2015 Ford Mustang European Order Book Opens May
24th
7 მაისი
„ფორდი“ აგრძელებს ბაზარზე უახლესი „მუსტანგის“
რეკლამირებას, არადა ავტომობილის წარმოება ჯერ არ დაწყებულა. მორიგი ინფორმაცია გვაუწყებს,
რომ ამერიკული კომპანია ამ ავტომობილზე ევროპაში შეკვეთების მიღებას 24 მაისს
დაიწყებს. ამასთან, ევროპისთვის განკუთვნილ პირველ პარტიაში, ჯერ მხოლოდ 500 „მუსტანგი“
შედის, რომლებიც ევროპული სპეციფიკაციით დამზადდება.
საინტერესოა, რომ შეკვეთების მიღების დაწყება,
ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის დროს იგეგმება. როგორც ცნობილია, „ფორდი“
ჩემპიონთა ლიგის პარტნიორია მრავალი წლის განმავლობაში. ამ სეზონის შემდეგ, ეს
პარტნიორობა მთავრდება და ცისფერი ოვალი ფინალურ აკორდს სწორედ ახალი „მუსტანგისთვის“
გამოიყენებს.
„მუსტანგის“ პირველ ევროპულ პაკეტში, 250 ცალი
ფასტბეკი და ამდენივე კაბრიოლეტი შევა. 500-დან 130 ცალი ბრიტანული ბაზრისთვისაა
განკუთვნილი. კაბრიოლეტები მხოლოდ „მაგნიტურ ვერცხლისფრად“ იქნება შეღებილი, მყარსახურავიანი
„მუსტანგები“ კი - „სარბოლო წითლად“.
საწყისი დონის მოდელი ეკობუსტის სერიის ოთხცილინდრიანი,
2.3-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრე 305 ცხენის ძალაა,
მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 407 ნიუტონმეტრი. ვისთვისაც ეს საკმარისი არაა,
მას საშუალება ექნება, 5.0-ლიტრიანი V8 „კოიოტით“ აღჭურვილი „მუსტანგი“ შეუკვეთოს.
ეს ძრავი 420 ცხენის ძალას და 529 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი პირველი 500 ცალი „მუსტანგი“,
ალუმინის 19-დუიმიან ბორბლებზე დადგება. სალონში განლაგებული ყველა სავარძელი შავი
ტყავით შეიმოსება და მათ გაგრილების და გათბობის სისტემა მოემსახურება. ინტერიერში
ბევრი დეტალი მოქრომილი იქნება. ეკიპირებაში შევა პარკირების დამხმარე სისტემა,
სანავიგაციო სისტემა და კავშირის სისტემა „ფორდ სინქ2“.
მათ,
ვინც ავტომობილს ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის დროს შეუკვეთავს, ცისფერი
ოვალი „სპეცალურ პაკეტს“ შესთავაზებს, ამასთან მფლობელი სპეციალურ სერტიფიკატსაც
მიიღებს, რომელზეც აღნიშნული იქნება, რომ ავტომობილი სახელობითია.
No comments:
Post a Comment