დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 9, 2014

„ფიატ კრაისლერის“ შტაბ-ბინა ლონდონში განლაგდება

Fiat Chrysler headquarters will be in London, Marchionne says
9 მაისი
ახალშექმნილ საავტომობილო კონგლომერატ „ფიატ კრაისლერ ავტომობილსის“ შტაბ-ბინა ლონდონში განლაგდება, - განაცხადა იტალიურ-ამერიკული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ. ამგვარად, მან პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარე საკითხი, პრაქტიკულად უმტკივნეულოდ გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, „ფიატი“ ქალაქ ტურინშია ბაზირებული, „კრაისლერი“ კი - დეტროიტის გარეუბან ობურნ ჰილზში.

ჰამილტონი ისევ ლიდერია, ფეტელმა დაისვენა

Motor racing-Top for Hamilton, stop for Vettel in Spain
9 მაისი
„მერსედესის“ და ლუის ჰამილტონის უპირატესობა მეტოქეებთან, ესპანთის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზეც აშკარაა. უფრო საინტერესო ისაა, თუ მდევრებმა რა შეძლეს ევროპაში დაბრუნებამდე. ზოგი მათგანი უკვე ამბობს, რომ ეს სეზონი სამქიმიანებისაა, ზოგიც ჯერ ისევ იბრძვის. რა შედეგით, ამას კვალიფიკაციასა და რბოლაში ვნახავთ. ჯერჯერობით კი ჩანს, რომ ჰამილტონს 0.8 წამზე ახლოს მხოლოდ ნიკო როსბერგი „ეკარება“ და ისიც ყოველთვის ვერა...

Thursday, May 8, 2014

საიუბილეო „მუსტანგი“ ქველმოქმედებისთვის

Ford Builds One-Off 2015 Mustang 50 Years Convertible for Multiple Sclerosis Research
8 მაისი
„ფორდი“ ერთ ცალ საიუბილეო „მუსტანგ GT-ს“ ღია ვერსიას, სპეციალურად საქველმოქმედო გათამაშებისთვის გამოჰყოფს, რომლიდან მიღებული თანხებიც, გაფანტული სკლეროზის კვლევას მოხმარდება. ეს იქნება ახალი „მუსტანგის“ ღია ვერსიის ერთ-ერთი პირველი ეგზემპლარი, რომელსაც ამერიკული კომპანია ამ შემოდგომაზე გამოუშვებს.

„ვოლვომ“ და „გუგლმა“ თვითმავალი მანქანების ქალაქში ტესტირება დაიწყეს

Volvo, Google begin testing self-driving cars on city streets
8 მაისი
„ვოლვომ“ და „გუგლმა“ გამოაცხადეს, რომ თავიანთი თვითმავალი ავტომობილების ქალაქის ქუჩებში გამოცდებს შეუდგნენ, რაც ახალი ტექნოლოგიის სერიულ ავტომობილებზე დანერგვის პროცესში, ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაა. ამ ტიპის ავტომობილებს, რამდენიმე წლის განმავლობაში, ტესტებს ქალაქგარეთ მაგისტრალებზე უტარებდნენ, სადაც მეტნაკლებად პროგნოზირებადი პირობებია.

„მერსედესის“ ძრავებს ხმა დაუბოხდება

Mercedes reveal they will test 'a prototype solution' to increase exhaust noise
8 მაისი
„მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ თავისი გუნდის ბოლიდზე სპეციალურ მოწყობილობას დააყენებს, რომელიც ძრავის ხმას გააძლიერებს. ოღონდ, ეს ბარსელონაში რბოლის შემდეგ, ტესტების დროს მოხდება, რომელიც ბარსელონას ტრეკზევე გაიმართება. სამქიმიანები ცდილობენ, რომ მეტოქეებთან თავიანთი დიდი უპირატესობა, შესაფერისი ხმოვანი აკომპანიმენტითაც გააფორმონ.

ეკლსტოუნი: აზერბაიჯანი კორეას შეცვლის

Ecclestone: Azerbaijan will replace Korea on F1 calendar
8 მაისი
ფ1-ის ვეტერანი ბოლიდების საჩვენებელი რბოლა ბაქოში (2013)
რადგან ამას ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, ეს უკვე ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში ფორმულა ერთის რბოლის ჩატარების საკითხი დადებითად გადაწყდა. ბერნიმ ისიც კი განაცხადა, რომ ბაქოს რბოლა, მომავალი სეზონის კალენდარში კორეის დიდ პრიზს ჩაანაცვლებს, რომელიც მისი დებიუტისთანავე, მწირი დასწრებით გამოირჩევა.

Wednesday, May 7, 2014

„მაკლარენმა“ შესაძლოა P1¬ის სატრეკო ვერსიაც გამოუშვას

McLaren Reportedly Considering Faster, Track-Exclusive P1
7 მაისი
თავდაჯერებით შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანული კომპანია თავის ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ P1­-ის სატრეკო ვერსიას გამოუშვებს. შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, „მაკლარენი“ P1­-ის მყიდველთა შორის გამოკითხვას ატარებს. ეს კი მდიდარი ხალხია, რომელთა უმეტესობაც ტრეკზე ავტომობილის ექსტრემალური მართვით თავს ხშირად იქცევს.

ფორმულა ერთის რბოლას სოჭის ნაცვლად ბაქო უმასპინძლებს?

Azerbaijan could replace Russia on 2014 calendar – report
7 მაისი
სიმართლე ითქვას, უკვე გაირკვა, რომ ასე არ იქნება. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამგვარი ინფორმაცია გავრცელდა, უკვე მრავლის მეტყველია. ის გერმანულმა „ველტმა“ გაავრცელა, რომელმაც ივარაუდა, რომ რუსული ჯარის უკრაინაში შესვლის შემთხვევაში, სოჭში ფორმულა ერთის რბოლა არ ჩატარდება. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა DTM-ის რბოლა მოსკოვის ტრეკზე.

„ფორდი“ ევროპაში ახალი „მუსტანგზე“ შეკვეთების მიღებას იწყებს

2015 Ford Mustang European Order Book Opens May 24th
7 მაისი
„ფორდი“ აგრძელებს ბაზარზე უახლესი „მუსტანგის“ რეკლამირებას, არადა ავტომობილის წარმოება ჯერ არ დაწყებულა. მორიგი ინფორმაცია გვაუწყებს, რომ ამერიკული კომპანია ამ ავტომობილზე ევროპაში შეკვეთების მიღებას 24 მაისს დაიწყებს. ამასთან, ევროპისთვის განკუთვნილ პირველ პარტიაში, ჯერ მხოლოდ 500 „მუსტანგი“ შედის, რომლებიც ევროპული სპეციფიკაციით დამზადდება.

Tuesday, May 6, 2014

„რეზვანის“ „მხეცი“ კარგად შემოსილი „არიელ ატომია“

Rezvani Dreams of a Dressed Up and Tuned Ariel Atom Named Beast
6 მაისი
„რეზვანი მოტორსი“ ამერიკული კომპანიაა რომელიც ბიზნსმენმა ფერის რეზვანიმ დააარსა. მას ადრე რამდენიმე პროექტი აქვს შესრულებული, მათ შორის, „ლოტუს ევორას“ ბაზაზე შემუშავებული კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი „ბულეტა“, მაგრამ რეალურად ჯერ არაფერი განუხორციელებია. თუმცა, საკუთარი ოცნების განსახორციელებლად, კომპანია „რეზვანი მოტორსი“ ჩამოაყალიბა და სრულიად ახალ პროექტს მოჰკიდა ხელი. ამ პროექტის სახელია „ბისტ“, ანუ „მხეცი“.

ევროპელებს თეთრი ხუთკარიანი „ფორდ ფოკუსი“ მოსწონთ

Europe's Favorite Ford is a White, Five-Door Focus with Petrol Engine and Manual Gearbox
6 მაისი
ევროპა პრაქტიკულად ყველა სფეროში ძალიან გადატვირთული და კონკურენტული ბაზარია. რა თქმა უნდა, ეს საავტომობილო ბაზარსაც ეხება - ძველი კონტინენტის ბაზრის წილის მოპოვება, მწარმოებლების კეთილდეობის საფუძველი შეიძლება იყოს. და ბუნებრივია, ამ ბაზრის ყოველმხრივ შესწავლას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ყოველ შემთხვევაში, „ფორდისთვის“ ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამერიკულ კომპანიას აქ საქმეები გამოსასწორებელი აქვს.

„ზაუბერმა“ C33 შეამსუბუქა

Sauber pins hopes on lightweight F1 car for Spanish GP
6 მაისი
ფორმულა ერთის ევროპული სეზონის დაწყების წინ არსებული სამკვრიანი პაუზა, „ზაუბერმა“ თავისი ბოლიდის, C33-ის დასახვეწად გამოიყენა. კერძოდ, ავტომობილმა მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში და მინიმალურ დაშვებულ ლიმიტს მიუახლოვდა. სხვათა შორის, ჭარბი წონა C33-ის მთავარი ნაკლი იყო, რაც მის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახებოდა.

Monday, May 5, 2014

ახალი „დიფენდერი“ – „მყარი და საიმედო“

New Land Rover Defender Family's Models will be "Rugged and Attainable”
5 მაისი
ნიუ იორკის ავტო შოუს დროს, „ლენდ როვერის“ დიზაინის დირექტორმა ჯერი მაკგოვერნმა ახალი „დიფენდერის“ სტილის შესახებაც ისაუბრა. უკვე ცნობილია, რომ ახალი „დისქავერის“ მსგავსად, ახალი „დიფენდერიც“ აღარ იქნება ცალკე მდგარი მოდელი და ამ სახელის ქვეშ, მოდელების ახალი ოჯახი გაერთიანდება, რომელთა მთავარი თვისებაც, ყველგანმავლობა იქნება.

Saturday, May 3, 2014

მალდონადოს „უილიამსის“ დატოვება 25 მილიონი დოლარი დაუჯდა

Maldonado paid $25 million to leave Williams – report
3 მაისი
საიდან უნდა სცოდნოდა პასტორ მალდონადოს, რომ გასული სეზონის მაჩანჩალა ამ სეზონში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად გარდაიქმნებოდა, შარშანდელი სეზონის ტიტულის მაძიებელი „ლოტუსი“ კი, რომელში გადასასვლელადაც, „უილიამსს“ კონტრაქტი გაუწყვიტა, პელოტონის მეორე ნახევარში გადაინაცვლებდა. თორემ პირველს არაფრის დიდებით არ დატოვებდა. და 25 მილიონი დოლარიც ხახვივით შერებოდა.

„სუზუკი“ მარტივსა და იაფ ჰიბრიდულ სისტემას გამოიყენებს

Suzuki joins fuel-efficiency race with simplified hybrid system
3 მაისი
„სუზუკი“ აცხადებს, რომ თავისი ავტომობილების საწვავის ხარჯის შესამცირებლად, ჰიბრიდული სისტემების გამარტივებულსა და იაფ ვერსიებს გამოიყენებს. იაპონური კომპანია ძველებურად შიდაწვის ძრავებზეა ფოკუსირებული, მაგრამ მაგრამ საავტომობილო ბაზრის ტრენდი ჰიბრიდული სისტემის გამოყენებისკენ უბიძგებს.