Nissan Confirms World Premiere of New SUV at
Frankfurt, Likely to be 2014 X-Trail
3 სექტემბერი
„ნისანმა“ დაადასტურა, რომ ფრანკფურტის
საავტომობილო გამოფენაზე, ქროსოვერ „როგის“ და მისი ევროპული, სახელშეცვლილი
ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. კომპანიის მიერ გამოქვეყნბულ ოფიციალურ
რელიზში, რომელსაც თან ახლავს ფოტო ტიზერი (ფოტოზე), წერია: „ფრანკფურტის საერთაშორისო
ავტო შოუზე, ახალი სერიული მოდელის მსოფლიო პრემიერა და ერთიც პრეზენტაცია-სიურპრიზი
გაიმართება“.
ახალი „როგიც“ და „X-ტრეილიც“, კონცეპტუალური „ნისან
ჰაიქროსის“ სერიული ვერსიებია და ორივე იაპონური კომპანიის ახალ, მოდულურ
პლატფორმა CMF-ზეა ბაზირებული, რომელიც „რენოს“ სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით
შეიქმნა და რომელსაც ასევე ფრანგული კომპანიაც გამოიყენებს. მყიდველს ორივე
ავტომობილს წინა და სრულ ამძრავიანი ვერსიების სახით შესთავაზებენ. რაც შეეხება
ძრავებს, ისინი ბაზრების შესაბამისად შეირჩევა. ევროპისთვის, ძრავების გამაში შევა
ახალი ოთხცილინდრიანი ტურბო დიზელი.
ამ
ორი ავტომობილის გარდა, ფრანკფურტში „ნისანის“ სექციაში ასევე გაიმართება
კონცეპტუალური „ფრენდ-მის“ ევროპული პრემიერა. ამ ავტომობილით, რომელიც „ნისანის“
დიზაინის ჩინურ სტუდიაში შეიქმნა, იაპონური კომპანია საკუთარი კორპორატიული სტილის
განვითარების გზას გვიჩვენებს. ასევე დამთვალიერებელს „ნოტის“ და „მიკრას“ პერსონალიზაციის
პროგრამებს გააცნობენ.
No comments:
Post a Comment