First Official Photos of New Audi Sport Quattro
Concept with 691HP
4 სექტემბერი
ეს ავტომობილი, ფრანკფურტის მოტორ შოუს ერთ-ერთი
ყველაზე გამორჩეული ექსპონატი იქნება. და აი, ისიც - გერმანულმა კომპანიამ თავისი
მომავალი ვარსკვლავის პირველი სტუდიური ფოტოები ინტერნეტით გამოაქვეყნა. მაგრამ თუ
კარგად დააკვირდებით, ეს პრაქტიკულად ისევ ის „კვატროა“, რომელიც ინგოლშტადტელებმა
პირველად სამი წლის წინ გვიჩვენეს და შეგვპირდნენ, რომ მის წარმოებას აპირებდნენ.
ფაქტობრივად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა კონცეპტუალურ ავტომობილს ფეისლიფტი უტარდება. შეცვლილია მხოლოდ რამდენიმე ელემენტი და მანქანა შუქდიოდური მატრიცული ფარებით აღიჭურვა, რაც „აუდის“ სიამაყეა. განახლება შეეხო წინა ბამპერს (შეგვიძლია ვთქვათ, ფსევდო ბამპერს), რომლის ორივე კიდეშიც ჰაერის უზარმაზარი ამღებები მოთავსდა. წინა ბორბლების უკან სავენტილაციო ღრიჭოები გამოჩნდა, რადიატორის ბადის ქვეშ არსებული სპლიტერი კი უფრო შესამჩნევი გახდა.
ფაქტობრივად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა კონცეპტუალურ ავტომობილს ფეისლიფტი უტარდება. შეცვლილია მხოლოდ რამდენიმე ელემენტი და მანქანა შუქდიოდური მატრიცული ფარებით აღიჭურვა, რაც „აუდის“ სიამაყეა. განახლება შეეხო წინა ბამპერს (შეგვიძლია ვთქვათ, ფსევდო ბამპერს), რომლის ორივე კიდეშიც ჰაერის უზარმაზარი ამღებები მოთავსდა. წინა ბორბლების უკან სავენტილაციო ღრიჭოები გამოჩნდა, რადიატორის ბადის ქვეშ არსებული სპლიტერი კი უფრო შესამჩნევი გახდა.
შეცვლილია ინტერიერი, რომელშიც ოთხი სავარძელია
მოთავსებული. პირველ რიგში აღნიშვნას იმსახურებს მაჩვენებლების სრულიად ციფრული დაფა/კლასტერი,
რომელსაც განსხვავებულ რეჟიმებში მუშაობა შეუძლია. შეცვლილია ჰაერის კონდიცირების
მართვის სისტემა, რომელიც უშუალოდ სავენტილაციო მილებთანაა ინტეგრირებული. საერთო
ჯამში, სალონი ძალიან სადა და პრაქტიკულია. და რაც მთავარია, იგრძნობა, რომ
ავტომობილი პრაქტიკულად მზადაა წარმოებისთვის.
ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა კონცეპტუალური ავტომობილის
გაბარიტებია - წინამორბედთან შედარებით, ის გაცილებით გაზრდილია. უფრო კონკრეტულად
კი, მისი გაბარიტებია: სიგრძე 4 602 მილიმეტრი, სიგანე 1 964 მილიმეტრი, სიმაღლე 1
386 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 2 784 მილიმეტრი. წინა კონცეპტუალური „კვატროს“
შესაბამისი გაბარიტებია: 4 280, 1 860, 1 330 და 2 600 მილიმეტრი.
სამაგიეროდ, როგორც „აუდი“ ამბობს, ავტომობილს
ძალიან მსუბუქი და იმავდროულად, მტკიცე კონსტრუქცია აქვს. მაგალითად, სალონის
სეგმენტის აგებულება ძალიან მაღალი სიმტკიცის ფოლადისა და ალუმინის სტრუქტურული
ელემენტებისგან შედგება. ალუმინისგანაა გაკეთებული კარები და ფრთასხმულობა,
სახურავის, კაპოტის და მანქანის უკანა ნაწილი კი კარბონის ბოჭკოს კომპოზიტით
დამზადდა. საერთო ჯამში, ავტომობილი მსუბუქი გამოვიდაო, ვერ იტყვით - ის 1850 კილოგრამს
იწონის.
ორ კონცეპტს შორის განსხვავებები კაპოტქვეშა
სივრცეშიც გრძელდება. ძველი 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი ძრავი, რომელიც 408 ცხენის
ძალას ავითარებს და მასთან ერთად, 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, ახალმა
ჰიბრიდულმა აგრეგატმა შეცვალა. ამ დანადგარში, 4.0-ლიტრიანი V8 ძრავი (552 ცხ/ძ და
700 ნმ) და ელექტრო ძრავია (148 ცხ.ძ და 400 ნმ) შეწყვილებული. ჰიბრიდული სისტემის
ჯამური მაჩვენებლებია 691 ცხენის ძალა და 800 ნიუტონმეტრი (ორი ძრავის მონაცემების
უბრალო შეკრებით არ იანგარიშება).
ელექტრო ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების
ბლოკი ამარაგებს, რომელსაც თხევადი გაგრილების სისტემა ემსახურება. ბლოკის ენერგოტევადობა
14.1 კილოვატსაათია. ჰიბრიდულ სისტემაში, შიდაწვის ძრავთან დაკავშირებულია 8-საფეხურიანი
ტრანსმისია ტიპტრონიკი, რომლის მიერ გადამუშავებულ მაბრუნ მომენტსაც ოთხივე
წამყვანი ბორბალი ღებულობს.
შიდაწვის და ელექტრო ძრავებს ერთად და დამოუკიდებლად
მუშაობა შეუძლია. მათი ერთობლივი მუშაობისას, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ
სიჩქარის ასაკრეფად 3.7 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ს აღწევს.
„აუდის“ ინფორმაციით, ავტომობილი საშუალოდ 100 კილომეტრზე 2.5 ლიტრ საწვავს
მოიხმარს, მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე 59 გრამია.
გარდა ამისა, ავტომობილს მხოლოდ ელექტრო ენერგიით 50 კილომეტრის გავლა შეუძლია.
დაბოლოს, ეღირსება თუ არა „კვატროს“ წარმოება, ამას
ფრანკფურტის მოტორ შოუზე შევიტყობთ.
No comments:
Post a Comment