Quant F all-electric concept set for Geneva motor
show
18 თებერვალი
ეს ლიხტენშტაინურ კომპანია „ნანოფლოუსელის“ პირველი
„კვანტური“ ელექტრომობილი არაა. უფრო სწორედ პირველის, კონცეპტუალური „კვანტ e-სპორტლიმუზინის“
(რომელიც ასევე ჟენევაში, ოღონდ შარშან გვიჩვენეს) მოდერნიზებული ვარიანტია.
ოთხადგილიანი „კვანტ F-ის“ პირველი ჩვენება ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. მისი
მთავარი თვისება ისაა, რომ ერთი სრული გაწყობით/დამუხტვით, 800 კილომეტრის გავლა
შეუძლია.
„კვანტ F-ის“ სიგრძე 5250 მილიმეტრია. ის ოთხი
ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ბორბლებშია განლაგებული. ძრავების პიკური
ჯამური სიმძლავრე 1075 ცხენის ძალას აღწევს. ოღონდ, ამ სიმძლავრით მხოლოდ ძალიან
მცირე დროით მუშაობს. ამ დროს, მაქსიმალური ძაბვა 735 ვოლტს აღწევს.
შედარებისთვის, მისი წინამორბედის შემთხვევაში, სიმძლავრე 912 ცხენის ძალაა, მაქსიმალური
ძაბვა კი - 600 ვოლტი.
ავტომობილს ახალი, „ნანოფლოუსელის“ მიერ
შემუშავებული, ორსაფეხურიანი ტრანსმისია ემსახურება. როგორც მწარმოებელი აცხადებს,
მსგავსი ტრანსმისია ჯერ არავის გამოუყენებია, თუმცა მის თავისებურებას არ
აკონკრეტებს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღწევს. როგორც
კომპანიის ტექნიკური დირექტორი ნუნციო ლა ვეკია ამბობს, ელექტრო ენერგიის
გამომუშავება და შენახვა, ნაკადური ტიპის ფიჭურ ელემენტებში ხდება, რომლებშიც ელექტროლიტებია
გამოყენებული.
„იმის ნაცვლად, რომ ჩვეულებრივი ფიჭური ელემენტების
მსგავსად, რეაქტივებად წყალბადი და ჟანგბადი გამოგვეყენებინა, ჩვენ ორი იონიზებული
სითხის გამოყენება ვარჩიეთ, რომელთაგან ერთი დადებითი მუხტის მატარებელი იქნებოდა,
მეორე კი - უარყოფითად დამუხტული. მათ შესანახად, ორი 250-ლიტრიანი ავზი გამოვიყენთ,
რომლებიც ცალ-ცალკე, ავტომობილის სუბსტრუქტურაში განვალაგეთ. საერთო ჯამში, სვლის
სიშორე, წინამორბედთან შედარებით, 30 პროცენტით გავზარდეთ“, - ყვება ლა ვეკია.
ავტომობილი სრულ ამძრავიანია - ბორბლებს „თავისი“
თითო ძრავი ემსახურება, თუმცა საშუალომდე სიჩქარის შემთხვევაში, წინ ბორბლების
ძრავები ითიშება. ამგვარად, ენერგიის ხარჯი მციდება. რაც შეეხება ავტომობილის მზიდ
სტრუქტურას, ისიც ახლიდანაა შემუშავებული და კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ
მონოკოკურ ელემენტს წარმოადგენს. ავტომობილის აეროდინამიკური პროფილი ორსაფეხურიანია
და აქტიურდება, როცა მანქანის სიჩქარე 80 კმ/სთ-ზე მეტია. ის მეტწილად მანქანის
უკანა ნაწილს ტვირთავს და შესაბამისად, გზასთან ჩაჭიდებასაც აუმჯობესებს.
No comments:
Post a Comment