევორა
400“ მისი კომპანიის ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილია. ამასთან, მას აქვს ისეთი დინამიკური
მახასიათებლები, როგორებითაც მასზე გაცილებით ძვირი სუპერ ავტომობილები
გამოირჩევიან. ევროპულ ბაზარზე „ევორა 400“ ზაფხულში გამოვა, შეკვეთების შესრულება
კი აგვისტოში დაიწყება.
No comments:
Post a Comment