დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 16, 2015

„ფორდ მუსტანგმა“ NHTSA-ს ხუთი ვარსკვლავი მიიღო

2015 Ford Mustang Earns Top Safety Rating from NHTSA
16 თებერვალი
აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA), „ფორდის“ უახლეს „მუსტანგს“ უმაღლესი სარეიტინგო შეფასება - ხუთი ვარსკვლავი მიანიჭა. ავტომობილმა საუკეთესო შედეგები აჩვენა როგორც წინიდან, ასევე გვერდიდან შეჯახებისა და ამოყირავების ქრეშ ტესტებისას. ქრეშ ტესტების გარდა, ავტომობილმა მაღალი სარეიტინგო შეფასება, უსაფრთხოების პასიური და აქტიური სისტემების წყალობითაც დაიმსახურა, რომლებითაც უხვადაა აღჭურვილი.
მეექვსე თაობის „მუსტანგი“ პირველია ამ სახელის მქონე ავტომობილებს შორის, რომელსაც დამოუკიდებელი უკანა საკიდარი აქვს. გარდა ამისა, მის სახელთათმანე ყუთში აირბალიშია ჩამონტაჟებული, რომელიც წინა მგზავრს იცავს. გარდა ამისა, ავტომობილის უსაფრთხოებას არაერთი უახლესი სისტემა ემსახურება, რაც წინა თაობის „მუსტანგისთვის“ წარმოუდგენელი იყო.
მას შემდეგ, რაც ახალი „მუსტანგის“ ქრეშ ტესტების შედეგები გაიგო, პროექტ „მუსტანგის“ მთავარმა ინჟინერმა კარლ უილდმანმა განაცხადა, რომ ეს ავტომობილი სუფთა ფურცლიდან შეიქმნა. მისი თქმით, ავტომობილი უფრო დაიხვეწა, გაძლიერდა და იმავდროულად, მას აქვს ყველაფერი, რის გამოც, ხალხმა გასული 50 წლის განმავლობაში, „მუსტანგი“ შეიყვარა. ამასთან, ის დასძენს, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ახალ „მუსტანგს“ გლობალურ ბაზარზეც მსგავსი წარმატება ელის.

No comments:

Post a Comment