დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 4, 2013

„ფოლკსვაგენი“ 110 000 ევროდ - ბევრი ხომ არ არის ბიჭებო?

VW XL1 Said to Be Priced at €110,000 / $145,0000 in Germany!
4 სექტემბერი
საავტომობილო სამყარო მოუთმენლად ელოდა, როდის გამოაცხადებდა „ფოლკსვაგენი“ თავისი „ეკონომიურობის ჩემპიონის“, ჰიბრიდული XL1-ის ფასს, რომელსაც ვოლფსბურგელები შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებენ. რა თქმა უნდა, ექსკლუზიურობა ფასს მაღლა სწევს, მაგრამ თუ ამ ავტომობილს ფასით „მერსედეს-ბენცის“ S-კლასს გაუტოლებდნენ, ამის წარმოდგენა ცოტა ძნელი იყო. ნუ წარმოიდგენთ, ეს მაინც ვერაფერს შეცვლის, რადგან უკვე ფაქტია, რომ „ფოლკსვაგენი“ XL1-ს 110 000 ევროდ აფასებს.

კონცეპტუალური „აუდი სპორტ კვატრო“ პრემიერის წინ

First Official Photos of New Audi Sport Quattro Concept with 691HP
4 სექტემბერი
ეს ავტომობილი, ფრანკფურტის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი იქნება. და აი, ისიც - გერმანულმა კომპანიამ თავისი მომავალი ვარსკვლავის პირველი სტუდიური ფოტოები ინტერნეტით გამოაქვეყნა. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ეს პრაქტიკულად ისევ ის „კვატროა“, რომელიც ინგოლშტადტელებმა პირველად სამი წლის წინ გვიჩვენეს და შეგვპირდნენ, რომ მის წარმოებას აპირებდნენ.

პირველი ქროსოვერი „იაგუარის“ ისტორიაში

Jaguar Teases Frankfurt-Bound C-X17 Concept, Will Preview Brand’s First Crossover
4 სექტემბერი
„იაგუარი“ თავის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისის პირას დგას - ბრიტანულ კომპანიას ქროსოვერის წარმოება აქვს გადაწყვეტილი და ამ მიმართულებით, მისი პირველი ნაბიჯი, კონცეპტუალური ავტომობილი იქნება, რომელსაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენს. კონცეპტუალური ავტომობილის სახელია C-X17.

კონცეპტუალური „სმარტ ფორჯოი“ ფრანკფურტულ პრემიერამდე

New Smart ForJoy Study Previewed Ahead of Frankfurt Motor Show Debut
4 სექტემბერი
არა, „სმარტის“ ახალი, ოთხკარიანი ჰეჩბეკი ასეთი გაშიშვლებული არ იქნება. თუმცა, თუ ამ კონცეპტუალურ ავტომობილს, რომელსაც ფრანკფურტში „დაიმლერი“ სახელით „სმარტ ფორჯოი“ გაგვაცნობს, ჩავაცმევთ, სწორედ იმას მივიღებთ, რაც კომპანიის დილერთა შოურუმებში, „სმარტ ფორფორის“ სახელით მალე გამოჩნდება. უფრო მეტიც, ამ კონცეპციით, „სმარტის“ ავტომობილების მომავალ სტილსაც ვნახავთ.

„ლექსუს LF-NX“ - პატარა ქროსოვერი ფრანკფურტული პრემიერის წინ

Lexus LF-NX Concept Looks like a Cross between an Origami Car and Transformers Robot
4 სექტემბერი
ერთი თვის წინ, „ლექსუსმა“ ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა, რომელზეც კონცეპტუალური ავტომობილი იყო ასახული. ოღონდ, ტიზერს არანაირი განმარტება არ მოჰყოლია, რამაც საავტომობილო მედია ვარაუდების ამარა დატოვა. იაპონურმა კომპანიამ მხოლოდ ის გაგვიმხილა, რომ ამ ავტომობილს ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენდა. თუმცა, შოუს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ავტომობილი სახელად LF-NX, ინტერნეტით გაგვაცნეს.

კონკურს ევროპის 2014 წლის საუკეთესო ავტომობილის პრეტენდენტები

2014 Car of the Year Long List Announced
4 სექტემბერი
კონკურს 2014 წლის საუკეთესო ავტომობილის ორგანიზატორებმა იმ ავტომობილების სია გამოაქვეყნეს, რომელთა შორისაც, ჟიური საუკეთესოთა შორის საუკეთესოს ჟენევის მომავალი წლის გამოფენაზე გამოაქვეყნებს. მანამდე, დეკემბერში შვიდ საუკეთესოს დაასახელებენ.

Tuesday, September 3, 2013

„პორშეს“ სარბოლი LMP1 შესაძლოა ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი

Porsche’s LMP1 Race Car Powered by Turbo Inline-Four
3 სექტემბერი
„პორშემ“ თავისი სარბოლო LMP1 პროტოტიპის ტესტირება დაიწყო, რომლითაც ლე მანის 24-საათიან რბოლას დაუბრუნდება. ეს ბოლიდი უკვე დააფიქსირეს ტესტირების პროცესში. ის საგულდაგულოდ შენიღბულია, თუმცა დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი, რომლითაც მისი ძრავის შესახებ შეიძლება ლაპარაკი.

„ნისანი“ ფრანკფურტში უგზოობის ახალ ავტომობილს გაგვაცნობს

Nissan Confirms World Premiere of New SUV at Frankfurt, Likely to be 2014 X-Trail
3 სექტემბერი
„ნისანმა“ დაადასტურა, რომ ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე, ქროსოვერ „როგის“ და მისი ევროპული, სახელშეცვლილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. კომპანიის მიერ გამოქვეყნბულ ოფიციალურ რელიზში, რომელსაც თან ახლავს ფოტო ტიზერი (ფოტოზე), წერია: „ფრანკფურტის საერთაშორისო ავტო შოუზე, ახალი სერიული მოდელის მსოფლიო პრემიერა და ერთიც პრეზენტაცია-სიურპრიზი გაიმართება“.

„ფორდ მონდეო ვინიალე“ ახალი ქვე-ბრენდის პირველი მერცხალი

Ford Mondeo Vignale Study Kickstarts New Upscale Sub-Brand in Europe
3 სექტემბერი
„ფორდი“ ევროპულ ბაზარზე ახალი „მონდეოს“ გამოტანას 2015 წელს გეგმავს, თუმცა ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსია „მონდეო ვინიალეს“ ფრანკფურტის წლევანდელ მოტორ შოუზე წარადგენს. საქმე ისაა, რომ ძარების წარმოებაზე სპეციალიზებული იტალიური კომპანიის სახელს, ამიერიდან ცისფერი ოვალი საკუთარი მიზნებისთვის, კერძოდ კი უფრო მაღალი კლასის ავტომობილების მწარმოებელი ქვე-ბრენდისთვის გამოიყენებს.

მასა უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე ერთი წლის წინ

Massa insists future brighter than a year ago
3 სექტემბერი
დღეს ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ „ფერარის“ ფელიპე მასას შეცვლა უნდა. ასე იყო შარშანაც, შარშანწინაც... მაგრამ ბრაზილიელი ისევ მარანელოშია და როგორც ამბობს, გაცილებით თავდაჯერებულად გრძნობს თავს, ვიდრე ერთი წლის წინ. არადა, მის ადგილზე თვალი თვით კიმი რაიკონენს უჭირავს. ფინელის გარდა, მასას შესაძლო შემცვლელად ხშირად ნიკო ჰულკენბერგს და ჯენსონ ბატონსაც კი ასახელებენ.

განახლებული „ლენდ როვერ დისქავერი“

2014 Land Rover Discovery Facelift Revealed
3 სექტემბერი
ახლანდელი „ლენდ როვერ დისქავერი“ ბაზარზე 2004 წლიდანაა. ოღონდ, თუ ადრე მას ზოგიერთ (მათ შორის ამერიკულ) ბაზარზე LR3 ერქვა, 2009 წლიდან LR4-ის სახელით იყიდება. თუმცა, სახელის ცვლილება ახალი თაობის გამოშვებას არ მოჰყოლია. და ცხრა წლის შემდეგაც, ბრიტანული კომპანია ამ ავტომობილს მხოლოდ უმნიშვნელო განახლებით გვთავაზობს.

Monday, September 2, 2013

ალონსო ველოსპორტულ გუნდს ყიდულობს

Alonso buys world tour cycling team
2 სექტემბერი
ფერნანდო ალონსომ გამოაცხადა, რომ თავის სპონსორებთან ერთად, 6 მილიონი ევროს საფასურად, პროფესიულ ველოსპორტულ გუნდს, „ეუსკალტელ-ეუსკადის“ ყიდულობს. ამგვარად, არ გამართლდა ფორმულა ერთზე მწერალი მედიის ვარაუდი, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ტვიტერზე შეპირებული განცხადებით, თავის ახალ თანგუნდელს გაგვაცნობდა.

„ჯენერალ მოტორსმა“ შეიძლება ჰიბრიდული „კორვეტი“ გამოუშვას

GM President Says a Corvette Hybrid is a Possibility
2 სექტემბერი
ჰიბრიდული ტექნოლოგიები თანდათან სულ უფრო ფართოდ ინერგება ავტომობილებში. მათი გამოყენება უკვე „ფერარიმ“, „მაკლარენმა“ და „პორშემაც“ დაიწყეს და როგორც ჩანს, მათს მაგალითს მალე ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდება. და მათ შორის ალბათ „ჯენერალ მოტორსიც“ იქნება, რომელმაც ახლახანს ახალი „შევროლე კორვეტ სტინგრეის“ წარმოება დაიწყო.

„ნისანის“ სარბოლი ელექტრომობილი ZEOD RC თითქმის მზადაა

Nissan's Le Mans-bound ZEOD RC electric racecar nearing completion
2 სექტემბერი
აბრევიატურა ZEOD RC იშიფრება, როგორც „სარბოლი ავტომობილი ნულოვანი გამონაბოლქვით“ და ეს სახელი იაპონურმა კომპანიამ უწოდა ავტომობილს, რომლითაც ლე მანის მომავალი წლის რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. „ნისანს“ უკვე შერჩეული ჰყავს ერთი პილოტი. ესაა „ნისან პლეისტეიშნ GT აკადემიის“ გამარჯვებული, ესპანელი ლუკას ორდონესი (ფოტოზე, ZEOD RC-თან ერთად). ახლა კი ჯერი ავტომობილზეა, რომელიც გეგმის მიხედვით, პირველად გზაზე სექტემბერში უნდა გამოვიდეს.

რიკიარდო „რედ ბულში“ გადავიდა

Red Bull confirms Daniel Ricciardo for F1 2014
2 სექტემბერი
დანიელ რიკიარდო მომავალი სეზონიდან სებასტიან ფეტელის თანაგუნდელი იქნება. ეს ინფორმაცია, ტელეარხ „სერვუს TV ჩენელის“ პირდაპირ ეთერში, „რედ ბულის“ ავტოსპორტულმა მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ გამოაცხადა. ავსტრიულ გუნდში, რიკიარდ თავის ავსტრალიელ თანამემამულე მარკ ვებერს შეცვლის, რომელიც მომავალი სეზონიდან, „პორშეს“ პროტოტიპით ლე მანის სერიის რბოლებშ მიიღებს მონაწილეობას.