Lexus LF-NX Concept Looks like a Cross between an
Origami Car and Transformers Robot
4 სექტემბერი
ერთი თვის წინ, „ლექსუსმა“ ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა,
რომელზეც კონცეპტუალური ავტომობილი იყო ასახული. ოღონდ, ტიზერს არანაირი
განმარტება არ მოჰყოლია, რამაც საავტომობილო მედია ვარაუდების ამარა დატოვა.
იაპონურმა კომპანიამ მხოლოდ ის გაგვიმხილა, რომ ამ ავტომობილს ფრანკფურტის მოტორ
შოუზე წარადგენდა. თუმცა, შოუს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ავტომობილი
სახელად LF-NX, ინტერნეტით გაგვაცნეს.
„ლექსუსის“ განმარტებით, LF-NX არის საშუალო ზომის კონცეპტუალური
ქროსოვერი, რომელიც შესაძლოა, კომპანიის სამოდელო გამის ახალი წევრი გახდეს. თუ
მართლა ასეც მოხდა, ის კონკურენციას გაუწევს საშუალო ზომის ისეთ პრემიუმ
ავტომობილებს, როგორებიცაა „რეინჯ როვერ ევოუკი“, „აუდი Q5“, „ბეემვე X3“ და „მერსედეს
GLK“.
კონცეპტუალური ავტომობილი აღჭურვილია „ლექსუსის“
ახალი ჰიბრიდული სისტემით, რომელიც სპეციალურად, უგზოობის ავტომობილებისთვისაა
შემუშავებული. როგორც ბრიტანული ჟურნალი „ავტოქარი“ იუწყება, სისტემაში შედის ბენზინის
2.5-ლიტრიანი და ელექტრო ძრავი. ამავე გამოცემის ინფორმაციით, კონცეპტუალური
ავტომობილი წინა ამძრავიანია, თუმცა მისი წარმოების შემთხვევაში, სრულ ამძრავიანი
სისტემითაც აღიჭურვება.
იაპონური
კომპანია ამბობს, რომ LF-NX-ის სახით, სახეზეა ახლანდელი კორპორატიული სტილის
(ეგრეთ წოდბული L-სრულყოფილება) ევოლუცია. შესაძლოა, ამ საკმაოდ უხეში ფორმების
მქონე ავტომობილის გარეგნობა შორსაა სრულყოფილებისგან, თუმცა ფაქტია, რომ მასში ლათინური
L-ის ბევრი ინტერპრეტაციის დანახვა შეიძლება. და მთავარიც ალბათ ამის ხაზგასმაა (ერთობ
ორიგინალური), რაც ავტომობილის კუთვნილებაზე მიგვანიშნებს.
ძალიან ტლანქად გამოიყურება კონცეპტუალური ავტომობილის
წინა ნაწილი და განსაკუთრებით რადიატორის ზორბა ბადე, რომელიც ორ L-ს შორისაა მოქცეული.
მართალია, ამ ავტომობილის დანახვისას, ის არცერთ კონკურენტში არ აგერევათ, მაგრამ
დიდი შანსია იმისა, რომ მასზე ასეთი რეაქცია მოისმინოთ - ასეთი სიმახინჯე რომელ დიზაინერს
მოუვიდა თავშიო. რადიატორს ორივე მხარეს, უაზროდ დიდი ზომის ჰაერის ამღებები „ამშვენბს“.
ამ ყველაფერს შედარებით ცივილიზებულ იერს ანიჭებს წვრილი შუქდიოდური ფარები. შედარებით
„დამშვიდებულად“ გამოიყურება მანქანის უკანა ნაწილი და ესეც ალბათ იმიტომ, რომ იქ
რადიატორი არაა საჭირო.
აგრესია მცირდება ინტერიერშიც, თუმცა სულ ამის
გარეშეც არაა. აქ სრულიად „ადამიანურ“ მაჩვენებლების დაფას აშკარად ამახინჯებს
ცენტრალური კონსოლი, რომელიც მძღოლზე ორიენტირებულ კოკპიტს ქმნის. რა იმედია, სალონიც
ძრითადად კონცეპტუალურ მოტივებზეა შექმნილი და სერიულ ვერსიამდე, აგრესიაც არ იქნება
თვალში საცემი. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უხვადაა ცენტრალურ კონსოლზე გამოყენბული
სენსორული მართვის საშუალებები, რომლებიც ისეა გაფორმებული, იფიქრებთ, რომ ფანტასტიკური
ფილმისთვის შექმნილ კოსმოსური ხომალდის კაბინას უყურებთ.
პროექტის დიზაინის მენეჯერ ნობუიუკი ტომაცუს თქმით,
LF-NX არის სუფთა კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც სხვა კომპანიების ბევრი
კონცეპციისგან განსხვავებით, 95 პროცენტით წარმოებისთვისაა მომზადებული არაა. „ჩვენ
გავრისკეთ, რომ ასეთი გარეგნობის ავტომობილი შევქმენით. იმედი გვაქვს, რომ ის
ყველას მოეწონება. და თუ ასე იქნება, ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც, ის კონვეიერზე
არ უნდა დადგეს“, - ამბობს ტომაცუ.
No comments:
Post a Comment