დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 3, 2014

„სუზუკი“ მარტივსა და იაფ ჰიბრიდულ სისტემას გამოიყენებს

Suzuki joins fuel-efficiency race with simplified hybrid system
3 მაისი
„სუზუკი“ აცხადებს, რომ თავისი ავტომობილების საწვავის ხარჯის შესამცირებლად, ჰიბრიდული სისტემების გამარტივებულსა და იაფ ვერსიებს გამოიყენებს. იაპონური კომპანია ძველებურად შიდაწვის ძრავებზეა ფოკუსირებული, მაგრამ მაგრამ საავტომობილო ბაზრის ტრენდი ჰიბრიდული სისტემის გამოყენებისკენ უბიძგებს.
„საწვავის ეკონომიურობაზე მომხმარებელთა მოთხოვნა გაზრდილია არამხოლოდ იაპონიაში და ევროპაში, არამედ განვითარებად ქვეყნებშიც. ისეთ პატარა ავტოკომპანიისთვისაც კი, როგორიც არის „სუზუკი“, თავისი ავტომობილების ეკონომიურობის გაუმჯობესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამბობს „სუზუკის“ აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ოსამუ ჰონდა.
იაპონურმა კომპანიამ უკვე წარმოადგინა მუხრუჭების ენერგიის აღდგენის სისტემა, რომელიც დამუხრუჭებისას ავტომობილის კინეტიკურ ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის. ეს ენერგია ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში გროვდება და მხოლოდ ელექტრო მოწყობილობათა (კონდიციონერი, მულტი მედია და სხვა) კვებისთვის იხარჯება.
ახალი სისტემა ავტომობილს აჩქარებისას ეხმარება. მსგავს ტექნოლოგიას უკვე იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „ტოიოტა“, „ნისანი“ და „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი. „სუზუკის“ სისტემა „ტოიოტა პრიუსზე“ გამოყენებული ანალოგიური სისტემისგან იმით განსხვავდება, რომ ამ შემთხვევაში ელექტრო ძრავი ცალკე ვერ უზრუნველყოფს ავტომობილის გადაადგილებას. სამაგიეროდ, „სუზუკის“ სისტემა იაფია და ის საწვავის ხარჯის შემცირებასაც უწყობს ხელს.
„სუზუკის“ მმართველი დირექტორი მასატო კასაი ამბობს, რომ მისი კომპანია პირველად ამ სისტემას კომპაქტურ ავტომობილზე გამოიყენებს, რომელიც ჯერ იაპონურ ბაზარზე გამოჩნდება, შემდეგ კი ევროპაშიც შევა. მას არ დაუკონკრეტებია ავტომობილის სახელი და კონკრეტული ვადა, როცა მისი პრემიერა შედგება. პარალელურად, ჰონდა დასძენს, რომ შემდგომ ეტაპზე, „სუზუკი“ უფრო რთულ ჰიბრიდულ სისტემასაც შეიმუშავებს.

No comments:

Post a Comment