დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 7, 2014

ფორმულა ერთის რბოლას სოჭის ნაცვლად ბაქო უმასპინძლებს?

Azerbaijan could replace Russia on 2014 calendar – report
7 მაისი
სიმართლე ითქვას, უკვე გაირკვა, რომ ასე არ იქნება. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამგვარი ინფორმაცია გავრცელდა, უკვე მრავლის მეტყველია. ის გერმანულმა „ველტმა“ გაავრცელა, რომელმაც ივარაუდა, რომ რუსული ჯარის უკრაინაში შესვლის შემთხვევაში, სოჭში ფორმულა ერთის რბოლა არ ჩატარდება. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა DTM-ის რბოლა მოსკოვის ტრეკზე.
„ველტი“ ვარაუდობს, რომ თუ სოჭი კალენდრიდან ამოვარდა, მაშინ მის ადგილს ბაქო დაიკავებს, რომელიც იაპონიის და აშშ-ის ეტაპებს შორის არსებულ სამკვირიან პერიოდს შეავსებს. ბაქოში ევროპის დიდი პრიზის ჩატარება მომავალ სეზონში იგეგმება, თუმცა „ველტის“ ინფორმაციაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეს რბოლა ერთი წლით ადრე ჩატარდება.
აზერბაიჯანის სპორტის მინისტრ აზად რაჰიმოვის თქმით, ბერნი ეკლსტოუნთან უკვე მიღწეულია შეთანხმება და ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია მალე გაიმართება. ოღონ, მას არაფერი უთქვამს რბოლის ამ სეზონშივე ჩატარების შესახებ. უნდა ითქვას, რომ ორგანიზაციულად ეს ძალიან ძნელი გასაკეთებელი იქნება და ამ შემთხვევაში, ფული ვერაფერს გადაწყვეტს.
„ველტის“ ეს ვარაუდი უარყო რუსული დიდი პრიზის პრომოუტერმა სერგეი ვორობიოვმა. მისი თქმით, სოჭის რბოლის გადადებაზე, ან გაუქმებაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. ის ამბობს, რომ საქალაქო ტრეკის მოწყობა გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და ბილეთების გაყიდვაც მალე დაიწყება. ცნობისათვის, სოჭის ტრეკზე რუსული ეტაპი 12 ოქტომბერს გაიმართება.

No comments:

Post a Comment