დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 4, 2013

„ფოლკსვაგენი“ 110 000 ევროდ - ბევრი ხომ არ არის ბიჭებო?

VW XL1 Said to Be Priced at €110,000 / $145,0000 in Germany!
4 სექტემბერი
საავტომობილო სამყარო მოუთმენლად ელოდა, როდის გამოაცხადებდა „ფოლკსვაგენი“ თავისი „ეკონომიურობის ჩემპიონის“, ჰიბრიდული XL1-ის ფასს, რომელსაც ვოლფსბურგელები შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებენ. რა თქმა უნდა, ექსკლუზიურობა ფასს მაღლა სწევს, მაგრამ თუ ამ ავტომობილს ფასით „მერსედეს-ბენცის“ S-კლასს გაუტოლებდნენ, ამის წარმოდგენა ცოტა ძნელი იყო. ნუ წარმოიდგენთ, ეს მაინც ვერაფერს შეცვლის, რადგან უკვე ფაქტია, რომ „ფოლკსვაგენი“ XL1-ს 110 000 ევროდ აფასებს.


გერმანულმა კომპანიამ ასეთი უკვე 50 ავტომობილი დაამზადა და კიდევ 200-ის გაკეთებას აპირებს. ამასთან, არც იმას მალავს, რომ XL1-ზე დიდი მოთხოვნაა. ყველაზე მეტად, ამ ავტომობილი შეძენა კოლექციონერებს და მდიდარ ავტო ენთუზიასტებს სურთ. მაგრამ ბევრი ალბათ გაწბილებული დარჩება, რადგან გერმანული ავტოგიგანტი მეტის გამოშვებას არ აპირებს. ამგვარად, „სახალხო“ XL1 უფრო ექსკლუზიური ავტომობილი იქნება, ვიდრე „ფერარი ლაფერარია“, რომელიც გაყიდვების დაწყებამდე უკვე მთლიანად გაყიდული იყო.
სხვათა შორის, ყოველკვირეულ გამოცემა „ვირტშაფტს ვოხესთან“ საუბრისას, „ფოლკსვაგენის“ მმართველი საბჭოს წევრმა ულრიხ ჰაკენბერგმა განაცხადა, რომ ასეთი ფასის მიუხედავად, მისი კომპანიისთვის XL1-ს, რომელსაც ხშირად „ერთლიტრიან მანქანასაც“ უწოდებენ, მხოლოდ წაგება მოაქვს.
რაც შეეხება სახელ „ერთლიტრიანს“, ამის საფუძველი ისაა, რომ ოფიციალური მონაცემებით, კომბინირებული რეჟიმით მოძრაობისას, ავტომობილი ასი კილომეტრის გასავლელად, მხოლოდ 0.9 ლიტრ (თითქმის ერთ ლიტრს - თავიდან ასე იყო ჩაფიქრებული) დიზელის საწვავს მოიხმარს. თუმცა, საგზაო ტესტებზე გამოვლინდა, რომ რეალური ხარჯი 1.47 ლიტრია.

დაბოლოს, ისევ ფასზე. XL1 110 000 ევრო ღირს. შედარებისთვის, „აუდი“ თავის სუპერ ავტომობილ „R8 კუპეს“ მინიმუმ (საბაზო ფასია) 114 700 ევროდ ჰყიდის, „პორშე 911 კარერას“ საბაზო ღირებულება 90 417 ევროა.

No comments:

Post a Comment