დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 12, 2013

გუდვუდის სკულპტურა „პორშე 911-ის“ იუბილეს მიეძღვნა (ვიდეო)

Amazing 2013 Goodwood Statue Celebrates Porsche 911
12 ივლისი
ლეგენდარულ „პორშე 911-ს“ წელს 50 წელი შეუსრულდა. და გუდვუდის სიჩქარის ფესტივალის ტრადიციული ქანდაკება სწორედ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას მიეძღვნა. ჯერ ერთი, გერმანული კომპანია ფესტივალის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობს. მეორეც, უზარმაზარი ქანდაკება გუდვუდის სასახლის შესასვლელში აღიმართა და მთელი ფესტივალის დროს, ის მუდმივად დამსწრე საზოგადოების (როგორც მოელიან, სამ დღეშ მას 180 000 მაყურებელი დაესწრება) ყურადღების ცენტრში იქნება მოქცეული.

Thursday, July 11, 2013

„ფორდმა“ ელექტრული „ფოკუსი“ 4 000 დოლარით გააიაფა

Ford Focus Electric Getting $4,000 Discount
11 ივლისი
იმის გამო, რომ კონკურენტი ავტომობილები უფრო იაფი ღირს და ამის გამო, ელექტრული „ფოკუსი“ ცუდად ეყიდბა, „ფორდმა“ ამ ელექტრომობილის ფასის 4 000 დოლარით დაწევა გადაწყვიტა. სააგენტო დეტროიტ ნიუსის ინფორმაციით, ელექტრული „ფოკუსის“ ახალი ფასი 35 200 დოლარია. ეს 6 000 დოლარით მეტია „ნისან ლიფის“ ფასზე, თუმცა ამერიკული კომპანია იმედოვნებს, რომ ასეთი სხვაობის მიუხედავად, „ფოკუს EV“ კონკურენტუნარიანი იქნება.

„იაგუარი“ პირველ SUV-ს 2015 წელს გამოუშვებს

Jaguar to Release its First SUV in 2015, Says Report
11 ივლისი
„იაგუარის“ სამოდელო გამა სრულადაა წარმოდგენილი ლუქსის ზედა სეგმენტში, მაგრამ კომპანიას აქვს თავისი საწარმოო პროგრამის გაფართოების მნიშვნელოვანი რესურსი, რომლის ათვისებაც გაყიდვების და მოგების ზრდას მოუტანს. მაგალითად, შეუძლია „ბეემვეს“ მე-3 სერიის კონკურენტის და უგზოობის ავტომობილის გამოშვება.

„ბეემვე i3“ - პრემიერა 29 ივლისს

BMW Provides First Photos and Specs on Production i3 Electric Hatch
11 ივლისი
 ამ ავტომობილს საავტომობილო სამყარო მოუთმენლად ელის. მის შესახებ, პრემიერამდე კარგა ხნით ადრეც კი, ბევრი ინფორმაცია ოფიციალურად გავრცელდა, ავტომობილი წინასწარ რამდენჯერმე გაგვაცნეს, მისი გარეგნობაც აღარავისთვისაა საიდუმლო. მაგრამ ამ ყველაფერს მაინც სულ სხვა ხიბლი მიეცა მაშინ, როდესაც ბავარიულმა კომპანიამ ფოტოების და ინფორმაციების პორციებად გამოქვეყნება დაიწყო.

Wednesday, July 10, 2013

„ფორდ F-250“ - ამერიკელი ავტოგამტაცებლების ფავორიტი

Ford F-250 Tops Most Stolen Vehicles List
10 ივლისი
საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის (HLDI) კვლევამ დაადგინა, რომ ამერიკელ საავტომობილო მძარცველებს შორის, ყველაზე პოპულარული ავტომობილი, „ფორდის“ მსხვილგაბარიტიანი პიკაპი F-250-ია. ეს უცნაური პოპულარობა ამ ავტომობილს 2010-2012 წლებში ეკუთვნის.

„ფოლკსვაგენი“ XL1-ის სპორტული ვერსიის გამოშვებასაც აპირებს

Report Says VW Seriously Considering XL1-Based XR1 Lightweight Sports Car
10 ივლისი
XL1 უჩვეულო და საოცარი ავტომობილია - ასი კილომეტრის გასავლელად დაახლოებით ერთი ლიტრი საწვავი ჰყოფნის. და მას მალე „ფოლკსვაგენი“ მცირე სერიულად გამოუშვებს. და როგორც ირკვევა, მის ბაზაზე სპორტული ვერსიის გამოშვების პერსპექტივაც განიხილება. ოღონდ, სპორტსმენი აღარ იქნება ძალიან ეკონომიური, რადგან ზოგიერთ იმ ნაწილს, რომლებიც საწვავის ხარჯის შემცირებას განაპირობებს, სპორტულ ვერსიაზე არ გამოიყენებენ.

Tuesday, July 9, 2013

განახლებული „აუდი A8“ უახლესი ფარებით

Audi Teases Headlamps of 2014 A8 Sedan Facelift
9 ივლისი
„აუდის“ ფლაგმან სედან A8-ს განახლების დრო დაუდგა. და როდესაც ფეისლიფტინგ გამოვლილი ბაზარზე გამოვა, მას უახლესი, „მატრიქს LED“ ფარები ექნება. სხვათა შორის, გერმანული კომპანია ამ ავტომობილზე ამბობს, რომ ის სრულიად ახალია. თუმცა მსტოვრულმა ფოტოებმა გამოავლინა, რომ ავტომობილს ახლანდელი A8-ს მსგავსი სილუეტი აქვს.

„ბლიუბერდის“ ორი ელექტრონული სპორტული ავტომობილი

Bluebird Goes from Land Speed Records to Producing a New Electric Sports Car
9 ივლისი
სახელი „ბლიუბერდი“ სიჩქარის სახმელეთო და წყალზედა რეკორდებთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ამ სახელის სარეკორდო მანქანებით, სერ მალკოლმ და მის შვილ დონალდ კემპბელებს არაერთი რეკორდი აქვთ დაფიქსირებული. ამ სახელს დღეს კომპანია ატარებს, რომელიც სარეკორდო ავტომობილებს ახლაც ქმნის. და მას მალკოლმის შვილიშვილი დონ უელსი ხელმძღვანელობს. ამ კაცმა ახლახანს მისი კომპანიისთვის სრულიად ახალ ტერიტორიაზე შეღწევა გადაწყვიტა. ამ ტერიტორიას ელექტრომობილები ჰქვია.

„მერსედეს-ბენცი“ ფრანკფურტში პლაგ-ინ ჰიბრიდულ S-კლასს წარადგენს

Mercedes-Benz S-Class plug-in hybrid coming to Frankfurt
9 ივლისი
ფრანკფურტის მოტორ შოუზე „მერსედეს-ბენცი“ თავისი უახლესი, S-კლასის სედანის პლაგ-ინ ჰიბრიდულ ვერსიას წარადგენს. მისი გაყიდვები კი, სტანდარტული სედანის გაყიდვების დაწყებიდან დაახლოებით ექვს თვეში დაიწყება. ამ ინფორმაციას ავრცელებს ავსტრალიური ვებგვერდი „ქარსეილსი“.

„რენო“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პარტნიორია

9 ივლისი
კომპანია „რენო“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პარტნიორი გახდა. საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინათ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ  ივნისი „მწვანე თვედ“ გამოაცხადა. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები. „მწვანე თვის“ ფარგლებში ორგანიზებული ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა დასუფთავების აქცია, რომელიც ერთდროულად საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოეწყო. აქციაში სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, მედია, სტუდენტები, მოსწავლეები მონწილეობდნენ. სულ ღონისძიებებში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა მოხალისემ მიიღო.

„ფერარი“ წავა, თუ კალენდრიდან მონცა ამოვარდება

Ferrari should quit F1 if Monza axed - Lombardy
9 ივლისი
„ფერარი“ ფორმულა ერთს დატოვებს, თუ კალენდარში ისტორიულ მონცაზე რბოლას არ შეიტანენ, - ამბობს ლომბარდიის მხარის პრეზიდენტი რობერტო მარონი. ის გამოეხმაურა ბერნი ეკლსტოუნის მიერ ახლახანს გამოთქმულ მოსაზრებას, რომ თვით მონცასაც არ აქვს გარანტირებული ადგილი კალენდარში, თუკი ევროპული ეტაპების რიცხვის შემცირება გახდება აუცილებელი.

ჰამილტონის აზრით, საბურავებმა ტიტულის იმედი დააკარგვინა

Hamilton says tyres costing him 2013 title tilt
9 ივლისი
მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი უკმაყოფილოა - მართალია, სეზონის დაწყებამდე ის მუდმივად იმეორებდა, რომ „მერსედესთან“ ერთად, პირველივე სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლებლად მიაჩნდა, მაგრამ თითქმის ნახევარი სეზონის შემდეგ ირწმუნება, „პირელის“ შეუცნობელი საბურავები რომ არა, ტიტულისთვის ბრძოლა რეალური იქნებოდაო.

„სუზუკის“ ახალი კომპაქტური ქროსოვერი SX4

New 2014 Suzuki SX4 Compact Crossover
9 ივლისი
„სუზუკიმ“ წარმოებისთვის მომზადებული, კომპაქტური ქროსოვერი SX4 ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა. ეს ავტომობილი კომპანიის ევროპულ (მათ შორის საქართველოშიც) შოურუმებში სექტემბრის ბოლოს გამოჩნდება. მანამდე კი, აქტუალობა რომ არ განელდეს, ამ ავტომობილის ახალ ფოტოებს და მის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

მომავალ სეზონში გადამწყვეტი ძრავების გამძლეობა იქნება

Ferrari says maximising engine life key to success in 2014
9 ივლისი
„ფერარის“ ძრავების შეფი ლუკა მარმორინი დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონში წარმატების მიღწევისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ძრავების გამძლეობა იქნება. ახალი სეზონიდან ძალაში ძრავების ახალი რეგლამენტი შედის, რომელიც გუნდებს 1.6-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავების გამოყენებას ავალებს. ამასთან, სეზონის განმავლობაში, თითო მანქანაზე მხოლოდ ხუთი ძრავის დაყენება იქნება ნებადართული. შედარებისთვის, ამჟამად რეგლამენტით სეზონზე რვა ძრავის გამოყენება შეიძლება.

„კატერჰემს“ „რენოს“ ბაზაზე ჰეჩბეკის და SUV-ის გამოშვებაც სურს

Caterham Wants to Build Renault-Based SUV and Hatch!
9 ივლისი
სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია „კატერჰემი“ და ფრანგული „რენო“ პარტნიორობას გააღრმავებენ. კერძოდ, მათი თანამშრომლობა, ახალი სპორტული ავტომობილის გარდა, უგზოობის ავტომობილსა და ჰეჩბეკსაც შეეხება, რომლებსაც „კატერჰემი“ ფრანგული კომპანიის შესაბამისი ავტომობილების ბაზაზე გამოუშვებს. ამის შესახებ „კატერჰემის“ შეფმა ტონი ფერნანდესმა გამოაცხადა.