დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 2, 2013

„ჯენერალ მოტორსმა“ შეიძლება ჰიბრიდული „კორვეტი“ გამოუშვას

GM President Says a Corvette Hybrid is a Possibility
2 სექტემბერი
ჰიბრიდული ტექნოლოგიები თანდათან სულ უფრო ფართოდ ინერგება ავტომობილებში. მათი გამოყენება უკვე „ფერარიმ“, „მაკლარენმა“ და „პორშემაც“ დაიწყეს და როგორც ჩანს, მათს მაგალითს მალე ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდება. და მათ შორის ალბათ „ჯენერალ მოტორსიც“ იქნება, რომელმაც ახლახანს ახალი „შევროლე კორვეტ სტინგრეის“ წარმოება დაიწყო.
სწორედ ამ ავტომობილს აქვს კარგი შანსი, ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვოს, რაც მის ისედაც კარგ ტექნიკურ-დინამიკურ მახასიათებლებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საწვავის მოხმარების ეფექტურობასაც გააუმჯობესებს. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ახალ „კორვეტზე“ გამოყენებულია ცილინდრების დეაქტივაციის ტექნოლოგია, წინამორბედთან შედარებით, საწვავის ხარჯის მაჩვენებელი ბევრით არ გაუმჯობესებულა. არადა, გამონბოლქვზე სტანდარტები სულ უფრო მკაცრდება.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად, „იაგუარისგან“ განსხვავებით, „შევროლე“ არ აპირებს V8 ძრავების გამოყენებაზე უარის თქმას. სამაგიეროდ, „ჯენერალ მოტორსის“ პრეზიდენტი მარკ როისი არ მალავს, რომ მას ძალიან მოსწონს ჰიბრიდული „კორვეტის“ გამოშვების იდეა: „ვფიქრობ, ასეთი მანქანის გაკეთება საინტერესო იქნება. ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტა, ჩვენი კომპანიის შესაძლებლობებს გაზრდის და ეს ჩვენი კომპანიის თანამშრომლებსაც მოეწონებათ“.

ასე რომ, არაა გამორიცხული, მალე „კორვეტ სტინგრეის“ აღჭურვილობაში ელექტრო ძრავიც შევიდეს, რომელიც ავტომობილის სიმძლავრეს 700 ცხენის ძალამდე გაზრდის და მის აპეტიტსა და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობასაც მნიშვნელოვნად შეამცირებს.

No comments:

Post a Comment