Alfa Romeo SUV to be Based on Giulia Saloon
Platform, Launch in 2016
16 თებერვალი
უკვე ათი წელი გავიდა, რაც „ალფა რომეომ“ უგზოობის
კონცეპტუალური ავტომობილი, „კამალი“ გვიჩვენა. მაგრამ მას შემდეგ, იტალიური
კომპანიისგან ამ სიახლეს მუდმივად ელიან. აქამდე ეს ლოდინი ამაო იყო, მაგრამ როგორც
ჩანს, ბაზრის ტენდენციებმა და „ალფა რომეოს“ რესტრუქტურიზაციის გეგმამ, უგზოობის „ალფა“
დღის წესრიგში დააბრუნა.
და აი, როგორც გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპი“
იტყობინება, მილანელები თავიანთი პირველი უგზოობის ავტომობილის შემუშავების ბოლო
ფაზაში არიან. ამ ეტაპზე, პროექტის სახელია „პროჯექტ 949“, ბაზარზე კი ის 2016 წელს
უნდა გამოვიდეს. ამ ინფორმაციის წყარო, ვინც ვინაობის გამხელა არ ისურვა იტყობინება,
რომ უგზოობის ავტომობილი, უახლესი საშუალო ზომის სედანის პლატფორმაზეა ბაზირებული.
ამ სედანის სახელია „ჯულია“ და მისი პრემიერა ფრანკფურტის წლევანდელ მოტორ შოუზეა
მოსალოდნელი. ადრე იყო ვარაუდი, რომ „ალფას“ პირველ SUV-ს „ჯიპის“ პლატფორმაზე
ააგებდნენ.
პლატფორმა, სახელად „ჯორჯო“, „ალფა რომეოს“ „ფიატ
კრაისლერმა“ მიაწოდა, რაც მილანურ კომპანიას ხარჯების შემცირების საშუალებას
მისცემს. მითუმეტეს, მას ორი მოდელისთვის იყენებს. იტალიურ-ამერიკული ჯგუფის
მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს ნათქვამი აქვს, რომ ახალ პლატფორმაზე ახალი
ავტომობილის გამოშვებას, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია სჭირდება.
მაგრამ უკვე არსებული პლატფორმის გამოყენების შემთხვევაში, ახალი ავტომობილის
საინვესტიციო პაკეტი დაახლოებით 300 მილიონ დოლარამდე მცირდება.
ინფორმაციის წყარო ასევე იტყობინება, რომ უგზოობის
მოდელის შემუშავება, „ფერარის“ ყოფილ ინჟინრებს დაევალათ. ეს ავტომობილი,
დაახლოებით „აუდი Q5-ის“ და „ბეემვე X3-ის“ ზომისა იქნება და მათვე გაუწევს
კონკურენციას. და ეს იქნება მილანელთა პირველი ავტომობილი, რომელიც უახლესი V6
ტურბო დიზელით აღიჭურვება.
No comments:
Post a Comment