Porsche’s LMP1 Race Car Powered by Turbo Inline-Four
3 სექტემბერი
„პორშემ“ თავისი სარბოლო LMP1
პროტოტიპის ტესტირება დაიწყო, რომლითაც ლე მანის 24-საათიან რბოლას დაუბრუნდება.
ეს ბოლიდი უკვე დააფიქსირეს ტესტირების პროცესში. ის საგულდაგულოდ შენიღბულია,
თუმცა დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი, რომლითაც მისი
ძრავის შესახებ შეიძლება ლაპარაკი.
ფოტოზე ჩანს, რომ მანქანას მხოლოდ ერთი, მარცხნივ
განლაგებული გამოსაბოლქვი მილი აქვს, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ძრავის
ცილინდრები, სავარაუდოდ ოთხი (პორშეს ერთ რიგში განლაგებული ექვსცილინდრიანი ძრავი
არასდროს გამოუყენებია), ერთ რიგში აქვს განლაგებული. თუმცა, აუცილებელი არაა, რომ
ასე იყოს. უბრალოდ, შესძლოა გამოსაბოლქვის ასეთი განლაგება, შეთანწყობამ მოითხოვა.
მაშინ, სრულიად შესაძლებელია, რომ ძრავი ექვსცილინდრიანი ოპოზიტი იქნება, რაც
ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი.
საერთოდ კი, როცა ცილინდრები ორ რიგადაა
განლაგებული, ყოველთვის უფრო ხელსაყრელია სიმეტრიულობის დაცვა (თუნდაც მარტო
იმისთვის, რომ წონა ორივე მხარეს თანაბრად განაწილდეს) და ამ დროს, გამოსაბოლქვი
მილი ან ორია და ისინი ორივე მხარეს თავსდება, ან ერთი და ის ცენტრალურ პოზიციას
იკავებს. მოკლედ, დიდი შანსია იმისა, რომ ძრავი ოთხცილინდრიანი (ერთ რიგში
განლაგებული ცილინდრებით) ტურბოა, რომელიც ჰიბრიდული სისტემის ნაწილია.
სხვათა
შორის „პორშე“ ერთ დროს ფორმულა ერთის ძრავებს აწარმოებდა და მათ „მაკლარენს“ აწვდიდა.
მათ ერთობლივად 1984, 1985 და 1986 წლებში (ნიკი ლაუდა, ალენ პროსტი, პროსტი) მოიპოვეს
მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. მაშინაც კი, „პორშე“ ექვსცილინდრიან V6
ძრავებს ამზადებდა. თუმცა, ოთხ ცილინდრზე გადასვლას ჰიბრიდული ტექნოლოგიების
დამკვიდრება უწყობს ხელს...
No comments:
Post a Comment