Mercedes reveal they will test 'a prototype
solution' to increase exhaust noise
8 მაისი
„მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ თავისი გუნდის
ბოლიდზე სპეციალურ მოწყობილობას დააყენებს, რომელიც ძრავის ხმას გააძლიერებს. ოღონდ,
ეს ბარსელონაში რბოლის შემდეგ, ტესტების დროს მოხდება, რომელიც ბარსელონას
ტრეკზევე გაიმართება. სამქიმიანები ცდილობენ, რომ მეტოქეებთან თავიანთი დიდი
უპირატესობა, შესაფერისი ხმოვანი აკომპანიმენტითაც გააფორმონ.
ახალ სეზონში, მაყურებელთა უკმაყოფილებას იწვევს ის
ფაქტი, რომ მანქანები ტრასაზე უხმაუროდ (დაბალი ხმით) დასრიალებენ. ეს ხმა განსაკუთრებით
კონტრასტულია წინა სეზონების მანქანების ხმებთან, როდესაც რომლებიც V8 ატმოსფერული
ძრავებით იყო აღჭურვილი და მაღალი ბრუნვების წყალობით, ძიერ ხმას გამოსცემდნენ. ეს
კი ფ1-ის აურას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა.
ახალი, V6 ჰიბრიდული აგრეგატების ბრუნვები კი გაცილებით
შემცირებულია, ტურბინის გამო კი ხმა „იკარგება“. შედეგად, ატმოსფერული ძრავების გამყინავი
წივილი, ტურბო აგრეგატების ბარიტონმა შეცვალა. და ყველაზე მეტად, მაყურებელსაც,
ორგანიზატორებსაც და სპეცალისტებსაც ეს არ მოსწონთ. სეზონის პირველივე რბოლის შემდეგ,
ბერნი ეკლსტოუნმა განაცხადა: „მე გამაოგნა არა ძრვების ხმაურმა, არამედ იმან, რომ
მათ ხმა აკლიათ“. თუმცა, მალაიზიური ეტაპის შემდეგ, „სკაი სპორტთან“ საუბრისას მანვე
განაცხადა, რომ „ძრავების ხმა არც ისე ცუდია, როგორც ადრე შიშობდა“.
ფ1-ის ახალი ძრავების ხმას ბევრი აკრიტიკებს, თუმცა
როგორც ჩანს, ეს უფრო ძველ ხმასთან კონტრასტმა გამოიწვია და დროთა განმავლობაში,
ახალი ძრავების ბასებს ყველა შეეჩვევა. მაგალითად, მარტინ ბრანდლმა მალაზიაში განაცხადა,
ყოველდღიურად, როცა ტრეკზე გავდვარ და ამ ხმას ვუსმენ, მას სულ უფრო მეტად ვეჩვევი
და სულაც არ ვარ მისი წინააღმდეგიო.
მაგრამ
სამქიმიანები თავიანთ ფანებს ადრევე შეპირდნენ, რომ ხმის გაძლიერებას ეცდებოდნენ.
ამ პირობის შესრულებას კი ბარსელონში ტესტებით დაიწყებენ.
No comments:
Post a Comment